2018 -2019 სასწავლო წლის I სემესტრში სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ქიმიის წრე (უფასო) ,რომლის მიზანია :მუშაობა ქიმიის ამოცანებზე . წრე მუშაობას დაიწყებს 1 ოქტომბერს მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთი დღე- სამშაბათი
წრე განკუთვნილია 9-10 კლასის მოსწავლეებისთვის.
წრის ხელმძღვანელი: სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი :მაია ღვინიაშვილი
.
ქიმიის წრე-კატალიზატორი
ქიმიის შესწავლისას
მნიშვნელოვანია ამოცანების ამოხსნის მეთოდების განხილვა და შესწავლა.საათების მცირე
რაოდენობის გამო გაკვეთილებზე ვერ ხერხდება ამოცანების ამოხსნის მეთოდების სიღრმისეული
შესწავლა.ამიტომ, გადავწყვიტე ქიმიის წრის ჩამოყალიბება. ჩემი მიზანია,წინა წლებში
ნასწავლი მასალის სისტემაში მოყვანა და ერთმანეთთან დაკავშირება. მიზნის მისაღწევად
მივიჩნევ საჭირო თეორიული მასალის გამეორებას და სავარჯიშოების და ამოცანების განხილვას.
ქიმიის წრის მეცადინეობებზე გამეორებული
და გამყარებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება
მასალის უკეთ ათვისებაში, რაც მომავალში
გაუმარტივებთ ოლიმპიადაზე მონაწილეობას და გამოცდების ჩაბარებას.
წრის მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ,სამშაბათს.მეცადინეობები დაიწყება
2 ოქტომბრიდან.
ქიმიის წრის პროგრამა
N
|
საკითხები
|
თარიღი
|
მოსალოდნელი შედეგები
|
შენიშვნა
|
1
|
ვალენტობა
|
02.10
|
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ატომთა ვალენტობას მარტივი და რთული ნივთიერებების
ფორმულების შედგენისას.
|
|
2
|
ნაერთთა ძირითადი კლასები:ოქსიდები,ფუძეები,მჟავები,მარილები.
|
09.10
|
მოსწავლე ანსხვავებს ერთმანეთისგან ოქსიდებს,ფუძეებს(ტუტეს),მარილებს.მსჯელობს
ნაერთთა კლასებს შორის ურთიერთკავშირზე და ურთიერთგარდაქმნაზე,ადგენს მარტივ სქემებს.
|
|
3
|
ატომის აღნაგობა
|
16.10
|
მოსწავლე განსაზღვრავს ელექტრონების განაწილებას ელექტრონულ დონეებსა და ქვედონეებზე.
|
|
4
|
რაოდენობრივი თანაფარდობანი ქიმიაში.
ა)გაანგარიშებანი ქიმიური ფორმულის მიხედვით.ფორმულის დადგენა
|
23.10
|
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს-მოლს,მოლურ
მასას რეაქციის რაოდენობრივი დახასიათებისთვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს.
|
|
5
|
ბ)გაანგარიშებანი ქიმიური ტოლობების მიხედვით
|
30.10
|
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს-მოლს,მოლურ
მასას რეაქციის რაოდენობრივი დახასიათებისთვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს.
|
|
6
|
გ)გაანგარიშებითი ამოცანების ამოხსნა ავოგადროს კანონისა და მისი შედეგების
გათვალისწინებით.
|
06.11
|
მოსწავლე იყენებს ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე
გაზის მოლურ მოცულობას.
|
|
7
|
ელემენტის მასური წილის დადგენა
|
13.11
|
მოსწავლე ახორციელებს სათანადო გამოთვლებს(მაგ. ადგენს ელემენტის მასურ
წილს ნაერთში,ელემენტების პროცენტულ შემცველობას)
|
|
8
|
ნაერთის ფორმულის განსაზღვრა ელემენტების შემცველობის მიხედვით
|
20.11
|
მოსწავლე განსაზღვრავს ნაერთის ფორმულას შემადგენელი ელემენტების შემცველობის
მიხედვით.
|
|
9
|
ჭარბი რეაგენტის დადგენა
|
27.11
|
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს -მოლს
და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს.
|
|
10
|
ხსნარის მასური წილის განსაზღვრა
|
04.12
|
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს მასური წილის გამოსათვლელ ფორმულას.
|
|
11
|
კომბინირებული ამოცანების ამოხსნა
|
11.12
|
მოსწავლე აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის
გადასაჭრელად.
|
|
12
|
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის ტოლობების შედგენა
|
18.12
|
მოსწავლე აბალანსებს მარტივ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს.
|
|
13
|
კომბინირებული ამოცანების განხილვა
|
25.12
|
მოსწავლე აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის
გადასაჭრელად
|
|
02.10 თემა: ვალენტობა
მიზანი :მოსწავლე შეძლებს ქიმიური ფორმულების შედგენას ვალენტობის მიხედვით.ელემენტის ვალენტობის პოვნას,თუ ცნობილია მეორე ელემენტის ვალენტობა
მოსწავლე ადეკვატურად იყენებს ატომთა ვალენტობას მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შედგენისას.
09.10 მიზანი:
მოსწავლე შეძლებს : განასხვავოს ოქსიდები,ფუძეები,მჟავები,მარილები ერთმანეთისგან და მოახდინის მათი კლასიფიკაცია.იმსჯელოს მათ ქიმიურ თვისებებზე და დაწეროს შესაბამისი ქიმიური რეაქციები.
