პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა- ხელოვნება III კლასი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა-გეოგრაფია დიანა ნათიძე


კვლევა სრული სახით  გაზიარებულია:
https://drive.google.com/file/d/1ng3iOmnjKXRI-uOUlOaZFMnGiSgJnXr0/view?usp=sharing




რუკებზე მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება
საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისას
IX კლასში


სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლა




თემის  ხელმძღვანელი:
დიანა  ნათიძე






2018
სარჩევი

 

 

 

 

შესავალი

საქართველოს გეოგრაფია საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენასთან ერთად კანონში: „ზოგადი განათლების შესახებ’ უმნიშვნელოვანეს და პრიორიტეტულ ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინადაა აღიარებული. ეს ბუნებრივია,რადგან სწორედ საქართველოს გეოგრაფიამ მომიჯნავე საგნებთან ერთად უნდა შეასრულოს უმთავრესი როლი და უზრუნველყოს ისეთი მომავალი თაობის აღზრდა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და მზად იქნება დამოუკიდებელი მოქმედებისათვის
     მოცემული ნაშრომი წარმოადგენს ჩალაუბნის საჯარო სკოლისIX კლასში ჩატარებული კვლევის შედეგებს. საკვლევი თემის განსაზღვრის შემდეგ დავიწყე ამ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის მოძიება და განხილვა ე.ს.გ-ის მიხედვით
      საგნის სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ,საგნის სწავლების მიზნის მისაღწევად მოსწავლემ უნდა შეიძინოს ცოდნა:
·         რუკებისა და სხვა თვალსაჩინოების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები
·         განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის მისი მნიშვნელობა
·         დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები
·         დაუკავშიროს საქართველოს ძირთადი ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას
·         გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემის წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები
·         გაანალიზოს საქაეთველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები
·         გაანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით
     უნარ-ჩვევები
    საგნის საფუძვლიანი შესწავლისათვის აუცილებელია მოსწავლემ გამოიმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა:
·         გეოგრაფიული ინფორმაციის წაკითხვის, გაანალიზების, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი
·         მარტივი რუკების შექმნის უნარი
·         საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის, არგუმენტირებისა და დასკვნების გაკეთების უნარი
·         მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი
·         გარემოზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარი
·         კვლევისა და პრობლემის გააზრების უნარი
·         გეოგრაფიული საშუალებებისგამოყენებისა და შექმნის უნარი
·         სივრცეში ორიენტაციის უნარი


თავიI

საკვლევისაკითხისმიმოხილვა

1.1 მოკლეიმფორმაციაკლასისშესახებ

     გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის IX კლასში სწავლობს 10 მოსწავლე, აქედან 3 გოგონა და 7 ვაჯი,  მოსწავლეებს სწაავლა-სწავლების პროცესისათვის ნორმალური სასწავლო გარემო და პირობები აქვთ შექმნილი, კლასს 12 მასწავლებელი ასწავლის, რომელთაგან ცხრა სერთიფიცირებულია,  სკოლა უზრუნველყუფილია აუცილებელი სასწავლო გეოგრაფიული რუკებით , სხვადასხვა თვალსაჩინოებით, კლასი წარუმატებელი არაა, თუმცა აქვთ გარკვეული პრობლემები, რაც მათი სწავლის პროცესზე ახდენს გავლენას, ერთ-ერთია მოსწავლეებში გეოგრაფიულ რუკებზედამოუკიდებელი მუშაობის უნარების ნაკლებობა, ჩემი კვლევაც ამ ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზების გარკვევასა და მის გაუმჯობესებას ითვალისწინებს        

1.2 რუკებზემუშაობისუნარ-ჩვევებისნაკლებობასაქართველოსგეოგრაფიისსწავლებისასმეცხრეკლასში

საქართველოს გეოგრაფიის სასწავლო მასალა საკმაოდ რთულია,რამდენადაც ტექსთან ერთად  მოითხოვს გეოგრაფიულ საინფორმაციო საშუალებებზე: ფიზიკურ და თემატურ რუკებზე მუშაობის აუცილებლობას, რამდენადაც რუკის საშუალებით უნდა განსაზღვრონ გეოგრაფიული ობიექტების ადგილ- მდებარეობა, მათი სივრცითი განლაგება სხვა ობიექტების მიმართ, რუკა უქმნის სრულფასოვან წარმოდგენას მოსწავლეს დედამიწის ზედაპირის და მასზე არსებული ტერიტორიების შესახებ,კონტინენტების თუ ქვეყნების  სანაპირო ხაზის, რელიეფის, ჰავის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შესახებ, ადამიანის ცხოვრების პირობებისა და მისი სამეურნეო საქმიანობისა და სხვა მრავალის შესახებ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, კარტოგრაფიის საფუძვლების ცოდნა, რუკის კითხვა,  რუკაზე მუშაობის საუკეთესო უნარ-ჩვევები, მოსწავლეებს წინა კლასებიდან აქვთ გარკვეული ცოდნა გეოგრაფიულ საშუალებებთან დაკავშირებით. იცნობენ რუკას და მეტ-ნაკლებად მასზე მუშაობენ, მადრამ უჭირთ მისი შეგნებული გამოყენება, კითხვა და ინფორმაციის მოპოვება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჯერ ერთი გაკვეთილების მოსამზადებლად, შემდგომ გამოცდების ჩასაბარებლად და საერთოდ მომავალი ცსოვრებისათვის მოსამზადებლად, რამდენადაც მისი ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათვის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში, აღნიშნული პრობლემა ხელს უშლის მოსწავლეებს საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ხარისხიანად შესრულებაში
ჩემი საკვლევი საკითხიც სწორედ აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარეა , გავარკვიო თუ რა განაპირობებს ამ პრობლემის არსებობას მოსწავლეებში და ვიზრუნო მის გამოსაწორებლად, რათა მოსწავლეებმა საბოლოოდ შეიძინონ სრულყოფილად რუკების კითხვისა და გამოყენების უნარი.

1.3 პრობლემისგამომწვევისავარაუდომიზეზები

ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, ჩემი პირადი დაკვირვების შედეგად და მასწავლებელთა გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
     1.ერთ-ერთ მიზეზად  შეიძლება დასახელდეს დროის ფაქტორი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გეოგრაფიის სასკოლო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, გაკვეთილების რაოდენობა კვირაში კი მხოლოდ 2 საათია, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რუკების შესწავლას და მათზე მუშაობას საკმარისი დრო დავუთმოთ

    2.პრობლემის მიზეზად მიმაჩნია ასევე მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის უნარების ნაკლებობა,რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლეებს დაუხმარებლად, დამოუკიდებლად უჭირთ რუკის გამოყენება,რუკის კითხვა, მიცემული დავალებების შესრულება რუკის გამოყენებით, საჭირო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი

3.რუკიდან მიცემული დავალებების შესრულების სურვილიც ნაკლები აქვთ, დაბალია მოტივაცია

1.4  კვლევისმიზანი

     პროექტის მიზანია დეტალურად შევისწავლოIX  კლასში რუკაზე მუშაობასთან დაკავშირებული სირთულეები, დავსახო მისი მოგვარებისა და გადაჭრის გზები, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილად შეძლონ რუკის კითხვა და გამოყენება, გაიუმჯობესონ დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები

