განცხადება
სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში იწყებს ფუნქციონირებას რუსული ენის წრე მიმართულებით "რუსული ენის მოყვარულები " წრე შექმნილია V კლასის მოსწავლეებისთვის. მსურველებს გთხოვთ მოგვმართოთ დირექციაში.17.09 დან 27.09 მდე.
წრე მუშაობას დაიწყებს 3 ოქტომბერს მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ.
პატივისცემით,
რუსული ენის მასწავლებელი- მარინა ბარნაბიშვილი.
საწრეო მუშაობის პროგრამა 2018–2019 სასწ. წელი
წრის მუშაობა დაგეგმილია პირველ სემესტრში
ოქტომბრიდან-დეკემბრის ჩათვლით
წრის შემუშავებამდე მოხდა :მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრება, საჭიროებების დადგენა, ურთიერთშეთანხმება და მოსაზრებების გაზიარება.
წრის სამუშაო გეგმა
წრის დასახელება: რუსული ენის მოყვარულები
სკოლა: ჩალაუბნის საჯარო სკოლა
კლასი: V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 4
საგანი: რუსული ენა
მასწავლებელი: მარინა ბარნაბიშვილი
წრის მიზანი: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ინტერესის გაღვივება რუსული ენის მიმართ,სურვილი შეისწავლონ ენა, შეძლონ გამოთქმით და ინტონაციის დაცვით კითხვა.
· საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
მასწავლებელი არეგისტრირებს მსურველ ბავშვებს, მათ მშობლებს გააცნობს წრის მუშაობის მიზანს, შეხვედრების განრიგს.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: საწრეო მუშაობა გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში. (2018 წლის 3 ოქტომბრიდან - 2018 წლის 29 დეკემბრამდე). ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი
შეხვედრების განრიგი:
რუსული ენის წრის სამუშაო გეგმა 2018-2019 სასწავლო წელი
თვე და რიცხვი
|
სამუშაო პროგრამა,
თემა
საკითხების ჩამონათვალი
|
შენიშვნა
|
03.10
|
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
|
|
10.10
|
რუსული ენის მნიშვნელობა
|
|
17.10
|
ლექსების სწავლა ხატვით
|
|
24.10
|
დამარცვლით უცნობი სიტყვების წაკითხვა
|
|
31.10
|
ლექსის სწავლა ვარჯიშების შესრულებით
|
|
07.11
|
ფერების შესწავლა და გამოყენება
|
|
14.11
|
წელიწადის დროების და თვეების შესწავლა
|
|
21.11
|
მარტივი სიტყვებით ან დამარცვლით წინადადების წაკითხვა
|
|
28.11
|
გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის განვითარება
|
დასვენების დღე იყო |
05.12
|
რუსული საბავშვო სიმღერების მოსმენა
|
|
12.12
|
მულტფილმების ნახვა
და თარგმნა
|
|
19.12
|
რუსული ზღაპრების წაკითხვა
|
|
26.12
|
წერა კარნახით
|
|
25.12
|
შემაჯამებელი მუშაობა შესწავლილი საკითხების ირგვლივ
|
1. შეხვედრა 3ოქტომბერი- V კლასის მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები:
1.კითხვის უნარის განვითარება
2.გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება მეტყველებაში. ვესაუბრე რუსული ენის წრისთვის საჭირო რესურსებზე.
1.კითხვის უნარის განვითარება
2.გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება მეტყველებაში. ვესაუბრე რუსული ენის წრისთვის საჭირო რესურსებზე.
2. შეხვედრა 10 ოქტომბერი- შეკითხვაზე „რატომ უნდა ვიცოდეთ რუსული“ მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გამოხატეს ვარაუდები, რატომაა მათთვის მნიშვნელოვანი აღნიშნული ენის შესწავლა, აქტიურად თანამშრომლობდნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს აზრის გაგებასა და სწორად წარმოთქმაში. გავაცანი რუსი საზოგადო მოღვაწეები , პუშკინი, ლერმონტოვი ,გრიბოედოვი და ა.შ, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს და უძღვნიდნენ ლექსებს და პოემებს.
3. შეხვედრა 17 ოქტომბერი მოსწავლეებმა შეისწავლეს სახის ნაწილები ( თვალები,ცხვირი,პირი,თავი,ყურები,თმები)ლექსით (ხატვის საშუალებით)
4.შეხვედრა 24 ოქტომბერი ნასწავლი ასო-ბგერების საშუალებით მოსწავლეებმა დამარცვლეს უცნობი სიტყვები და წაიკითხეს მახვილის დაცვით.ანბანის პლაკატზე გააფერადეს გამოყენებული ხმოვნები.
5.შეხვედრა 31 ოქტომბერი ლექსების შესწავლის გამრავალფეროვნებისთვის შეისწავლეს ლექსი ვარჯიშით.
6.შეხვედრა 7 ნოემბერი მეცადინეობა სახალისოდ წარიმართა მოსწავლეებმა ფერადი ფანქრების საშუალებით გააფერადეს ნახატები და აღნიშნეს რომელი ფერები გამოიყენეს.