16.10 მიზანი:
მოსწავლე შეძლებს: დააკავშიროს ელემენტის მდებარეობა პერიოდულ სისტემაში ატომის აღნაგობასთან.ელექტრონული დონეების რაოდენობის დადგენას და ელექტრონების განაწილებას დონეებსა და ქვედონეებზე.
23.10 მიზანი;
მოსწავლე შეძლებს: ქიმიური ფორმულის გამოყენებით გაანგარიშებითი უნარების გამუშავებას.მოლური მასის დაკავშირებას ნივთიერების რაოდენობასთან და მასასთან.
მოახდენს მარტივ გაანგარიშებებს ნივთიერების რაოდენობის(მოლი) მიხედვით იპოვის შემადგენელი ელემენტის ატომების მოლს და მასას.
30.10 მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ; ქიმიური ტოლობების მიხედვით რეაქციის პროდუქტის რაოდენობისა
და მასის გაანგარიშებას,როდესაც ცნობილია ერთ-ერთი მორეაგირე ნივთიერების მასა ან რაოდენობა და პირიქით,რეაგენტის მასის პოვნას,როდესაც ცნობილია ერთ-ერთი
პროდუქტის მასა ან რაოდენობა.
06.11 მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ: ავოგადროს კანონის გამოყენებით სხვადასხვა აირის მოცულობის გამოთვლას.
13.11 მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ: მოცემული ნივთიერების ქიმიური ფორმულის მიხედვით მასში შემავალი ელემენტების მასური წილის დადგენას და გამოსახვას პროცენტებში.
20.11 მიზანი:
მოსწავლე შეძლებს: ნაერთის ქიმიური ფორმულის დადგენას,თუ ცნობილია ამ ნაერთში შემავალი ელემენტების შემცველობა.
27.11 მიზანი:
მოსწავლე შეძლებს: ნივთიერების რაოდენობის ერთეულის-მოლის ადეკვატურად გამოყენებას და ქიმიური რეაქციის ტოლობის მიხედვით შეძლებს ჭარბი რეაგენტის დადგენას.
4.12 მიზანი:
მოსწავლე შეძლებს: ხსნარის კომპონენტების განსხვავებას.გახსნილი ნივთიერების მასური წილის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებას და შესაბამისი გამოთვლების წარმოებას.
11.12 მიზანი: მოსწავლე შეძლებს: დაუკავშიროს ერთმანეთს ნასწავლი მასალა,ადეკვატურად გამოიყენოს განხილული ცნებები და მეთოდები და აწარმოოს სხვადასხვა ტიპის რაოდენობრივი გამოთვლები კომბინირებული ამოცანების ამოსახსნელად.
18.12 მიზანი: მოსწავლე შეძლებს: ცნებების:ჟანგვა,აღდგენა,მჟანგავი,აღმდგენი,ადეკვატურად გამოყენებას,ჟანგვის და აღდგენის სქემების შედგენას,ელექტრონული ბალანსის მეთოდით კოეფიციენტების პოვნას და ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის ტოლობების გათანაბრებას.
25.12 მიზანი: მოსწავლე შეძლებს: დაუკავშიროს ერთმანეთს ნასწავლი მასალა,ადეკვატურად გამოიყენოს განხილული ცნებები და მეთოდები და აწარმოოს სხვადასხვა ტიპის რაოდენობრივი გამოთვლები კომბინირებული ამოცანების ამოსახსნელად.
საწრეო მუშაობის შეჯამება
მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ვხელმძღვანელობდი ქიმიის წრეს. წრის შესახებ ინფორმაცია შეეძლო ენახა
ყველა დაინტერესებულ პირს.წრის
შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე: “ წრეში გაერთიანებულები იყვნენ I X ,
X, კლასების მოსწავლეები.
შევიმუშავე სამუშაო გეგმა ,რომელშიც გათვალისწინებული მქონდა მოსწავლეთა
ინტერესები, იგი შესაბამისობაში იყო
ეროვნულ სასწავლო მიზნებთან. წრის მიზანი იყო ,წინა წლებში ნასწავლი
მასალის სისტემაში მოყვანა და ერთმანეთთან დაკავშირება. მიზნის მისაღწევად მივიჩნიე
საჭირო თეორიული მასალის გამეორება და სავარჯიშოების და ამოცანების განხილვა.
პროგრამით
გათვალისწინებული თემები:ვალენტობა,ნაერთთა ძირითადი კლასები,ატომის აღნაგობა,რაოდენობრივი
თანაფარდობანი ქიმიაში,ელემენტის მასური წილის დადგენა ნაერთში,ნაერთის ფორმულის
დადგენა,ხსნარის მასური წილის განსაზღვრა,ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ტოლობების
სედგენა ელექტრონული ბალანსის შესახებ-საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა
მოსწავლეებისთვის.ეს ის თემებია,რომელთა ცოდნა აუცილებელია ქიმიის სესწავლისას
ყოველ შემდგომ საფეხურზე.
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო
გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული . მეცადინეობებზე
ვიყენებდი რესურს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. ვცდილობდი შემემოწმებინა თითოეული მოსწავლის
გაგება-გააზრების დონე,ვამოწმებდი ნამუშევრებს და ვაძლევდი საჭირო
მოთითებას.ვთვლი,რომ ამ მეცადინეობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეთა
ცოდნის განმტკიცებაში. შედეგად გაუმარტივდებათ შემდგომში ქიმიის შესწავლა,უფრო საინტერესო და სახალისო გახდება სასწავლო პროცესი.














Комментариев нет:
Отправить комментарий