1.5კვლევისამოცანა

პროექტის ამოცანაა პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ინტერვენციების განხორციელება,კერძოდ:
·         გავარკვიო მოსწავლეთათვის რა ახალი ცოდნის მიღებაა საჭირო აღნიშნული უნარების გასაუმჯობესებლად
·         როგორ შევცვალო პროგრამული მასალისა და დროის განაწილება ,რომ რუკებზე მუშაობის მეტი საშუალება მქონდეს
·         კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებითგავარკვიო და გავითვალისწინო მოსწავლეთა ინრერესთა სფერო, გაკვეთილებზე მოსწავლეთათვის საინტერესო და გასაგები აქტივობების დასაგეგმად
·         სრულფასოვნად გავერკვე ინდივიდუალურად მოსწავლეთა შესაძლებლობებში, რა სახის რუკებზე შეუძლიათ მუშაობა და რომელზე უჭირთ, რომ შევარჩიო დავალებები  დაძლევადი, მოსწავლებს არ დაემართოთ იმედგაცრუება და იყვნენ მოტივირებულნი

თავიII

პრაქტიკულიკვლევისარსი

პრაქტიკული კვლევის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს გზა, თუ როგორ შევისწავლოთ გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მკვლევარსა და სკოლაში მომუშავე პირებს შორის „მკვლევარები მხოლოდ კვლევის პროცესზე პასუხისმგებელი პირები კი არ არიან , არამედ ცვლილებების პროცესის მონაწილენიც და ცვლილებებზე პასუხისმგებელნიც“(karlsen,2001),„პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის, საკვლევი საკითხის მეცნიერული შესწავლა, რომლის პროცესში ახალი ცოდნის გენერირება ხდება თანამშრომლობის საფუძველზე,საკვლევი საკითხის პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრაზე მუშაობს საკითხით დაინტერესებული ადამიანების, მკვლევარების გუნდი,რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება“ (karlsen,2001),  „პრაქტიკული კვლევა არის პროცესი, რომლის დროსაც ცვლილებების დაგეგმვაში მონაწილეობას იღებს კვლევაში ჩართული ყველა მხარე, მონაწილეობა კი უზრუნველყოფს სწავლებას, რაც თავის მხრივ უმკლავდება წინააღმდეგობებს ცვლილებების მიმართ“ (passmore 200
  გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სწავლა-სწავლების პროცესი,რომლის ხარისხიანად წარმართვა შეუძლებელია სკოლის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის გარეშე
    ამასთან , უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული კვლევა მკვლევარს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს, ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს,იზრდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტატიის ან ანალიტიკური ნაშრომის მომზადება, რომლის საშუალებითაც მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა მიღებული გამოცდილება კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიაროს
      ამრიგად სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება -- განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევარის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას, ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია (სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო 2018წ)
     მას შემდეგ, რაც დავადგინე საკვლევი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა IX კლასში საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისას რუკების გამოყენების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიებას, აუცილებელი გახდა პრაქტიკული კვლევის არსის ჩამოყალიბება. პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლქტიურ მიდგომას. თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება გარკვეული ცვლილებების  დანერგვა თანამშრომლობითი პროგრამის საშუალებით პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან, პრობლემას თვალს უსწორებენ , ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს,იღებენ გადაწყვეტილებას, გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება კვლევის პროცესში იმ ადამიანების ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი

თავი  III

3.1ლიტერატურისმიმოხილვა

პრაქტიკული კვლევა სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისა და მთლიანად სკოლის წარმატებული მუშაობის საუკეთესო საშუალებაა, ექსპერტი ლელა ჩახაია წერს (ჯურნალი მასწავლებელი 2010წ)- პრაქტიკული კვლევა კლასში მასწავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემდგომი გაანალიზების პროცესია, მის უმთავრეს მიზანს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება, მათი სოციალური და სხვა უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს, ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება , რათა ახალი სტრატეგია და მეთოდი მოსწავლეთა საჭიროებებს მოერგოს, მასწავლებლებს პრაქტიკული კვლევის საშუალებით შეუძლიათ  დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა არა, თუ გვსურს გამოვიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ეს მეთოდი შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ: გაკვეთილის განმავლობაში აქტიურობაზე დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად, ასევე შეგვიძლია მოსწავლეებს სწავლების მეთოდის შეფასებაც ვთხოვოთ
რუკა გეოგრაფიის სწავლების საფუძველია, მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლე სრულფასოვნად დაეუფლოს რუკის კითხვასა და მის გამოყენებას, რამდენადაც ის მნიშვნელოვანი ინფორმაციების წყაროა და მეტად საჭირო და აუცილებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. რუკის მნიშვნელობასა, ფუნქციასა და დანიშნულებაზე  გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე http://mastsavlebeli.ge/ წერს :
გეოგრაფიის სწავლებისას რუკა ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაჩინოებაა, მისი მეშვეობით შესაძლებელია სწრაფად მიმოვიხილოთ დედამიწაზე უკიდეგანო სივრცეები და მთლიანად დედამიწა, ამ ფაქტის თვალმიუწვდომელი სივრცის უშუალო მხედველობითი გამოსახულება, რომელიც რუკის საშუალებით იქმნება, მასზე წარმოდგენის ფორმირებაში გვეხმარება, სრულიად უიმედო საქმე იქნებოდა გვეცადა მოსწავლისათვის სწორი წარმოდგენის შექმნა კავკასიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ ამერიკის, თუ სხვა გეოგრაფიული ობიექტის, ასევე მათთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნების შესახებ როგორიცაა სანაპირო ხაზი, რელიეფი, კლიმატი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეთა საფარი და სხვა, თუ ისინი ვერ ხედავენ აღსაწერ და შესასწავლ ტერიტორიას ან ობიექტს.
      რუკის მთავარი ფუნქციაა დედამიწის ზედაპირზე გეოგრაფიული ობიექტების განლაგებისა და მდებარეობის შესახებ ცნობების ასახვა, ამ კუთხით ის შემეცნების საუკეთესო საშუალებაა,რადგან არც ერთი სხვასაშუალება- არც სიტყვა, არც სურათი და თვით ადგილმდებარეობასთან პირადი ნაცნობობაც კი არ იძლევა ნათელ, მკაფიო და ზუსტ წარმოდგენას სივრცეში ობიექტების განლაგების, მიმართულების, კონფიგურაციისა და მოხაზულობის შესახებ, ასეთი ცოდნა კი აუცილებელია ადამიანისათვის, განურჩებლად იმისა სამეურნეო საქმიანობის რომელ სფეროში მოღვაწეობს იგი, ამიტომაც აქვს რუკას დიდი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით დიდ როლს კი გეოგრაფიაში ასრულებს : იგი ყოველგვარი გეოგრაფიული კვლევის საწყისი პუნქტია, თან ახლავს მუშაობის პროცესის ყოველ ეტაპს და ამავე დროს კვლევის ერთ-ერთი შედეგიცაა, ამიტომ მას სავსებით სამართლიანად ვუწოდებთ გეოგრაფიის ალფასა და ომეგას
      რუკის მარტივი მხედველობითი აღქმაც კი გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს ობიექტების განლაგების შესახებ, რუკაზე შეიძლება თვალით შევაფასოთ გეოგრაფიული ობიექტის ფორმები, დავადგინოთ მათი ურთიერთმიმართება,განლაგება და ფართობები, გეოგრაფიის მასწავლებლები ხშირად იყენებენ რუკას ამ მიზნით, მაგალითად მოსწავლეებს სთხოვენ რუკის გამოყენებით უპასუხონ მარტივ კითხვებს გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის, მათ შორის მანძილების და სხვათა შესახებ, ასეთი ტიპის სავარჯიშოები კი მოსწავლეებს სივრცეში ორიენტირების უნარ-ჩვევებს უნვითარებს
       ამავე დროს ქალბატონი მაია აღნიშნავს,რომ რუკა სიმბოლოების ენის საშუალებით გეოგრაფიული ობიექტის მხოლოდ განლაგებას კი არ ასახავს, არამედ ახასიათებს კიდეც მასზე გამოსახულ ობიექტებს, ამასთან აჩვენებს არა მხოლოდ მათ არსებულ მდგომარეობას, არამედ მოძრაობას, განვითარებას და ცვლილებებსაც  კი, ასეთია, მაგ. ისტორიული, ზოგიერთი ეკონომიკური და სხვა თემატური რუკები, ამგვარი რუკების გამოყენებით შესაძლებელია არა მარტო  გეოგრაფიული ობიექტების შედარება,არამედ მათ შორის სივრცობრივი კავშირებისა და ურთიერთზემოქმედების დადგენაც, შედეგად მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ იმსჯელონ და დასკვნები გამოიტანონ გეოგრაფიული ობიექტების იმ თვისებების შესახებ, რომლებიც რუკებზე უშუალოდ არ არის ასახული, როგორიცაა მაგალითად კლიმატი, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეულობა, ნიადაგები, გამოთქვას ვარაუდი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შესახებ, თუმცა ნუ ვიფიქრებთ, რომ რუკა თავად გვესაუბრება ყველა თვისებებზე, იგი თავის მდიდარ შინაარსს მხოლოდ მას უმხელს ,ვისაც აქვს როგორც კარტოგრაფიული, ისე გეოგრაფიული ცოდნა და შეუძლი მისი გამოყენება, ანუ რუკის კითხვა, თვითონ რუკა, მისი სწორი წაკითხვისას წარმოადგენს  ცოდნის არა მარტო მდიდარ და მრავალფეროვან წყაროს,არამედ მოსწავლეთა გონებრივი განვითარების სტიმულატორსაც, რუკის კითხვა მოსწავლეებს ისეთ უნარებს უვითარებს, როგორიცაა ლოგიკური, დიალექტიკური აზროვნება, ობიექტებისა და მოვლენების ფართო სპექტრით აღქმა და ბოლოს რუკა გეოგრაფიაში შეგნებულად და მყარად მიღებული ცოდნის საფუძველია
       ავტორი აღნიშნავს - გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლის მიზნით სასურველია მასწავლებელმა გამოიყენოს სწავლის ისეთი ხერხები როგორიცაა რუკის ან კატოგრაფიული სქემის დახაზვა, კონტურულ რუკებზე მუშაობა და სხვა(ბლიაძე, 2015).
      „სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული ,მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყნარეობა შესწავლილი საკითხის მიმართ, რომელიც შინაგანი მოტივაციის  განმაპირობებელი ფაქტორია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. მასწავლებელმა მოსწავლეებს მოტივაცია უნდა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, მან უნდა გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო, საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს, ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ცოდნის დონისა და კონპეტენციების შესახებ, მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას,საწყის ეტაპზე სასურველია დაძლევადი დავალებების მიცემა, რაც უზრუნველყოფს წარმატების განცდას,თანდათანობითი სტიმულირება მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს, ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლემ ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ხალისიანდა აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში“ (განვითარებისა და სწავლების თეორიები.მასწ. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012წ)
    მოსწავლეების მოტივაციის ზრდისა დასწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის აუცილებელია გაკვეთილის სწორად დაგეგმვა, აქტივობების სწორად შერჩევა, რა უნდა იყოს გათვალისწინებული დავალებების შერჩევისას იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესოდ და მოსწავლეებზე ორიენტირებულად წარიმართოს,უზრუნველვყოთ მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში

რაროლსასრულებსმოტივაციასასწავლოპროცესში

   „ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული, მოსწავლეების მოტივაციის თვალსაზრისით მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია, მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატური მუშაობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას,                           მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დადგენა, განსაზღვროს იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას.შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა დამათ წარმატებაში“(ჟურნალი მასწავლებელი 2012წ).
       მოსწავლეთა მოტივაციის სტრატეგიების შერჩევისას მასწავლებელმა  უნდა გაითვალისწინოს
·         ააგოს სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით
·         შეარჩიოს ისეთი სტრატეგიაც, რომელიც მოსწავლისგან ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს. (რათა გაკვეთილის დამთავრებისას თვითოეულმა მოსწავლემ დაინახოს თავისი ნამუშევარი)
შერჩეული სტრატეგიები მრავალფეროვანი და სახალისო უნდა იყოს თითოეული მოსწავლისთვი(ჟურნალი მასწავლებელი 2012წ).




თავიIV

4.1პროექტისვადები



იანვარი

თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
     X




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
     X




ინტერვიუ მოსწავლეებთან

         X



სამიზნე ჯგუფების შერჩევა

     X




კვლევის კითხვარის შედგენა, დამუშავება
     X
          X



გამოკითხვა


         X
   X


მიღებული შედეგების ანალიზი



    X


სავარაუდო ინტერვენციების განხილვა


    X


ინტერვენციის განხორციელება



     X
      X
     X
ინტერვენციის შედეგების ანალიზი




      X
დასკვნა




      X

თავი  V

კვლევისინსტრუმენტები

5.1კვლევისსამიზნეჯგუფი

   კვლევის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია ინფორმაციის მოპოვებასხვადასხვა წყაროებიდან, საინტერესო იქნება და გასათვალისწინებელი იმ ადამიანთა ინფორმაცია, შეხედულებები, აზრები, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ და  რომელთა ინტერესშიცაა საკვლევი საკითხი - IX კლასში საქართველოს გეოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ესენი არიან :
*IX კლასის მოსწავლეები
     * IX  კლასის გეოგრაფიის მასწავლებელი                                                                                            
   *   IXკლასისისტორისმასწავლებელი
   *   კლასის დამრიგებელი

5.2. შერჩევა

კვლევაში გამოყენებული იქნება შერჩევის ორი ტიპი:
სრული შერჩევა-საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით, ვინაიდან კლასში 10 მოსწავლეა კითხვარი გათვალისწინებულ იქნა ყველა მოსწავლისთვის
მიზნობრივი შერჩევა-გამოყენებულ იქნა ინტერვიუების დროს ისტორიის მასწავლებელთან, კლასის დამრიგებელთან

5.3 მონაცემთაშეგროვება

  მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
·         ჩაღრმავებული ინტერვიუ - განხორციელდა IX კლასის  კლასის დამრიგებელთან, რამაც საშუალება მომცა  მიმეღო პასუხი კითხვებზე: რა იყო მიზეზი მოსწავლეთათვის რუკებზე მუშაობის უნარების ნაკლებობის, რატომ იკლო მოტივაციის დონემ მოსწავლეებში
·         მიზნობრივი შერჩევა განხორციელდა ისტორიის მასწავლებელთან, რადგან შესაძლებელია აღნიშნული პრობლემების გამომწვევი მიზეზები ორივე საგნისათვის საერთო იყოს
·         ფოკუს ჯგუფი-ფოკუსჯგუფების საშუალებით ჩამოვაყალიბე კითხვარი მოსწავლეებისათვის,ფოკუსჯგუფი შედგება ჯგუფის წევრებისაგან, ამ მეთოდის მიზანი იყო დამედგინა მოსწავლეთა საერთო აზრი არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით,ფოკუს ჯგუფი შედგა მშობლებთანაც ,რათა გამერკვია მათი აზრი საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებით
·         გამოკითხვა-აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა მოსწავლეთაგან მიმეღო პასუხი კითხვებზე, თუ რა განაპირობებს მათ ჩამორჩენას რუკებზე მუშაობისას, კერძოთ რა სახის დავალებები უჭირთ, რამდენად შეეფერება დავალებები მათი მომზადების დონეს და სხვა

5.4თვისებრივიკვლევა

:თვისობრივი კვლევისას გამოყენებული იქნა შემდეგი ინსტრუმენტები:
             * პირისპირ / ჩაღრმავებული ინტერვიუ
             * ფოკუს ჯგუფი
             * დაკვირვება
კვლევის პირველ ეტაპზე საკვლევი საკითხის შესწავლისათვის ჩატარდა ფოკუსჯგუფებიმოსწვლეებთან და მშობლებთან, ჩატარების ხანგრძლიობა არ აღემატებოდა 1 საათსს, მოსწავლეთათვისმომზადდა კითხვები:
  * იყენებ თუ არა სისტემატურად რუკებს გაკვეთილების მომზადებისას?
           * სთვლი თუ არა გაკვეთილში მოცემულ სასწავლო რუკას, როგორც გაკვეთილის სასწავლო
 ნაწილს? აუცილებელ საინფორმაციო საშუალებას?
           * შეგიძლია კონტურულ რუკებზე დამოუკიდებელი მუშაობა?
           * იცნობ თემატურ რუკებს? შეგიძლია მათი გამოყენება?
           * შეგიძლია რუკებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება? (წერტილის
გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა, მანძილების, ფართობების გამოთვლა,
გეოგრაფიული ობიექტების პოვნა, ჩვენება და სხვა)
 * შეგიძლია იმოგზაორო რუკით?
* რა ინფორმაცია შეგიძლია მიიღო საქართველოს ფიზიკური რუკიდან?
პოლიტიკურ - ადმინისტრაციული რუკიდან?
ფოკუსჯგუფები ჩატარება მშობლებთანაც შემდეგ საკითხებზე:
*აქვთ თუ არა ბავშვებს სახლში საჭირო თვალსაჩინოება (საქართველოს და მსოფლიოს
ფიზიკური , პოლიტიკური და სვვა სახის რუკები? საქართველოს ატლასი? 
        * იყენებს რუკებს გაკვეთილების მომზადებისას?
  * აქვს კონტურული რუკები და ასრულებს მასზე დავალებებს?
* ნახულობთ თქვენი შვილის საშინაო დავალების რვეულებს და მის ნამუშევრებს? იცნობთ მის სახელმძღვანელოს?
საინტერესო ინფორმაციას იძლევა ჩაღრმავებული ინტერვიუები როგორც მოსწავლეებთან ისე მშობლებთან, რამდენადაც ამ დროს ინდივიდუალურად შეიძლება საჭირო ინფორმაციის მიღება მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ,შესაბამისად ინტერვიუს კითხვებიც განსხვავებულია სხვადასხვა მოსწავლესა და მშობელთან , დამატებით ინფორმაციას მაწვდის კლასის დამრიგებელი, რომელიც აკვირდება მოსწავლეთა შედეგებს სხვა გაკვეთილებზედაც, უკავშირდება მშობლებს, და აკვირდება მოსწავლეთა ქმედებებს
       საინტერესოა დაკვირვების შედეგები მოსწავლეებზე, ემზადებიან თუ არა სისტემატურად გაკვეთილებისათვის იყენებენ თუ არა გაკვეთილში დართულ რუკებს, როგორ იყენებენ, შეუძლიათ თუ არა იგივეს წარმოდგენა სხვა მასშტაბის რუკებზე, თუ შეუძლიათ კონტურულ რუკებზე დამოუკიდებელი მუშაობა, როგორ ასრულებენ რუკებთან დაკავშირებულ შემაჯამებელ სამუშაოს დავალებებს და სხვა, დაკვირვების მასალები ხელს მიწყობს დავაკვირდე თითოეული მოსწავლის მუშაობას და განვითარებას

5.5რაოდენობრივიკვლევა

რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტების გამოყენება მოხდა თვისებრივი კვლევის განხორციელების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა მოსწავლეთა შედეგების- მიღებული ქულების, შემაჯამებელი დავალებების ნამუშევრების შედეგების შედარება წინანდელთან, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სხვა რისთვისაც შევადგინე როგორც ღია, ისე დახურული კითხვები, კითხვარის შევსების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 15 წთ-ს და მონაწილეობდა მთელი კლასი, ანკეტირების შედეგებმა კარგად დამანახა მოსწავლეთა პრობლემები რუკასთან მუშაობის თვალსაზრისით,  რა კუთხით შჭირდებათ მათ დახმარება და როგორ დავეხმარო ამ პრობლემის მოგვარებაში
        ღია კითხვები მოსწავლეთათვის:
 * შეგიძლია კონტურული რუკის დამოუკიდებლად შევსება, თუ იხმარ შესაბამის
რუკას?
                      * რა სახის დავალებების შესრულება გიადვილდება რუკაზე? შეგიძლია თემატურ
რუკებზე მუშაობა, მათი ანალიზი და საჭირო ინფორმაციის ამოღება?
* რამდენად გეხმარება შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას რუკა?
 * მოგწონს დავალებები რუკიდან?
*როგორ გესმის რუკისკითხვა?                                                                                                                                   
      დახურული  კითხვები:
                     * ანსხვავაებ რუკებს შინაარსის მიხედვით?
                     * შეგიძლია თემატური რუკის კითხვა- გამოყენება?
*იყენებ  საქართველოს ატლასს?
                  * შეგიძლია რუკის  გამოყენებით ნებისმიერი ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის შეფასება?
                    * შეგიძლია რუკის საშუალებით შეარჩიო მარშრუტი და იმოგზაურო?
                    * შეგიძლია შეადგინო შენი საცხოვრებელი ტერირორიის ან შენი სოფლის მარტივი გეგმა?
                    * როგორია შექმნილი სასწავლო გარემოს გავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე?
                   *მიცემული დავალება შეესაბამება თუ არა  მათი ცოდნის დონეს?
                   * მოსწავლეთათვის მისაღებია თუ არა სწავლების შეთავაზებული მეთოდები?

5.6მოსწავლეთაგამოკითხვა

გაირკვა,  რომ მოსწავლეთა მცირე ნაწილი ემზადება გაკვეთილებისათვის, დიდი დრო სჭირდებათ გაკვეთილის მოსამზადებლად,, უჭირთ გეოგრაულფიული სახელწოდებების დამახსოვრება და მითუფრო მათი რუკაზე ჩვენება, მოსწონთ კონტურულ რუკებზე მუშაობა, თუმცა სასწავლო რუკების დახმარებით, უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა, გაკვეთილების მომზადებისას ძირითადად ტექსტზე მუშაობენ, ასრულებენ  საშინაო დავალებებს, რვულებში იწერენ ნომენკლატურას, მნიშვნელოვან გეოგრ,აფიულ ინფორმაციას ,მაგრამ ნაკლებ დროს უთმობენ ამოწერილი ობიექტების რუკებზე მოძებნას, მათი მდებარეობის შეგნებულ გააზრებას სხვა ობიექტების მიმართ, გონებაში დამახსოვრებას, რის გამოც უჭირთ გამოკითხვისას რუკის გამოყენება და ჩვენება გაკვეთილში მოცემული ობიექტებისა, რაც შეფასებაზედაც აისახება, მოსწავლეები კმაყოფილნი არიან შექმნილი სასწავლო გარემოთი და სწავლა-სწავლების მეთოდებით, თუმცა თვლიან ,რომ რუკაზე სამუშაო დავალებები  რთულია და უჭირთ მათზე მუშაობა, რაც შეფასებებზეც აისახება
    შერჩევა - სრული, ვინაიდან კლასის მოსწავლეთა რაოდენობა არ არის დიდი და კლასში არსებული პრობლემა ეხება ყველა მოსწავლეს, კლასში 10 მოსწავლეა და კითხვარი ყველამ შეავსო
მოსწავლეთა  აზრით ამ პრობლემის მიზეზი ისაა,რომ:
       *საკმარისად ვერ მეცადინეობენ რუკებზე, რადგან რთულია და დიდი დრო სჭირდება
      *არა აქვთ დამოუკიდებლად მუშაობისათვის საკმარისი უნარ-ჩვევები
      *დაბალია მოტივაცია