7.შეხვედრა 14 ნოემბერი მოსწავლეებმა ქართულად ჩამოთვალეს წელიწადის დროები და ისწავლეს მათი რუსულად წარმოთქმა.

მიეცათ პრაქტიკული დავალება წელიწადის დროების გაფერადება.

8. შეხვედრა 21 ნოემბერი.მოსწავლეებმა ნასწავლი ასო-ბგერების დახმარებით შეადგინეს მარცვლები,მარტივი სიტყვები და წაიკითხეს მარტივი ტექსტი.

9. შეხვედრა 5 დეკემბერი, მოისმინეს რუსული საბავშვო სიმღერები და ნაცნობ სიტყვებზე მოახდინეს რეაგირება, სიმღერა.
10.შეხვედრა 12 დეკემბერი.მოსწავლეებმა კომპიუტერში უყურეს რუსულ მულტფილმს "მაშა და დათვი" და მოახდინეს თარგმნა.
11. შეხვედრა 19 დეკემბერი მოსწავლეებმა წაიკითხეს " " ზღაპარი მახვილის დაცვით და მოახდინეს ტექსტის თარგმნა.გამოიყენეს უკვე ნასწავლი ახალი სიტყვები და სიტყვათა შერწმა.

12 შეხვედრა 26 დეკემბერი.შემაჯამებელი გაკვეთილი,შესწავლილი საკითხების ირგვლივ.მოვიწვიეთ მშობლები ,მასწავლებლები,გავაცანით რუსული ენის წრის მუშაობის შედეგი და მივულოცეთ ახალი 2019 წლის დადგომა.



მიეცათ პრაქტიკული დავალება წელიწადის დროების გაფერადება.

8. შეხვედრა 21 ნოემბერი.მოსწავლეებმა ნასწავლი ასო-ბგერების დახმარებით შეადგინეს მარცვლები,მარტივი სიტყვები და წაიკითხეს მარტივი ტექსტი.

9. შეხვედრა 5 დეკემბერი, მოისმინეს რუსული საბავშვო სიმღერები და ნაცნობ სიტყვებზე მოახდინეს რეაგირება, სიმღერა.
10.შეხვედრა 12 დეკემბერი.მოსწავლეებმა კომპიუტერში უყურეს რუსულ მულტფილმს "მაშა და დათვი" და მოახდინეს თარგმნა.
11. შეხვედრა 19 დეკემბერი მოსწავლეებმა წაიკითხეს " " ზღაპარი მახვილის დაცვით და მოახდინეს ტექსტის თარგმნა.გამოიყენეს უკვე ნასწავლი ახალი სიტყვები და სიტყვათა შერწმა.

12 შეხვედრა 26 დეკემბერი.შემაჯამებელი გაკვეთილი,შესწავლილი საკითხების ირგვლივ.მოვიწვიეთ მშობლები ,მასწავლებლები,გავაცანით რუსული ენის წრის მუშაობის შედეგი და მივულოცეთ ახალი 2019 წლის დადგომა.


რუსული ენის წრის მუშაობის რეფლექსია
რუსული ენის საგნობრივი წრის მუშაობა მოიცავს ერთ სემესტრს, კერძოდ, 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით. წრეში გაერთიანებულია მე -5 კლასის მოსწავლეები.
დროულად იქნა შემუშავებული წრის მუშაობის გეგმა და გადგინდა, რომ შევიკრიბებოდით ოთხშაბათობით კვირაში ერთხელ გაკვეთილების შემდეგ ერთი საათით.
რუსული ენის წრის მთავარი დანიშნულებაა მეტყველების უნარის განვითარება, საგნისადმი ინტერესის გაღვივება, თვალსაწიერის გაფართოება და პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარება.
საგნობრივი წრის მუშაობის დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები და განსახილველი საკითხების შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
იმისათვის, რომ საინტერესო ყოფილიყო წრის მუშაობა და ადვილად აეთვისებინათ მოსწავლეებს ლექსიკა, ავირჩიე სახალისო აქტივობები და თამაშები.
ასაკობრივი ინტერესებიდან გამომდინარე შევასწავლე რამოდენიმე ლექსი.
პირველი სემესტრის მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა . მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება. 26 დეკემბერს მოვიწვიეთ მშობლები, მასწავლებლები და საახაწლო მილოცვასთან ერთად გავაცანით წრის მუშაობის შედეგები.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შეცვლილა.
რუსული ენის წრის მასწავლებელი: მ.ბარნაბიშვილი







Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить