სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სათაური
|
„იერუსალიმი
სამი რელიგიის წმინდა ქალაქი“
|
პროექტის მთავარი იდეა
|
პროექტის იდეა წამოვიდა
მოსწავლეებისგან მას შემდეგ, რაც მეშვიდე კლასში გავიარეთ თემა "იუდეა და ისრაელი",
მოსწავლეები დაინტერესდნენ საკითხით,თუ რატომ ითვლება იერუსალიმი სამი რელიგიის ცენტრად, რა სიწმინდეებია განთავსებული ამ ქალაქში,რა კავშირი ჰქომდათ ქართველებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან
და რა შეიძლება დახმარებოდათ
მათ ამ ქალაქში მოგზაურობის დროს.
|
პროექტის აქტუალურობა
|
პროექტი აქტუალურია,
რადგან მოსწავლეები მწირ ინფორმაციას ფლობენ იერუსალიმის შესახებ და არ იციან, რომ
იერუსალიმის ისტორია ერთდროულად მთელი მსოფლიოს ისტორიაცაა და იუდეის პროვინციებს
შორის ჩაკარგული ქალაქის მატიანეც. ოდესღაც სამყაროს ცენტრად მიჩნეული უძველესი ქალაქი
დღეს აბრამისეული რელიგიების დაპირისპირების
ადგილი და ცივილიზაციების შეჯახების სტრატეგიული ბრძოლის ველია.ეს ქალაქი მსოფლიო
ყურადღების ცენტრშია მოქცეული.ამიტომ გახდა საჭირო მოსწავლეები გასცნობოდნენ ამ ქალაქის
მრავალსაუკუნოვან ისტორიას და გაეაზრებინათ
ის ფაქტი, თუ რატომ არის იერუსალიმი სამი
რელიგიის წმინდა ქალაქი და რა კავშირი ჰქონდათ ქართველებს იერუსალიმთან. პროექტი
დაეხმარება მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში და დამოუკიდებელი,
ინდივიდუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ რატომ ითვლება იერუსალიმი
სამი რელიგიის ცენტრად.
გაეცნობიან როგორ წარმოიშვა ქრისტიანობა,ისლამი,იუდაიზმი და რა საკულტო ნაგებობებია განთავსებული ამ ქალაქში. მოაგროვებენ საჭირო ინფორმაციას იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის შესახებ.იმსჯელებენ
რატომ აღარ ფლობენ მას
ქართველები.გამოუმუშავდებათ კვლევის, დროსა და სივრცეში ორიენტაცირების,ინფორმაციის დახარისხების,ანალიზის,შეფასების უნარი.
განსაზღვრავენ გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას რუკაზე.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი/ესგ-თან
კავშირი
|
Ø
ისტორია
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შესაბამისი ეპოქის
ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს
კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს;
ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა დამსოფლიოისტორიულ პროცესებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური
მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე;
·
ჯგუფური მუშაობისას
რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ (როგორც წარსულში, ასევე დღეს);
·
რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის
ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან
საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა და ტრადიციებს;
·
რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია
ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.
ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ცივილიზაციის
ძირითად მახასიათებლებს;
·
ასახელებს განსხვავებული კულტურების საკულტო
ნაგებობებს და ადარებს მათ ერთმანეთს;
Ø გეოგრაფია:მოსწავლეს
შეუძლია რუკების კითხვა და დროსა და სივრცეში ორიენტირება.
Ø ქართულიენა:სხვადასხვა
სახის ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მოსმენილის ზეპირი ან წერილობითი სახით
წარმოდგენა,რაც ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას.
Ø ხელოვნება:შექმნან
ნახატები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ხელოვნების ნიმუშების
აღქმაში,შეფასებისა და შექმნის უნარების განვითარებაში.
Ø ისტ:ხელსშეუწყობს
მოსწავლეებს მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებაში, ტექნოლოგიების გამოყენების
აუცილებელი უნარ-ჩვევების
განვითარებაში.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტის დასრულების
შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ :
v მოცემულ თემასთან დაკავშირებით
მონაცამების შეგროვებას; გაანალიზებას
და გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით;
v იერუსალიმში არსებული
რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობას;
v გაიაზრებენ
თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს;
v შეგროვებული ინფორმაციის ორგანიზებასა, დამუშავებასა
და პრეზენტაციას;
v ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი მუშაობის
უნარ-ჩვევები.
|
პროექტის განხორციელების წინაპირობები
|
მოსწავლეებმა იციან ისრაელი-იუდეის სამეფოს შესახებ;მეფე დავითის და სოლომონის მოღვაწეობის შესახებ;ასევე იციან,
თუ როგორ მოხდა ებრაელების თავისი სამშობლოდან
გაძევება.აქვთ უნარი ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების და ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთების. თუმცა უჭირთ რელიგიური და ისტორიული კონტექსტების
დაკავშირება, ინფორმაციების შეჯერება,სასურველ შედეგზე ორიენტირება და მოძიებული
ინფორმაციების დამახსოვრება-ანალიზი.
|
პროექტისთვის საჭირო მასალები
|
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი,ტელეფონი ან
ციფრული კამერა,დამხმარე ლიტერატურა,ფურცლები, კალმები.
|
პროექტის ამოცანები და განხორციელებული აქტივობები
|
I ეტაპი -პროექტის გაცნობა
მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციას პროექტის
შესახებ, ვურიგებ საინფორმაციო სახის ბუკლეტებს სადაც მოცემულია პროექტის
მიზნები, შინაარსი, და სარგებლობა.თავდაპირველად ვიყენებ გონებრივ იერიშს და ვავსებინებ ასოციაციური კავშირების რუკას
იერუსალიმის და მსოფლიო რელიგიების შესახებ ,მოსწავლეებში ვახდენ აზრების
გენერირებას და ყველა მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ვაფიქსირებ დაფაზე.ამ
მეთოდის მეშვეობით ვამზადებ მოსწავლეებს ძირითად თემაზე გადასასვლელად.
ამის შემდეგ წინარე ცოდნის გაგების მიზნით
ვიყენებ ვ-მ-ვ-ს მეთოდს, რაც მომცემს
საშუალებას გავიგო თუ რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები იერუსალიმის შესახებ.
შემდეგ ვთხოვ მათ განაწილდნენ მცირე ჯგუფებში, ( წყვილებში )და გაცვალონ
ერთმანეთში საკუთარი იდეები და მოსაზრებები და გააკეთონ მოკლე მონახაზი
შემდგომში განსახორციელებელი დავალებისა. ბოლოს უკვე გამოთქმული იდეების საფუძველზე ვადგენთ პროექტთან დაკავშირებულ კითხვარებს,რაზედაც
მოსწავლეები იმუშავებენ პროექტის განმავლობაში.
II ეტაპი - კვლევის დაწყება
უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს
ჯგუფური მუშაობის წესებს,ვაცნობ და ვურიგებ თვითშეფასების რუბრიკებს,რომლებსაც კვლევის
მსვლელობისას შეავსებენ. შემდეგ ვთხოვ დაინაწილონ დავალებები თავიანთი შესაძლებლობების
მიხედვით.
პირველი კვირა: მოსწავლეებს ვყოფ მცირე ჯგუფებად და
ვუნაწილებ დავალებებს:
I
ჯგუფი - ისრაელის ისტორია და მისი გეოგრაფიული მდებარეობა
IIჯგუფი - ქრისტიანული სიწმინდეები და ქართველთა ჯვრის მონასტერი
III
ჯგუფი - მუსლიმური მისწმინდეები
IV
ჯგუფი- იუდეველთა სიწმინდეები
მეორე კვირა - გავეცნობი
მოსწავლეების მიერ შესრულებულ დავალებებს, ვურჩევ დაახარისხონ მოძიებული მასალა. პროექტის მსვლელობისას ვაწარმოებ მოსწავლის არაფორმალურ დაკვირვებას, ჯგუფების დაკვირვებას. შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს ერთმანეთს გაუზიარონ
მოპოვებული მასალები.
მოაგროვონ საჭირო ინფორმაცია მაგალითად: დღეს რა მდგომარეობაშია ჯვრის მონასტერი და
რატომ აღარ ფლობენ მონატერს ქართველები. კვირის ბოლოს მოსწავლეები წარმოადგენენ მოპოვებულ ინფორმაციებს სრულად.
მესამე კვირა- ამ კვირის განმავლობაში
მოსწავლეები დაახარისხებენ თავიანთ პორტფოლიოში განთავსებულ ინფორმაციებს და გაანალიზებენ საკითხებს.
III ეტაპი
- დასკვნითი ნაწილი
პროექტის
დასასრულს,მეოთხე კვირას ჯგუფები
ახდენენ ინფორმაციის გამთლიანებას,გააცნობენ კლასს
და საბოლოო პროდუქტის შექმნას.შემდეგ ვუბრუნდებით პროექტის მთავარ კითხვებს:
1.რატომ არის იერუსალიმი სამი რელიგიის წმინდა ქალაქი?
2. რატომ აღარ ფლობენ ქართველები ჯვრის მონასტერს?
გამართავენ დისკუსიას,იმსჯელებენ, დაასრულებენ ვ.მ.ვ-ს ცხრილის ბოლო გრაფას და გააკეთებენ დასკვნებს.
მოახდენენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას.
|
შეფასებისა და მონიტორინგის სტრატეგია
|
ვიყენებდი განმავითარებელ
შეფასებას და შეფასების რუბრიკებს პროექტის განხორციელების პროცესში.
ჩემს მიერ შემუშავებული
მონიტორინგი მოიცავდა:
Ø სრულდება თუ არა მოქმედებები გეგმის მიხედვით
Ø არსებობს თუ არა მოულოდნელად წარმოქმნილი
პრობლემები
Ø სჭირდება თუ არა მაკორექტირებელი ქმედებები:
1.შემოწმებული აქტივობების ჩამონათვალს
2.აქტივობების ხანგრძლივობასა და შესრულების ვადებს
3.აქტივობების შემოწმების მეთოდებს
4.წარმოქმნილ ბარიერებს
|
პროექტის განხორციელების რისკები და ხარვეზები, მათი
თავიდან აცილების გზები
|
პროექტის განხორციელებისას შეიძლება გამოიკვეთოს სხვადასხვა
სირთულე,რადგან კლასი არის მცირევ კონტიგენტიანი და დიდ ჯგუფებში მუშაობა ვერ მოხერხდება.ასევე
კლასში არის სსსმ მოსწავლე, რომელსაც გაუჭირდება
რელიგიური სახის ინფორმაციების გააზრება და ანალიზი.ასევე შეიძლება მას გაუჭირდეს
კონცეპტუალური მოსაზრებების წარმოჩენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენების დახარისხება.
ამ სირთულეების დაძლევის მიზნით, ვეცდები მას მივცე დავალებები მისი შესაძლებლობის
გათვალისწინებით, მოვახდინო მისი ჩართვა ჯგუფებში, დავაინტერესო კონკრეტული როლით
ჯგუფური მუშაობისას, დავეხმარო, როგორც ფასილიტატორი, პროექტის მიმდინარეობისას.
|
პროქტის განხორციელების ვადები
|
1 თვე
|
მონაწილეთა ასაკი
|
საბაზო/ VII კლასი
|
პროექტის ფასილიტატორი
|
ჩალაუბნის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნინო კაპანაძე
|
ფასილიტატორის ელ.ფოსტის -მისამართი
|
|
ბლოგის მისამართი
|
პროექტის განხორციელების გეგმა
პროექტის მიზნების მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი
|
სამუშაოს შესრულების გეგმის
გაწერა
კვირების მიხედვით
|
სამუშაოზე პასუხისმგებელი
პირი
|
|||
1.პროექტის სამუშაო ჯგუფების მობილიზება
|
1 კვ
|
მე-2 კვ
|
მე-3 კვ
|
მე-4კვ
|
მასწავლებელი
|
2. პროექტის იდეის გაცნობა
|
მასწავლებელი
|
||||
3.მოსწავლეების მიერ პროექტთან
დაკავშირებულიაქტუალური
კითხვებისა და პრობლემების
ჩამოყალიბება.