5.7მშობლებთანგამოკითხვა

შერჩევა -სრული
გაირკვა, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ  შვილებმა  რუკა კარგად იცოდნენ, სახლში შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი ყავთ რუკებით, თუმცა საქართველოს ატლასი სამწუხაროდ ყველამ ვერ შეიძინა, რომელშიც საქართველოს ყველა საჭირო რუკის ნაკრებია, სახელმძღვანელოშიც ყველა გაკვეთილს თან ერთვის საჭირო აუცილებელი რუკები, მაგრამ იმდენადწვრილმასშტაბიანია და წარწერებიც ნაკლებ თვალსაჩინო, რომ მასზე მუშაობა ჭირს, სკოლას კი დიდი ფორმატის, უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკები არა აქვს, რომლებიც სამწუხაროდ არც იშოვება,მშობლები ამბობენ,რომგეოგრაფია უყვართ ბავშვებს, მაგრამ რუკაზე მეცადინეობას თავს არიდებენ, უჭირთ, არასაკმარისად მეცადინეობენ და მცირედით კმაყოფილდებიან,რის გამოც ინტერესიც დაკარგეს, სამაგიეროდ კი გაცელქდნენ, მთხოვეს ხშირად მემუშავა კომპიუტერის დახმარებით, რადგან ძალიან უყვართ და კარგადაც ერკვევიან, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 8 მშობელმა
          მშობელთა აზრით:
     * რუკებზე მუშაობა რთულია და მეტ ნებისყოფას და შრომას მოითხოვს
    * ნაკლებად ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში
    * მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ასაკობრივი პრობლემებიც

5.8ჩაღრმავებულიინტერვიუისტორიისმასწავლებელთან

(მიზნობრივი შერჩევა)
   ჩაღრმავებული ინტერვიუსთვის მიზნობრივად შევარჩიე ისტორიის მასწავლებელი , რომელიც ჩვენი,საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრი, ამ კლასის მასწავლებელი და ამავე დროს მშობელიცაა, ამდენად კარგად იცის შვილისაც და კლასის პრობლემებიც, მისი გოგონა კარგი მოსწავლეა, ბეჯითი, პასუხისმგებელი, თუმცა რუკასთან მუშაობა მასაც უჭირს, მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ისტორიაშიც  აწუხებს ეს პრობლემა, მირჩევს ხშირად ვამუშაო მოსწავლეები კომპიუტერთან, მივცე დავალებები თავად მოიძიონ სხვადასხვა ინფორმაცია გაკვეთილისათვის, რადგან სახლში ყველას აქვს ამის შესაძლებლობა, ამბობს,რომმოსწავლეებს ეს უყვართ და დააინტერესებთ



5.9რაოდენობრივიკვლევისშედეგები

  რაოდენობრივი  კვლევა დაიგეგმა თვისობრივი კვლევის შედეგების გათვალიწინებით, ფოკუსჯგუფების შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე კითხვარი, კითხვებში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, კვლევის შედეგები  წარმოდგენილია პროცენტების სახით, დიაგრამების საშუალები.

დიაგრამა 1 . რამდენად ანსხვავებენ მოსწავლეები რუკებს შინაარსის მიხედვით
დიაგრამა გვიჩვენებს მოსწავლეების მონაცემებს კითხვაზე, თუ რამდენად ანსხვავებენ ისინი რუკებს შინაარსის მიხედვით. გამოკითხული მოსწავლეების 40%  ანსხვავებს რუკებს, 20% ნაწილობრივ, ხოლო 40%  ვერ ანსხვავებს რუკებს შინაარსის მიხედვით.



დიაგრამა 2 . რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს თემატური რუკების კითხვა-გამოყენება
დიაგრამა გვიჩვენებს, რომ გამოკითხული მოსწავლეების 30% ს შეუძლია თემატური რუკების კითხვა გამოყენება, 30% -ს ნაწილობრივ შეუძლია, ხოლო გამოკითხული მოსწავლეების 40%-ს არ შეუძლია თემატური რუკების კითხვა-გამოყენება.




დიაგრამა 3 . რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს რუკის გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის შეფასება.
დიაგრამის მიხედვით, გამოკითხული მოსწავლეების  მხოლოდ 10%-ს შეუძლია რუკის გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის შეფასება, მოსწავლეთა  40% -ს ნაწილობრივ, ხოლო 50%-ს არ შეუძლია რუკის გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის შეფასება.


დიაგრამა  4 .  შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს რუკის გამოყენებით შეადგინონ მარშუტი და იმოგზაურონ.
დიაგრამა გვიჩვენებს , რომ  გამოკითხული მოსწავლეების  60%- არ შეუძლია, ხოლო 40%-ს შეუძლია რუკის გამოყენებით სამოგზაურო მარშუტის შედგენა და მოგზაურობა

დიაგრამა 5 . შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ტერიტორიის მარტივი გეგმის შედგენა
დიაგრამის მიხედვით გამოკითხული მოსწავლეების 20% ს  შეუძია ტერიტორიის მარტივი გეგმის შედგენა ხოლო 80 % -ს არ შეუძლია.

5.10გამოკითხვისშედეგებისანალიზი

კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებისა და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნათელი გახდა,  რომ საკვლევ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები თითქმის მსგავსია, რომელთაგანაც გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
·         რუკებზედამოუკიდებელი მუშაობის უნარ- ჩვევების ნაკლებობა
მოსწავლეებს უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა რუკებზე, რუკის კითხვა - გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის,ურთიერთმიმართებისა და განლაგების განსაზღვრა, რუკაზე გამოსახული ობიექტების დახასიათება,მათი არსებული მდგომარეობის, მოძრაობის, განვითარების და ცვლილებების გარკვევა, განსაკუთრებით კი უჭირთ გეოგრაფიული ობიექტების იმთვისებების შესახებ მსჯელობა, რომლებიც რუკებზე უშუალოდ არ არის ასახული როგორიცაა მაგალითად კლიმატი, რელიეფი,ჰიდროგრაფიული ქსელი ,ნიადაგები,გამოთქვას ვარაუდი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შესახებ და სხვა  უჭირთ მასშტაბის გამოყენება გაზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად, კონტურულ რუკებზე დამოუკიდებელი მუშაობა, ვერ ახერხებენ სხვადასხვა ინფორმაციის მიღებას რუკიდან და მის გაანალიზებას, განსაკუთრებით უჭირთ თავისით მცირე,მარტივი რუკების შექმნა,
       *თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე
დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, კომპიუტერით უამრავი ინფორმაციის მოძიება, მრავალფეროვანი რუკების დათვალიერება და მათზე მუშაობაა შესაძლებელი, მაგრამ ხშირად მათი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან სკოლის ერთი კაბინეტი ყველას ვერ აკმაყოფილებს, სამაგიეროდ ახლა შეიძინა სკოლამ პროექტორი დიდი ეკრანით, რომლითაც შესაძლებელი იქნება სახელმძღვანელოს რუკების თვალსაშინო წარმოდგენა

·         მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია
რუკებზე მუშაობის არასაკმარისი უნარ - ჩვევები, მიცემული დავალებების შესრულების დაბალი დონე, ის, რომ მოსწავლეები შემაჯამებელი სამუშაუების შესრულებისას რუკებთან დაკავშირებულ დავალებებს თავს ვერ ართმევენ და ღებულობენ დაბალ შეფასებებს და სხვა უკარგავს მოსწავლეებს სწავლის სურვილს და ინტერესს,რაც თავისთავად სხვა, ახალი პრობლემოს წყაროა



