სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის
სტრატეგიის დოკუმენტი
2023-2030 წლები
სარჩევი
I თავი. ორგანიზაციის ხედვა, მისია და ღირებულებები
სტრატეგიული მიზნების კალენდარი:
შესავალი
სტრატეგიული გეგმის
მიზანია განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც ორგანიზაცია
იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტის
საშუალებით ორგანიზაცია უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის ხედვას, მისიას
და ღირებულებებს, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს
უწყობს ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ
ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას.
სტრატეგიული
გეგმის შემუშავების მიზნით, დირექტორის ბრძანების
საფუძველზე (ბრძანების N თარიღი), მიმდინარე
წლის დასაწყისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების
მონაწილეობით.
სამუშაო ჯგუფში ასევე ჩართული იყო მშობელთა კორკუსი
და ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ჯგუფმა მოამზადა საჭიროებების
შეფასება (SWOT ანალიზი).
SWOT ანალიზი
ძლიერი მხარეები
Ø
მოტივირებული და მაღვალკვალიფიციური
თანამშრომლები.
Ø
შენობა
ნაგებობის მდგრადობა.
Ø საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
Ø განახლებული სპორტ.დარბაზი.
Ø სველი წერტილების უზრუნველყოფა.
Ø არსებული მოსწავლეებისა და მშობლების
სუსტი
მხარეები
Ø
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, საგნობრივი კლუბების არქონა
Ø
სასკოლო ცხოვრებაში
მშობელთა ჩართულობის ეფექტიანი მექნიზმები
Ø
სხვადასხვა უმაღლეს, პროფესიულ სასწავლებელთან აქტიური თანამშრომლობა
Ø
გამჭვირვალე შეფასების სისტემა
და ეფექტიანად მოქმედი
საგნობრივი კათედრე
Ø
ინფრასტრუქტურის განახლება
Ø
კაბინეტური სისტემის უზრუნველყოფა
შესაძლებლობები
Ø ინფრასტრუქტურის განვითარება
Ø სკოლისთვის ინვესტიციების მოზიდვა
Ø
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
Ø
მშობლებთან კომუნიკაციის ეფექტური პლატფორმის დანერგვა
Ø დამატებითი კლუბების შექმნა
Ø
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური
თანამშრომლობა
Ø
სარემონტო სამუშაოების ჩატარება: კლასებისა და დერეფნების კოსმეტიკური რემონტი. სკოლის ეზოს კეთილმოწყობა,
სპორტული დარბაზის განახლება, სკოლის ფასადის პროექტის
განხილვა და მოწყობა
საფრთხეები
Ø მაღალი კონკურენტული გარემო
Ø
სკოლაში დასაქმებული კადრებში დაუგეგმავი ცვლილებები
მოსწავლეთა მოძრაობა
ამ პროცესის დასრულების
შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა საჭიროებათა შეფასების შედეგებზე
დაყრდნობით, განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას. ამ პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული გასული წლების ძირითადი მიგნებები, რეკომენდაციები, ასევე, თემის წარმომადგენლების და
თანამშრომელთა კმაყოფილების შესახებ
გამოკითხვები (იხილეთ დანართები).მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ სკოლის
თანამშრომელთა მონაწილეობით გადაიხედა
არსებული ხედვა, მისია და ღირებულებები. სამუშაო პროცესი ასევე მოიცავდა დოკუმენტებისა
და ანგარიშების მიმოხილვას.
I თავი. ორგანიზაციის ხედვა, მისია და ღირებულებები
სკოლის მისია:
სსიპ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის მისიაა-შექმნას უწყვეტი განვითარების
პლატფორმა სასკოლო საზოგადოებისა და
თემისთვის. ხელი შეუწყოს ტოლერანტული საზოგადოების
ჩამოყალიბებას, ინოვაციური კულტურის დანერგვას,
რომლის წევრებიც შეძლებენ საკუთარი წვლილი
შეიტანონ ქვეყნისა
და საზოგადოების განვითარებაში.