|
მასწავლებელი
|
||||
4.ორგანიზაციული საკითხების მოგვარება,ფუნქციების განაწილება,კონკრეტული
დავალებების მიცემა
|
მასწავლებელი
|
||||
5.მუშაობის წარმართვა
|
მასწავლებელი
|
||||
6.მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
|
მოსწავლეები
|
||||
7.შესრულებული სამუშაოს აუდიტორიისთვის გაცნობა
|
მოსწავლეები
|
||||
8.ინფორმაციის განთავსება ბლოგზე
|
მასწავლებელი
|
||||
შეფასების
რუბრიკები
სასწავლო
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლე არ ღებულობს მონაწილეობას პრეზენტაციაში
|
მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად პრეზენტაციის წარმართვა
|
მოსწავლეს შეუძლია ნათლად და გასაგებად პრეზენტაციის წარმართვა და საკუთარი
აზრის დასაბუთება
|
დისკუსია
|
არ ერთვება დისკუსიაში,რადგან ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს
|
მოსწავლე ნაწილობრივ იღებს მონაწილეობას დისკუსიაში
|
მოსწავლე აქტიურად ღებულობს მონაწილეობას დისკუსიაში
|
ინტერნეტში მუშაობა
|
მოსწავლე ფლობს ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევებს
|
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,მაგრამ
სჭირდება დახმარება, რათა გამოიყენოს მოძიებული ინფორმაცია საგაკვეთილო პროცეში
|
მოსწავლე თავისუფლად ფლობს ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევებს და იენებს
მას დანიშნულებისმებრ
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
კარგი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერგააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო
მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი
კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა,ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
|
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ გეგმიდან გადაუხვია
|
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო
უხდებოდა გეგმიდან გადხვევა |
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო კარგად ორგანიზებულიიყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორადა თანაბრად გადანაწილდა
|
ჯგუფის წევრთა ჩართულობა,ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
|
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა,ჯგუფის აქტიურ წევრებსა დ აპასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
მოსწავლის
თვითშეფასების სქემა
რა იყო პროექტში შენთვის ყველაზე
საინტერესო?
|
|
რა ისწავლე და გაიგე ახალი მასში
მონაწილეობით?
|
|
ვისთან ერთად იმუშავე?
|
|
რა გააკეთე კარგად?
რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
|
|
რა ვერ გააკეთე კარგად?
რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
|
|
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?
|
სასწავლო პროექტის „ იერუსალიმი
სამი რელიგიის წმინდა ქალაქი“
რეფლექსია
საბაზო საფეხურზე,VIIკლასში 2018 წლის 20.11-დან 20.12-მდე განვახორციელე სასწავლო პროექტი: „იერუსალიმი სამი რელიგიის წმინდა ქალაქი“, რომლის საშუალებით შევეცადე, ეფექტურად შემესრულებინა ესგ-ით განსაზღვრული სამუშაო და სასწავლო მიზნები მაქსიმალურად შემესაბამებინა მისაღწევ შედეგებთან. პროექტის იდეა წამოვიდა მოსწავლეებისგან
მას შემდეგ, რაც გავიარეთ თემა"ისრაელი და იუდეა" და მოსწავლეები
დაინტერესდნენ ქალაქ იერუსალიმის ისტორიით, იმით თუ რატომ უწოდეს ამ ქალაქს სამი
რელიგიის წმინდა ქალაქი და რა კავშირი ჰქონდათ ქართველებს იერუსალიმის ჯვრის
მონასტერთან. პროექტის დაწყების წინ დავადგინე არსებული ცოდნა სხვადასხვა აქტივობით, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი ჩემ მიერ წარმოდგენილ პროექტში, კონკრეტულად,მოსწავლეებს დავუსახე შესაბამისი მიზნები, შევადგენინე თვითშეფასების სქემები და დავეხმარე შესასრულებელი სამუშაოს განაწილებაში. გონებრივი იერიშით, დისკუსიითა და კოგნიტური
ცხრილების გამოყენებით შევეცადე გამეცნო იერუსალიმის როლი, როგორც რელიგიური, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. სისტემატურად თვალს ვადევნებდი პროექტის მიმდინარეობას და ვცდილობდი მათ აქცენტირებას უმთავრეს მოვლენებზე. ვცდილობდი, მათი ყურადღება ყოფილიყო მიზანმიმართულად კონცენტრირებული . ხოლო ჩემი, როგორც ფასილიტატორის, როლი არ გასცდენოდა პროექტის ჩარჩოებს.