თავი VI

ინტერვენციისდაგეგმვადააღწერა

ფოკუსჯგუფების,ინტერვიუებისა და ანკეტირების შედეგად გამოვლენილი ტენდენციების შესაბამისად   გადავწყვიტე ინტერვენციის დაგეგმვა, გავითვალისწინე, რომ ინტერვენციები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. სასწავლო  პროცესში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ორიენტირებული ყოფილიყო მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებასა და რუკებზე მუშაობის  უნარ - ჩვევების გაუმჯობესებაზე
 ინტერვენცია დაიგეგმა სამი მიმართულებით:
1.      რუკებზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარ -ჩვევების გაუმჯობესება

2.      გაკვეთილებისგამრავალფეროვნება და სასწავლო წამახალისებელი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით

3.      თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება

 

6.1პირველიინტერვენცია

      ინტერვენციის განსახორციებლად მოვახდინე გაკვეთილების დაგეგმვა მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი მიდგომებითა და მეთოდებით, ახალი მასალის შესწავლისათვისშევიმუშავე ისეთი პრაქტიკული დავალებები მოსწავლეთათვის, როგორიცაა
·         რუკებზე მონიშნული ობიექტების მოძებნა და აღნიშვნა (იხ.დანართი 1)
·         კონტურულ რუკებზე მუშაობა
·         რუკების გამოყენებით კონკრეტული გაზომვითი სამუშაოების ჩატარება სხვადასხვა მასშტაბის რუკებზე  და შედარება
·         თემატური რუკების ანალიზი და პრეზენტაცია
·          ჯგუფური მუშაობები
ამასთან,გავითვალისწინე რა, რომ მოსწავლეები უფრო ადვილად სწავლობენ და იმახსოვრებენ,როცა უშუალოდ თვითონ არიან ჩართულნისამუშაო პროცესში, შევიმუშავე გაკვეთილები, როცა მასალის შესწავლა მოხდებოდა კეთებით სწავლების  საშუალებით რისთვისაც მოსწავლეებს მოუხდებოდათ ისეთი დავალებების შესრულება  როგორიცაა:
·          სამხარეო რუკების მომზადება-შექმნა საკუთარი ხელით დიდ ფორმატზე , მსხვილ მასშტაბში (იხ. დანართი2)
·          საქართველოს მხარეების და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ასაწყობი ფაზლების მომზადება,
·          მარშრუტების შედგენა და მოგზაურობა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ რუკის საშუალებით
·           ჯგუფებში სამუშაოდ, გეოგრაფიული თამაშებისათვის ჩამოსარიგებელიმასალის მომზადება-კომპიუტერიდან ამოებეჭდათ და ამოეჭრათ გეოგრაფიული ობიექტების: მთების, ვაკეების, ზეგნების, ქვაბულების, მდინარეების,ტბების,  მწვერვალების, უღელტეხილების და სხვა გეოგრაფიული ობიექტები სახელწოდებები
      გაკვეთილები აღნიშნული აქტივობებით მიმდინარეობდა სამი თვის -  მარტი, აპრილი და  მაისის განმავლობაში

6.2მეორეინტერვენცია

    მეორე ინტერვენცია მიმართული იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისაკენ, რისთვისაც დავგეგმე გაკვეთილები მრავალფეროვანი და კიდევ უფრო საინტერესო აქტივობებით, როგორიცა:
·         გაკვეთილი მოგზაურობა (აქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ რუკის საშუალებით)
·         გაკვეთილიაუქციონი გათვალისწინებული თემასთან ვაჭრობა, მომზადებულია პატარა ყუთებით  ფერად-ფერადი კანფეტები ჯგუფებისათვის, როგორც რეცურსები, მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ თავისი მხარის რესურსები;  რა აქვთ და რა არა, ივაჭრონ -გაცვალონ კანფეტები (რსურსები) რათა თავის მხარეს ყველა საჭირო რესურსი მოუპოვონ, მოსწავლეებს ახალისებს თამაშით სწავლება და მითუმეტეს გემრიელი კანფეტები
·         გეოგრაფიული თამაშები,როდესაც ჯგუფებს ეძლევათ დასამუშავებლად საქარველოს ერთ-ერთი მხარე შერჩევით და ურიგდებათ  წინასწარ მათივე მომზადებული  მასალა - მუყაოს პატარა ნაჭრები გეოგრაფიული ობიექტების წარწერებით, საიდანაც მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონამ მხარეში არსებული ობიექტები
·         პროექტებზე მუშაობა ამ მიზნით დაიგეგმა „ჩემი სოფელი-ჩალაუბანი“-ს  შესწავლა  მისი დასახლების ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნების, მოსახლეობისა და სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით


6.3მესამეინტერვენცია

მესამე ინტერვენცია მოსწავლეებში რუკებზე მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად თანამედროვე ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებას ითვალისწინებდა ამ მიზნით გავითვალისწინე სკოლის შესაძლებლობები და დავგეგმე გაკვეთილები ისე , რომ პროექტორისა და კომპიუტერების  მაქსიმალურად გამოყენების საშუალება მქონოდა, რათა
        *    სახელმძღვანელოში მოცემული და სხვა თვალსაჩინო მასალა დიდ ფორმატზე წარმომედგინა და მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გამეხადა
   *გაკვეთილებისთემასთან დაკავშირებით - ინტერნეტიდანსხვადასხვასაიტებისადა პროგრამების გამოყენებით, რომლებიც აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეებმა იციან, დავგეგმე მოსწავლეთათვის დავალებები -თემის  შესაბამისი რუკების შედგენა ან მიცემული რუკის (საქართველოს ნიადაგების, გეოლოგიური, კლიმატური, დაცული ტერიტორიებისდა სხვა) ანალიზი
  ინტერვენციები დაიგეგმა სამი თვის - მარტი, აპრილი და მაისის  განმავლობაში, გაკვეთილები განსაზღვრული აქტივობებით ტარდებოდა შერჩევით თემატიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით


6.4 ინტერვენციისშედეგები

·          პირველი ინტერვენცია საინტერესო და შედეგიანი იყო მოსწავლეთათვის,მათჩატარებულ გაკვეთილებზე ახალი მასალის შესწავლის მიზნით წარმატებით შეასრულეს დავალებები:
კონტურულ რუკებზე ციფრებით მონიშნული ობიექტების ამოცნობა-ამოწერა
კონტურულ რუკებზე მუშაობა-შევსება, თუმცა ჯერკიდევ მაინც ატლასების დახმარებით
 შეასრულეს გაზომვითი სამუშაოები პუნქტებს შორის მანძილების გამოთვლისა და მხარეების ფართობების გაანგარიშებაზე, რასაც ხალისით და ინტერესით ასრულებდნენ
მათ მიერმომზადებული მასალებით მოეწყო ჯგუფური მუშაობები,ჩამოსარიგებელი მასალა- მუყაოსპატარა ფურცლები-გეოგრაფიული ობიექტების წარწერებით  განალაგონ და შეუსაბამონ შერჩეულ საქართველოს მხარეს, ხალისით შეასრულეს, მოაწყეს ნამუშევრების პრეზენტაციები
მოსწავლეებმა აღნიშნული დავალებების შესრულებით, რუკებზე მუშაობის კარგი პრაქტიკა მიიღეს და დამოუკიდებელი მუშაობის კარგი შესაძლებლობებიც გამოამჯღავნეს.
·         მეორე ინტერვენცია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისკენ იყო მიმართული და დასახული ღონისძიებები სრულიად მოერგო მიზანს,  მოსწავლეებმა დიდი ფორმატის ფურცლებზე  სახელმძღვანელოსა და ატლასში მოცემული რუკების გამოყენებით შეადგინეს საკუთარი შერჩევით საქართველოს სამხარეორუკები, დავალება ადვილი არ იყო, მიუხედავად ამისა მათ დიდი მონდომებით და დაკვირვებით იმუშავეს, განსაზღვრეს ახალი  რუკების მასშტაბებიც შეძლებისდაგვარად,რა თქმაუნდა მეტ -ნაკლები სიზუსტითა და ხარისხით, მაგრამ მოტივაცია ნამდვილად ყველას გაუჩნდა, გამოიკვეთა 2-3 საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც რესურსადაც შემიძლია გამოვიყენო და გამოვფინე გეოგრაფიის კაბინეტში,  რამაც  მოსწავლეები კიდევ უფრო წაახალისა, გარდა ამისა მოსწავლეები  გავაფრთხილე, რომ აღნიშნული სამუშაო რუკებზე იქნებოდა ამავე დროს ბოლო შემაჯამებელი სამუშაო, რამაც პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზარდა, მოსწავლეებმა შედეგად გაიუმჯობესეს შედეგები, მიიღეს წინა შემაჯამებელ სამუშაოებთან შედარებით მაღალი ქულები, ორი მოსწავლის ნამუშევარი შეფასდა 10 ქულით, მაშინ როცა წინა შემაჯამებლებში ასეთი შეფასეფა არ ჰქონიათ, შეფასდა ნამუშევრები 9, 8, 7და 6 ქულებით, ყველა შეფასდა დადებითად, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ვერ იმუშავა სათანადოდ, რომელმაც წინა 9 -იანების შემდეგ მიღო - 8 ქულა.
ინტერესით შეარჩიეს მარშრუტები და იმოგზაურეს სხვადასხვა მიმართულებით რუკის  საშუალებით,
მოამზადეს ჩამოსარიგებელი მასალა ჯგუფებისათვის, რისთვისაც მოუხდად მთელი ნომენკლატურის ამოწერა რუკიდან, თუ სახელმძვანელოდან,თუმცა დავალებას ხალისით და დაუზარებლად ასრულებდნენ.
მეტად საინტერესო იყო გაკვეთილი აუქციონი, რომელიც ჩატარდა ვაჭრობის თემასთან დაკავშირებით, გამოვიყენე ფერად-ფერადი კანფეტები, როგორც რესურსები, გაიმართა ვაჭრობა-გაცვლა რესურსების(კანფეტების)  მხარეებს შორის , რათა ყველა მხარეს მისთვის საჭირო რესურსი მოეპოვებინა, ინტერესითა და ხალისით  განიხილეს შედეგები გემრიელი კანფეტების მოლოდინში დარისი ემოციებიც ნამდვილად ვერ დაფარეს,
 კარგი შედეგები მოგვცა პროექტზე  „ჩემი სოფელი- ჩალაუბანი“-ზე მუშაობამ ,მოსწავლეებმა გაინაწილეს და შეისწავლეს სოფლის დასახლების ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება, მოსახლეობა,  მეურნეობა-მოსახლეობის საქმიანობა და სხვა, რისთვისაც მოიძიეს მნიშვნელოვანი მასალები სხვადასხვა წყაროებიდან, უხუცესთა გამოკითხვის მასალები და სხვა,

·         მესამე ინტერვენცია,რომელიც გულისხმობდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას რუკებზე მუშაობის პროცესში, ასევე ძალზე საინტერესო გამოდგა მოსწავლეთათვის,მათ მოიძიეს და თავადაც შეადგინეს კომპიუტერული პროგრამების დახმარებით განსხვავებული შინაარსის რუკები, მაგრამ კომპიუტერების სიმცირის გამო ყველა მოსწავლეს არ შეეძლო დამოუკიდებელი მუშაობა, 2-3 ბავშვი იჯდა ერთ კომპიუტერთან, რაც აფერხებდა მუშაობას,მაგრამ სახლში მიცემულ დავალებებს შეექმნათ სხვადასხვა შინაარსის რუკები სიამოვნებით ასრულებდნენ

6.5ინტერვენციისშეფასება

ინტერვენციის შედეგების შესამოწმებლად გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუ კლასის დამრიგებელთან, ფოკუსჯგუფები მოსწავლეებთან და მშობლებთან

  ინტერვენციის შეფასება - ინტერვიუ კლასის დამრიგებელთან

      კლასის დამრიგებელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები კმაყოფილები არიან გაწეული მუშაობით,  დაინტერესდნენ და მოსწონთ რუკებზე მუშაობა, ამბობენ, რომ სახალისოა, თუმცა განსხვავებული უნარების ბავშვები არიან  ზოგს კარგად გამოსდის და ზოგს არა განსაკუთრებით,როცა საქმე მათ მიერ რუკების  შედგენას ეხება,თუმცა დიდი მონდომებით კი ცდილობდნენ და მუშაობდნენ, მოსწავლეებზე აშკარად დადებითად აისახა სამუშაო პროცესი, მათ გაიღრმავეს ცოდნა და გაიუმჯობესეს რუკებზე  მუშაობის უნარები

ინტერვენციის შეფასება - მოსწავლეთა ფოკუს ჯგუფი

 მოსწავლეები კმაყოფილნი არიან ინტერვენციის შედეგებით, მათი აზრით ახლებური გაკვეთილები ძალიან საინტერესოა და შინაარსიანი, რუკებზე მუშაობის კარგი გამოცდილება მიიღეს, განსაკუთრებით დაეხმარათ კეთებით სწავლება, როცა უშუალოდ თვითონ არიან შემოქმედნი, ადგენენ რუკებსა და სხვა თვალსაჩინოებებს, ძალაუნებურად სჭირდებათ მეტი ყურადღება და დაკვირვება, რაც აჩვევთ რუკებთან მუშაობას, გაუადვილდათ შემაჯამებელი სამუშაოების შესრულებაც და შედეგებიც გაიუმჯობესეს, ადრინდელთან  შედარებით მეტი ინტერესით მუშაობენ რუკებზე და ხარისხიანადაც

  ინტერვენციის შეფასება - მშობელთა ფოკუს ჯგუფი

მშობლებმა აღნიშნეს, რომ ჩატარებულმა ინტერვენციებმა ნამდვილად შედეგი გამოიღო, მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან გაკვეთლებით და დიდი მონდომებით მუშაობენ, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებსაც კი უწვალიათ და უმუშავიათ შეძლებისდაგვარად, ასეთი დავალებები მომავალშიც დიდად დაეხმარებათ რუკების უკეთ შესწავლასა და გამოყენებაში