სკოლის ხედვაა:
სკოლა მიზნად
ისახავს, გამოუმუშაოს მოსწავლეებს მუდმივი თვითგანვითარებისთვის აუცილებელი
უნარ-ჩვევები, შემეცნებისა და
აკადემიური წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი, რომელიც
მიზნად ისახავს არაფორმარული
გარემოს ხელშეწყობას, ნასწავლის პრაქტიკაში რეალიზებას, ითანამშრომლებენ და გავაფორმებთ
მემორანდუმს უმაღლეს და პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რის შედეგადაც
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების
აღმოჩენა/გათვითცნობიერებას და ამის მიხედვით დაგეგმავენ საკუთარ მომავალს,
აკეთონ მნიშვნელოვანი, და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე.მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ თანამედროვე სამყაროს
მიღწევების გაზიარება, პრობლემების აღმოჩენა და
მოგვარება. საგანმანათლებლი
და საერთაშორისო პროექტების დანერგვა/ განხორციელება. ჩვენი მიზანია სკოლაში განთავსდეს
მოძრავი ბიბლიოთეკა, დასასვენებელი
სივრცეებით, რომელიც ხელს შეუწუობს უნივერსალურ
და ინკლუზიურ გარემო პირობების
შექმნას, რაც თითოეულ მოსწავლეს მიკუთვნებულობის და რეალიზების საშუალებას მისცემს.
ამავდროულად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა
განივითარონ ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევები, რომელიც ორიენტირებული იქნება სიახლეების
დანერგვა განხორციელებისთვის და
მოსწავლეებმა თავად შეძლობ სულ მცირე სამი-მეგა
პროექტის განხორციელება ციფრული ტრანსფორმაციის
გამოყენებით.
ღირებულებები:
ინსტიტუციის სტრატეგიულ ჩარჩოებში მოქცეულია ფუნდამენტური ღირებულებები:
·
ღიაობა/გამჭვირვალობა - ჩვენ ვენდობით
ერთმანეთს;
·
განვითარება და ინოვაცია
- მიღწევები ინოვაციის
გზით და არსებულის გაუმჯობესება.
·
ერთგულება სახელმწიფოს, განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოებისადმი ერთგულება;
·
პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული.
·
თანამშრომლობა სხვათა შრომის,
მიღწევების, იდენტობისა და აზრის პატივისცემა;
·
სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
·
საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
II თავი სტრატეგიული
ჩარჩო
მოკვლეული, დამუშავებული მასალისა
და swot
– ანალიზზე დაყრდნობით, სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული მიზნები.
სტრატეგიული მიზნების შემუშავებული
პროექტი გაზიარდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან,
სადაც ჩართულ მხარეებს შეეძლოთ გაეკეთებინათ კომენტარები, რომლებიც დამუშავდა სტრატეგიული
დაგეგმვის ჯგუფის მიერ. პროექტი გაზიარდა შემდეგ სამიზნე ჯგუფებთან:
·
კურსდამთავრებულები
(სულ 50 პირი);
·
მასწავლებლები (მთელი
პედაგოგიური კოლექტივი);
·
მშობელთა კორპუსი
(სულ 100 პირი)
·
განათლების სპეციალისტები
(სულ 5 პირი);
განხორციელდა მიღებული უკუკავშირის
ასახვა სტრატეგიულ მიზნებში. მოხდა მიზნების
მცირედით მოდიფიცირება. ქვემოთ მოცემულია
სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის სტრატეგიული მიზნები:
I.
თანამედროვე მოთხოვნების და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო სააღმზრდელო პროცესის
განვითარება-(სწავლა-სწავლების
ხელშემწყობი გარემოს შექმნა)
II.
სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
ოპტიმიზაცია, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განვითარება (ციფრული ტრანსფორმაცია)
III.
თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა
მიზნები და ამოცანები:
1 . თანამედროვე მოთხოვნების და გამოწვევების შესაბამისი
სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის განვითარება (სწავლა/სწავლების ხელშემწყობი გარემოს
შექმნა).
1. საკლასო ოთახების დიზაინის ცვლილება
და მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე.
საკლასო ოთახების აღიჭურვა თანამედროვე, მოძრავი
ინვენტარით, მოძრავი
დაფებით.
საკლასო ოთახების აღჭურვა თანამედრო ტექნოლოგიებით
და მასწავლებელთა
წახალისება სხვადასხვა ინტერაქტიული ტექნოლოგიების,
საგანმანათლებლო
აპლიკაციებისა და ონლაინ რესურსების გამოყენებაზე.
საკლასო ოთახებში მერხების განლაგების
მუდმივი ცვლა, რაც მოსწავლეებს
მეტი კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და
აქტიური სწავლის
საშუალებას მისცემს.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.
პედაგოგების ჩართვა სამუშაო შეხვედრებში
და ტრენინგებში, რაც დაეხმარება
მათ სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და ტექნოლოგიური
უნარების განვითარებაში.
3. მოსწავლეზე ორიენტირებული პროექტებზე
დაფუძვნებული სწავლების წახალისება.
მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.
მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა სასკოლო
და სოციალურ პროექტებში.
მოსწავლეთა ტუტორობის პროგრამების დანერგვა,
სადაც უფროსი
მოსწავლეები დაეხმარებიან მათზე უმცროს მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის
დაძლევაში.
4. ღია სივრცეში/სკოლის გარეთ სწავლების
დანერგვა.
სკოლის გარეთ (სკოლის ეზოში) სასწავლო
სივცეების მოწყობა, რაც გაზრდის
მოსწავლეთა
მოტივაციას, ინტერესს, ასევე გაზრდის შემოქმედებით
აზროვნებისა
და კვლევის უნარს.
სასწავლო ექვსკურსიებისა და ლაშქრობების
მოწყობა სხვადასხვა თემის
სწავლების პროცესში, რაც საშუალებას
მისცემს მოსწავლეებს ესტუმრონ
მუზეუმებს, ისტორიულ ადგილებს, ადგილობრივ
ბიზნესებს და მოახდინონ
თეორიული ცოდნის ტრანსფერი.
5. კოლაბორაციული სასწავლო სივრცეების
მოწყობა:
სკოლაში ისეთი სივრცის მოწყობა სადაც
მოსწავლეები შეძლებენ შეკრებას და
პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების
დაგეგმვას, ასევე შეძლებენ
საგაკვეთილო პროცესის შემდეგ დავალებების მომზადებას და ერთმანეთის
დახმარებას.
6. მოსწავლეთა ჩართვა კლასგარეშე აქტივობებში.
სკოლაში კლასგარეშე კლუბების შექმნა და
მოსწავლეთა აქტიური
ჩართულობის უზრუნველყოფა.
სასწავლო ცენტრების/წრეები შექმნა, STEM-ის
საგნების სწავლების
გაძლიერების მიზნით.
მოსწავლეთა ჩართვა საზოგადოებრივ აქტივობებში,
პასუხისმგებლობისა და
სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარების
განვითარების მიზნით.
7. მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
მშობლებისთვის შესაძლებლობის შექმნა,
რომ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო
პროცესში.
მშობელთა კლუბების ჩამოყალიბება, რომლებიც
წლის განმავლობაში
აქტიურად იმუშავებენ სკოლის სივრცეში და მოაწყობენ
სხვადასხვა
ღონისძიებას.
წლის განმავლობაში ღონისძიებების/კონფერენციების
მოწყობა, რომლებშიც
მშობლები მიიღებენ მონაწილეობას.
8. „მოწვეული სპიკერი“ .
სკოლაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელის
მოწვევა.
9. საკონსულტაციო საათის განერგვა მოსწავლეებისათვის.
2. Ⴑკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
ოპტიმიზაცია, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განვითარება (ციფრული ტრანსფორმაცია).
1.
კოლის IT ინფრასტრუქტურის განახლება:
სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის განახლება, ინტერნეტის დაფარვის
არეალის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება.
2. „Smart” საკლასო ოთახების მოწყობა:
საკლასო ოთახების აღჭურვა კომპიუტერებით,
ინტერაქტიული დაფებით,
პროექტორებით და აუდიო-ვიზუალური სისტემებით.
3.
STEM საგნების ლაბორატორიების მოწყობა:
ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიების
განახლება რაც ხელს
შეუწყობს საგნებით მოსწავლეების მეტ
დაინტერესებას.
4.
სკოლის ბიბლიოთეკის განახლება:
წიგნადი ფონდის განახლება, სამკითხველო
სივრცის მოწყობა, ბიბლიოთეკის
კომპიუტერით და ინტერნეტით აღჭურვა,
ელექტრონულ წიგნებზე,
ჟურნალებზე და სხვა ელექტრონულ რესურსებზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდა.
5. „მოიტანე შენი მოწყობილობა“ პროგრამის დანერგვა:
მოსწავლეების წახალისება სხვადასხვა
დავალების ფარგლებში საკუთარი
მოწყობილობების (ლეპტოპების, პლანშეტების)
სკოლაში მოტანისა და
გამოყენების შესახებ.
6.
სკოლის ვებ-გვერდის შექმნა.
სკოლის ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება
მუდმივად განახლებადი
ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესების
შესახებ. განთავსდება
სასწავლო რესურსები და დამხმარე მასალები
მოსწავლეებისთვის,
მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის.
7.
ონლაინ კვლევების და უკუკავშირის სისტემის
დანერგვა:
ყოველწლიური ონლაინ (ელექტრონული) გამოკითხების
პროგრამის
დანერგვა
სწავლა/სწავლების პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით.
მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების
მხრიდან უკუკავშირის
მიღება
სასწავლო პროცესთან
დაკავშირებით.
3. თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლება
და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა.
1.
პროფესიულ ტრენინგებში მონაწილეობის უზრუნველყობა:
მასწავლებლების აქტიური ჩართვა სხვადასხვა საგნობრივ
ტრენინგებში.
ტრენინგების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
სკოლის
ბაზაზე:
ქოუჩინგისა და მენტორობის დანერგვა.
კათედრების მუშაობის გაძლიერება.
3.
აღიარება და წახალისება:
წარმატებული მასწავლებლების აღიარება,
წახალისება.
ბონუსების სისტემის დანერგვა წარმატებული
მასწავლებლებისთვის.
4. კოლაბორაციისა
და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა.
ინტეგრირებული გაკვეთილების და საკოლო
პროექტების განხორციელების
უზრუნველყოფა.
5. ფარული კურიკულუმის განვითარება:
სკოლაში მასწავლებლებს მშობლებსა და მოსწავლეებს
შორის ჯანსაღი, თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.
სტრატეგიული მიზნების კალენდარი:
|
1 . თანამედროვე მოთხოვნების და გამოწვევების შესაბამისი
სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის განვითარება (სწავლა/სწავლების ხელშემწყობი გარემოს
შექმნა). |
შესრულების პერიოდი |
პასუხისმგებელი პირი |
|
1. საკლასო ოთახების დიზაინის
ცვლილება და მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე. საკლასო ოთახების აღჭურვა თანამედროვე, მოძრავი
ინვენტარით, მოძრავი დაფებით. საკლასო ოთახების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
მასწავლებელთა წახალისება სხვადასხვა ინტერაქტიული
ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო აპლიკაციების და ონლაინ რესურსების გამოყენებაზე. საკლასო ოთახებში მერხების განლაგების მუდმივი
ცვლა, რაც მოსწავლეებს მეტი კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და აქტიური სწავლის
საშუალებას მისცემს. |
2025-26 სასწ.წელი |
დირექცია, კლასის ხელმძღვანელები,
პედაგოგები. |
|
2. მასწავლებელთა პროფესიული
განვითარება. პედაგოგების ჩართვა სამუშაო შეხვედრებში და ტრენინგებში,
რაც დაეხმარება მათ სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და ტექნოლოგიური უნარების
განვითარებაში. |
2024-30 სასწ.წელი |
დირექცია, საგნობრივი კათედრები, |
|
3. მოსწავლეზე ორიენტირებული
პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წახალისება. მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა სასკოლო და სოციალურ
პროექტებში. მოსწავლეთა ტუტორობის პროგრამების დანერგვა,
სადაც უფროსი მოსწავლეები დაეხმარებიან მათზე
უმცროს მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის დაძლევაში. |
2024-30 სასწ.წელი |
დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები |
|
4. ღია სივრცეში/სკოლის გარეთ
სწავლების დანერგვა. სკოლის გარეთ (სკოლის ეზოში) სასწავლო სივრცეების
მოწყობა, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, ასევე გაზრდის შემოქმედებით აზროვნებისა და კვლევის უნარს. სასწავლო ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობა
სხვადასხვა თემის სწავლების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ესტუმრონ
მუზეუმებს, ისტორიულ ადგილებს, ადგილობრივ ბიზნესებს და მოახდინონ თეორიული ცოდნის
ტრანსფერი. |
2025-28 სასწ.წელი |
დირექცია, კლასის ხელმძღვანელები,
მშობლები, მოსწავლეები |
|
5. კოლაბორაციული სასწავლო სივრცეების
მოწყობა: სკოლაში ისეთი სივრცის მოწყობა სადაც მოსწავლეები შეძლებენ შეკრებას
და პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას, ასევე შეძლებენ საგაკვეთილო
პროცესის შემდეგ დავალებების მომზადებას
და ერთმანეთის დახმარებას. |
2024-30 სასწ.წელი |
დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები |
|
6. მოსწავლეთა ჩართვა კლასგარეშე
აქტივობებში. სკოლაში კლასგარეშე კლუბების შექმნა და მოსწავლეთა
აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. სასწავლო ცენტრების/წრეები შექმნა, STEM-ის საგნების სწავლების გაძლიერების
მიზნით. მოსწავლეთა ჩართვა საზოგადოებრივ აქტივობებში,
პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარების განვითარების მიზნით. |
2024-30 სასწ.წელი |
საგნობრივი კათედრები, |
|
7. მშობელთა ჩართულობა სასკოლო
ცხოვრებაში. მშობლებისთვის შესაძლებლობის შექმნა, რომ აქტიურად
ჩაერთონ სასწავლო პროცესში. მშობელთა კლუბების ჩამოყალიბება, რომლებიც წლის
განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ სკოლის სივრცეში და მოაწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას. წლის განმავლობაში ღონისძიებების/კონფერენციების
მოწყობა, რომლებშიც მშობლები მიიღებენ მონაწილეობას. |
2024-30 სასწ.წელი |
დირექცია, სამოქალაქო განათლების
პედაგოგი, მშოვლები, მოსწავლეები |
|
8. „მოწვეული სპიკერი“ . სკოლაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელის
მოწვევა. |
2026 |
დირექცია, პედაგოგები |
|
9. საკონსულტაციო საათის დანერგვა
მოსწავლეებისათვის. |
2025 |
პედაგოგები, სკოლის ექთანი,
გამგეობის წარმომადგენელი |
|
2. Ⴑკოლის მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის ოპტიმიზაცია, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განვითარება (ციფრული ტრანსფორმაცია). |
2024-2030 |
დირექცია |
|
1. კოლის IT ინფრასტრუქტურის
განახლება: სკოლის კომპიუტერული
ლაბორატორიის განახლება, ინტერნეტის დაფარვის
არეალის გაზრდა და
ხარისხის გაუმჯობესება. |
2030 |
დირექცია |
|
2.