პროექტის სასწავლო პროცედურების დაგეგმისას გავითლისწინე ესგ-ს მიზნები და სტანდარტები
და კავშირი სხვა საგნობრივ ჯგუფებთან.
Ø ისტორია
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა
ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რუკაზე
შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების
საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს;
ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა დამსოფლიოისტორიულ პროცესებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა,
თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე;
·
ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის
შესახებ (როგორც წარსულში, ასევე
დღეს);
·
რუკაზე უჩვენებს
მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და
ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა და ტრადიციებს;
·
რომელიმე ქვეყნის
რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ
დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.
ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ცივილიზაციის ძირითად მახასიათებლებს;
·
ასახელებს განსხვავებული კულტურების საკულტო ნაგებობებს
და ადარებს მათ ერთმანეთს;
Ø გეოგრაფია:მოსწავლეს
შეუძლია რუკების კითხვა და დროსა და სივრცეში ორიენტირება.
Ø ქართულიენა:სხვადასხვა
სახის ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მოსმენილის ზეპირი ან წერილობითი სახით
წარმოდგენა,რაც ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას.
Ø ხელოვნება:შექმნან
ნახატები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ხელოვნების ნიმუშების
აღქმაში,შეფასებისა და შექმნის უნარების განვითარებაში.
Ø ისტ:ხელსშეუწყობს მოსწავლეებს
მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებაში, ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებელი უნარ-ჩვევების
განვითარებაში.
საგნობრივი სტანდარტების მიზნობრივმა
გამოყენებამ საშუალება მომცა მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი ცოდნა სხვადასხვა
ეპოქის იერუსალიმის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ვითარების
შესახებ. დაეკავშირებინათ იმ ეპოქის რეალობა თანამედროვეობასთან, შეეჯერებინათ მოპოვებული ინფორმაციები და ნათელი ყოფილიყო მათთვის სასურველი შედეგის არსი.
მნიშვნელოვანი
ყურადღება დავუთმე პროექტის კვლევის ეტაპებს.
I ეტაპი -პროექტის გაცნობა- მოსწავლეებს წარვუდგენე
პრეზენტაცია პროექტის შესახებ, დავურიგე საინფორმაციო სახის ბუკლეტები სადაც
მოცემულია პროექტის მიზნები, შინაარსი და სარგებლობა. გონებრივი იერიშის,
ასოციაციური კავშირების რუკის და "ვიცი,რა მინდა ვიცოდე,ვისწავლე" - ს
გამოყენებით შევამოწმე მათი წინარეცოდნა
და შევავსებინე ასოციაციური კავშირების რუკას იერუსალიმის და მსოფლიო რელიგიების
შესახებ ,რის მეშვეობითაც შევამზადე მოსწავლეები
ძირითად თემაზე გადასასვლელად.
შემდეგ ვთხოვე მცირე ჯგუფებში, (
წყვილებში )განაწილება, რათა გაეცვალათ ერთმანეთში საკუთარი იდეები და მოსაზრებები
და გაეკეთებინათ მოკლე მონახაზი შემდგომში განსახორციელებელი დავალებებისა.
II ეტაპი - კვლევის დაწყება
უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს გავაცანი ჯგუფური მუშაობის
წესები,დავურიგე თვითშეფასების რუბრიკები,რომლებსაც კვლევის მსვლელობისას შეავსებდნენ.
შემდეგ ვთხოვე დაენაწილებინათ დავალებები თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით.
III ეტაპი
- დასკვნითი ნაწილი
პროექტის
დასასრულს,მეოთხე კვირას ჯგუფებმა მოახდინეს ინფორმაციის
გამთლიანება, გააცნეს კლასს და შექმნეს საბოლოო პროდუქტი.შემდეგ უბრუნდებიან პროექტის მთავარ კითხვებს, გამართავენ დისკუსიას, იმსჯელებენ, დაასრულებენ ვ.მ.ვ-ს ცხრილის
ბოლო გრაფას და გააკეთებენ დასკვნებს. მოახდენენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას.