თავი  VII

7.1   მიგნებებიდარეკომენდაციები

     დაკვირვებებმა. ჩატარებულმა სამუშაოებმა მიჩვენა, რომ
·         რუკებზე მუშაობისას მოსწავლეებს უჭირთ რუკის კითხვა და მასთან დაკავშირებული დავალებების დამოუკიდებლად შესრულება,რაც გამოვლინდა შემაჯამებელი დავალებების ანალიზისას, ეს პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ სწავლებისას ნაკლები დრო ეთმობა რუკებზე პრაქტიკულ მუშაობას
·          მოსწავლეებისთვის რთულია რუკის კიღხვა და გაანალიზება, რის გამოც  სახლში ამ მიმართულებით ნაკლებს მუშაობენ
        ინტერვენციების განხორციელების შედეგად აშკარა გახდა , რომ გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი რუკისადმი, უკეთ გაერკვნენ მის არსსა და გამოყენებაში, აკადემიურად სუსტი მოსწავლეებიც დიდი მონდომებით მუშაობდნენ, თავად შექმნეს დიდ ფორმატებზე საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციული და ფიზიკური რუკები, თუმცა მეტ-ნაკლები შეცდომებით რათქმაუნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი და ჩემთვის საინტერესო, რაც მოულოდნელი იყო და ძალიან გამაკვირვა ის იყო, რომ სამუშაო პროცესში მოსწავლეებმა სრულიად განსხვავებული უნარები გამოამჯღავნეს, მოსწავლეები რომლებიც აქამდე აკადემიურად სუსტებად მიმაჩნდნენ, არ მეცადინეობდნენ და გაკვეთილებზედაც უგულისყუროდ ისხდნენ მიცემული დავალებები სწრაფად და მოხერხებულად შეასრულეს, თუმცა დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა შეცდომებში დასარწმუნებლად, რათა ხელახლა მიბრუნებოდნენ სამუშაოს,ზოგიერთი ის მოსწავლე კი, რომელიც ბეჯითობით გამოირჩევა და სისტემატურადაც ემზადება გაკვეთილებისათვის პრაქტიკული დავალებების შესრულებისას ჩამორჩა. აღნიშნულმა გარემოებებმა ნათლად დამანახა მოსწავლეთა ინგივიდუალური შესაძლებლობები, ვის რა მიმართულებით სჭირდება დახმარება უკეთესი შედეგების მისაღწევად, გამოიკვეთა კარგი ნამუშევრებიც, რომლებიც მომავალში რესურსებადაც შეიძლება გამოვიყენო,მოსწავლეები სამუშაო პროცესში კარგად გაერკვნენ:
* რუკის აუცილებელ აღნიშვნებსა და პირობით ნიშნებში, რომელსაც ადრე ყურადღებასაც არ აქცევდნენ,
* მასშტაბის გამოყენებაში, რამაც საშუალება მისცათ განესაზღვრათ მანძილები საქართველოს ობიექტებს შორის სხვადასხვა მასშტაბის რუკებზე და შეედარებინათ ისინი,
*ტექნოლოგიების გამოყენებამ საშუალება მისცათ დაეთვალიერებინათ და გაეანალიზებინათ მრავალფეროვანი თემატური  რუკები
      კვლევამ გვიჩვენა და დაგვანახა, რომ რუკის კითხვა, მასზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთათვის ადვილი არ არის, მასაწავლებელს ამ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი შრომა და გამოცდილება სჭიედება,რისთვისაც  სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისათვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს :
   *   გაკვეთილების დაგეგმვა მოახდინოს რუკებზე სამუშაოდ სახალისო და საინტერესო აქტივობებით, პრაქტიკული სამუშაოებით
  *გაკვეთილების დაგეგმვისას მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები
   *  საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიე
 *საგაკვეთილო პროცესი გახადოს უფრო მრავალფეროვანი სხვსდსასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური აქტივობების გამოყენებით
     * მეტი  დრო დაეთმოს გაკვეთილებზე რუკებზე მუშაობას
    * ჯგუფური პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება „კეთებით სწავლებაზე"

  *   შემაჯამებელი დავალებების შედგენისას აუცილებელია რუკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დავალებების შეტანა, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სრულად გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები
      რუკასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები ყველა სკოლასა და ყველა მასწავლებელს აწუხებს, ამდენად ვფიქრობ აღნიშნული რეკომენდაციები ბევრ მასწავლებელს გამოადგება სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად


რეფლექსია


      2017-2018 სასწავლო წელს ჩავატარე კვლევა თემაზე: „ რუკაზე მუშაობის უნარ - ჩვევების გაუმჯებესება საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისას IX კლასში“,  კვლევის დასრულების შემდეგ მოვახდინე კვლევის ანგარიშის გაცნობა კოლეგებთან პრეზენტაციის სახით, მათ ავუხსენი, რომ საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისას IX კლასში აშკარად გამოიკვეთა მოსწავლეებში  რუკებზე მუშაობის უნარ - ჩვევების ნაკლებობა, რის გამოც მათ უჭირდათ რუკის კითხვა, მიცემული დავალებების შესრულება რუკის გამოყენებით, საჭირო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, დაბალი  იყო მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი და სხვა, გავაცანი კვლევის მიზანი, რაც ითვალისწინებდა რუკაზე მუშაობასთან დაკავშირებული სირთულეების დეტალურ შესწავლას, მისი მოგვარებისა და გადაჭრის გზების დაგეგმვა - განხორციელებას, დამოუკიდებელი მუშაობის  უნარ- ჩვევების გაუმჯობესებას, ვესაუბრე დაგეგმილ ინტერვენციებსა და მათ დადებით შედეგებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს რუკებზე მუშაობა, წარმატებით შეასრულეს დავალებები რუკის გამოყენებით, შეადგინეს მარტივი რუკები, რითაც რუკებზე მუშაობის კარგი პრაქტიკა მიიღეს და დამოუკიდებელი მუშაობის კარგი შესაძლებლობებიც გამოამჟღავნეს, ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია გაკვეთილებზე.
         პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი კათედრის წევრები, მასწავლებლები, რომლებიც ამავე დროს IX კლასის მშობლებიც არიან, ისინი შვილებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი მთელი კვლევის პროცესში, ღებულობდნენ მონაწილეობას გამოკითხვებში, ამდენად ნათელი წარმოდგენა ჰქონდათ მთელ სამუშაო პროცესზე, მათ დადებითად შეაფასეს კვლევის შედეგები და გამოთქვეს მოსაზრება, რომ კვლევის დაგეგმილი ინტერვენციები მისაღებია მათთვისაც და ყველა იმ მასწავლებლებისთვისაც, ვისაც რუკებთან მუშაობა უხდება, მოგვცეს რეკომენდაცია გაგვეზარდა მუშაობა გამოცდილების   გაზიარების კუთხით.
          მე და დამსწრე პედაგოგებმა გამოვთქვით საერთო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებლებმა უფრო ხშირად მოვახდინოთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება (ურთიერთთანამშრომლობა), რათა დროულად მოვახდინოთ იმ პრობლემებისა და სირთულეების გამოვლენა და დაძლევა, რომლებიც რუკებთან მუშაობისას იჩენს თავს და რაც უზრუნველყობს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მიღწევებს.








გამოყენებულილიტერატურა    


1.სასწავლო გეგმებისა დაშეფასების ცენტრი.  ეროვნული სასწავლო გეგმა
   თბილისი  2009
2.დავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი, სიმონ ჯანაშია-
   სამოქალაქო კვლევის სახელმძღვანელო.წიგნი I . თბილისი 2018
  სამოქალაქო კვლევის სახელმძღვანელო.წიგნი II. თბილისი 2018
3.მ. ბლიაძე, გ.ჭანტურია, დ.კერესელიძე - მასწავლებლის წიგნი გეოგრაფია 9
თბილისი2012
4.ლელა ჩახაია - პრაქტიკული კვლევა. ჯურნალი მასწავლებელი  თბილისი  2010
5 . ბლიაძე, მაია. 2015. რუკის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებისას. ინტერნეტ გაზეთი: maststavlebeli.ge    http://mastsavlebeli.ge/?p=962  ნანახია (20.10.2017)










დანართები


დანართი 1 .

1.     კონტურულ რუკაზე ნომრებით მონიშნულ ობიექტებს მიუწერე სახელწოდებები


2.     საქართველოს ფიზიკური რუკის გამოყენებით მოცემული გეოგრაფიული ობიექტები დაალადეზ.დ.-დან სიმაღლის მიხედვით


3.      გამოთვალე მანძილები მოცემულ ქალაქებს შორის : თბილისი - ქუთაისი,  ფოთი - მესტია,  გურჯაანი - მცხეთა,  გამოთვლები აწარმოე საქართველოს ფიზიკური რუკისა და ატლასის რუკების გამოყენებით, შედეგები შეადარე

4.     ფაზლების საშუალებით ააწყე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების და საქართველოს მხარეების რუკები



5.     ამოირჩიე მარშრუტი და იმოგზაურე საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს და მსოფლიოს რუკების გამოყენებით

 

 

 

დანართი 2














Комментариев нет:

Отправить комментарий

სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმა

  სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის           სტრატეგიის დოკუმენტი                                 ...