„Smart” საკლასო ოთახების მოწყობა: საკლასო ოთახების
აღჭურვა კომპიუტერებით, ინტერაქტიული დაფებით, პროექტორებით და
აუდიო-ვიზუალური სისტემებით. |
2030 |
დირექცია |
|
3.
STEM საგნების ლაბორატორიების
მოწყობა: ქიმიის, ფიზიკის
და ბიოლოგიის ლაბორატორიების განახლება რაც ხელს შეუწყობს საგნებით
მოსწავლეების მეტ დაინტერესებას. |
2030 |
დირექცია |
|
4. სკოლის ბიბლიოთეკის განახლება: წიგნადი ფონდის
განახლება, სამკითხველო სივრცის მოწყობა, ბიბლიოთეკის კომპიუტერით და
ინტერნეტით აღჭურვა, ელექტრონულ წიგნებზე, ჟურნალებზე და სხვა
ელექტრონულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. |
2024-30 |
დირექცია |
|
5.
„მოიტანე შენი მოწყობილობა“ პროგრამის დანერგვა: |
2024-30 |
პედაგოგები, მოსწავლეები |
|
6. სკოლის ვებ-გვერდის შექმნა. სკოლის ვებ-გვერდის
შექმნა, სადაც განთავსდება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესების
შესახებ. განთავსდება სასწავლო რესურსები
და დამხმარე მასალები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის
და მშობლებისთვის. |
2025-26 |
დირექცია |
|
7. ონლაინ კვლევების და უკუკავშირის სისტემის დანერგვა: ყოველწლიური ონლაინ
(ელექტრონული) გამოკითხვების პროგრამის დანერგვა სწავლა/სწავლების
პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით.
მშობლების, მოსწავლეებისა
და მასწავლებლების მხრიდან უკუკავშირის მიღება სასწავლო პროცესთან
დაკავშირებით. |
2024-30 |
დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები. |
|
3. თანამშრომლეთა კვალიფიკაციის
ამაღლება და კონკურენტული სამუშაო გარემოს
შექმნა. |
|
|
|
1. პროფესიულ ტრენინგებში
მონაწილეობის უზრუნველყობა: მასწავლებლების აქტიური ჩართვა
სხვადასხვა საგნობრივ ტრენინგებში. ტრენინგების შესახებ მუდმივად
განახლებადი ინფორმაციის მიწოდება. |
2024-30 საწ.წელი |
დირექცია, პედაგოგები |
|
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
უზრუნველყოფა სკოლის ბაზაზე: ქოუჩინგისა და მენტორობის დანერგვა.
კათედრების მუშაობის გაძლიერება. |
2024-30 |
საგნობრივი ჯგუფები |
|
3. აღიარება და წახალისება: წარმატებული მასწავლებლების
აღიარება, წახალისება. ბონუსების სისტემის
დანერგვა წარმატებული მასწავლებლებისთვის. |
2024-25სასწავლო წელი |
დირექცია |
|
4. კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა. ინტეგრირებული გაკვეთილების
და საკოლო პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა. |
2024-30 |
საგნობრივი ჯგუფები |
|
5.
ფარული კურიკულუმის განვითარება: სკოლაში
მასწავლებლებს მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჯანსაღი, თანამშრომლობითი გარემოს
ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. |
2024-30 |
დირექცია, პედაგოგები, |
Комментариев нет:
Отправить комментарий