აღსანიშნავია,რომ
მოსწავლეებმა ყველა ეტაპს კარგად გაართვეს თავი,რაც პროექტის ძლიერი მხარე იყო.
პროექტში გავითვალისწინე როგორც სსსმ მოსწავლე, ისე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები, სპეციალური უნარები,საჭიროებები და ინტერესები. სსსმ მოსწავლისთვის ისგ-ის შესაბამისად ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით და აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით შევარჩიე დავალებები; მას დავავალე ჯგუფთან ერთად მიეღო მონაწილეობა კედლის
გაზეთის შექმნაში, გამოეჭრა წინასწარ მოძიებული ფოტომასალა და თანაგუნდელთან ერთად
დაეწებებინა ფორმატის ფურცელზე. მაღალი აკადემიური კატეგორიის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული იყო შედარებით რთული დავალებები მყარი და დინამიური ცოდნის მისაცემად - სიღრმისეული კვლევა და შედარებითი ანალიზები,კოგნიტური სქემების შედგენა, არჩეული თემის
ანალიზი და საპრეზენტაციო მასალის მომზადება და სხვა.
ესგ-ის და ზგემ-ის მიხედვით პროექტის ყოველი აქტივობა შეესაბამება საკვლევი თემაზე არსებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას,მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.რაც ხელს უწყობს პროექტით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დავალებების სირთულე და მოსწავლეთა ჩართულობა გათვლილია მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. პროექტის საგანმანათლებლო პროცესი თავისი არსით მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მონაწილეთა ურთიერთკომუნიკაცია, კოოპერირება და თანამშრომლობა. ამასთან, ქცევის თავისუფალი არჩევანი და დემოკრატიული პედაგოგიური გარემო მოსწავლეთა აქტივობისა მოტავაციისა და სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
აღნიშნულმა სასწავლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისვა.
პროექტის შინაარსიდან გამომდინარე დაგეგმილი აქტივობების განხორციელების,ანალიზის , შეფასებისა და დასახული შედეგების მისაღწევად საკმარისად მივიჩნიე ერთი თვე.
პროექტით ჩატარებული აქტივობების ანალიზისა და თვითშეფასების საფუძველზე დავასკვენი, რომ მოსწავლეთა მიერ სასურველი აქტივობის ასარჩევად უფრო მეტი ალტერნატიული ქცევის შესაძლებლობები უნდა გამეთვალისწინებინა;
ყოველი აქტივობის ბოლოს მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა მოსწავლეთა მიერ საკუთარი ქცევის რეფლექსიის პროცესისათვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პიროვნული თვითგანვითარების,თვითშეფასებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებისათვის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა ჯგუფურ მუშაობაში არსებული პრობლემების კვლევასა და დაძლევის მექანიზმებს.
მოსწავლეთა გააქტიურებისათვის ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა, ამ მხრივ მეტი ყურადრება უნდა მიქცეოდა
ჯგუფებში დისკუსიიის პროცესების წარმართვას.
მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგის მიზნით გამოვიყენე
თვითშეფასების და შეფასების რუბრიკები. შევაფასე როგორც
შექმნილი პროდუქტი,ისე პროექტის პროცესი.
ჩემი აზრით, პროექტის ყოველი აქტივობა ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია და ერთმანეთის თანამიმდევრული გაგრძელებაა. დაწყებული ინფორმაციის კვლევიდან დამთავრებული შეჯამებით პროექტის ყოველი აქტივობა თემასთან დაკავშირებული ცოდნის გაღმავებასა და განმტკიცებას ემსახურება.
აღვნიშნავ,რომ მივაღწიე დასახულ მიზანს და ვფიქრობ,
განხორციელებული პროექტი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის
მრავალფეროვნებას,იძლევა ეფექტურ შედეგს მოსწავლეთა ჩართულობის კუთხით და ეხმარება
მათ არა მარტო სააზროვნო, არამედ ისეთი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში,
როგორებიცაა გუნდურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარ ცოდნაზე დაკვირვების
ანალიზი.
სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
ნინო კაპანაძე









Комментариев нет:
Отправить комментарий