სკოლა
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის
საჯარო სკოლა
|
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
|
ჩალაუბნის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი მზია
სეფიაშვილი
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
პროექტში მონაწილეობენ:
|
IX
კლასის მოსწავლეები
|
პროექტის სახელწოდება
|
,,პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული პიროვნების
ჩამოყალიბებაზე’’
|
განხორციელების ჩარჩო
|
4 კვირა პროექტზე სამუშაოდ :3 სამუშაო და
1 შესაჯამებელი
კვირა საბოლოო პერიოდისთვის
|
პროექტის
იდეა
|
მოსწვლეებმა შეისწავლეს ი. ჭავჭვაძის ნაწარმოები ,,სარჩობელაზედ“,ნაწარმოების
ფინალმა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გამოიწვია რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინაა.სწორედ ამიტომ
მიზნად დაისახეს ავტორის მიერ სამსჯელოდ
გამოტანილ კითხვას ( ,,მართლაც და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში იყო?!“) გასცენ პასუხი.
გარდა ამისა
, გაუჩნდათ სურვილი გამოეკვლიათ :
1)
საზოგადოება
,სადაც მათ უწევთ ტრიალი, რამდენად იცავენ საზოგადოებრივ წესებს და რა რეაქცია
აქვთ როდესავ სხვის დანაშაულს ხედავენ;
2)
რამდენად არის საჭირო
საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა;
3)
რატომ არის საჭირო საზოგადოებრივი
დ წესების (კონსტიტუციის გათვალისწინებით) დაცვა;
ამ კითხვებზე
პასუხის გასაცემად შევთავაზე მათ პროექტის განხორციელება.
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას
|
ქართ.IX.1. მოსწავლეს
შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
·
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის
მოსაზრებას;
·
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·
ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.
მიმართულება: კითხვა
ქართ.IX. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული
და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და
მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
ქართ. . IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და
აუდიტორიასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების
ხერხებზე;
ქართ. IX. . 7 . მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ
გარემოს;
მიმართულება: წერა
ქართ. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს
საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების
მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს,
ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
·
სამოქ.გან-ბა
IX. 9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობებიდაპასუხისმგებლობები.
|
პროექტის
აქტუალურობა
|
ილიას
მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“ მიუხედავად იმისა,რომ მცირე მოცულობისაა მრავალ პრობლემას მოიცავს და მრავალი პრობლემური
საკითხია წინა პლანზე გამოტანილი : ადამიანთა სისასტიკე, გულგრილობა, ინდივიდისა
და
საზოგადოების დაპირისპირება და პიროვნების რთული ბედისწერა
რეალობაში,სადაც არავის სურს მისი გაგება.
ნაწარმოებში ადამიანის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ
მიმართული პროცესია ასახული.
საბედნიეროდ
სასჯელის ეს უკიდურესი ფორმა დღეს საქართველოში აღარ არსებობს (კანონმდებლობით გაუქმებულია).მიუხედავად
ამისა, ნაწარმოებში წარმოდგენილი თემა აქტუალურია
და საუკუნოვან პრობლემას წარმოადგენს .
პიროვნებისა და საზოგადოების გულგრილობას სავალალო
შედეგი მოაქვს.უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც გულგრილია სხვისი უბედურების დანახვისას.
სხვისი ჭირი
არ მიაჩნიათ საკუთარ ჭირად და დავიწყებული აქვთ ურთიერთ კავშირი.
მოთხრობის წაკითხვის შემდეგ გაჩნდა კითხვები :
რას წარმოადგენს საზოგადოება?
შეუძლია თუ არა საზოგადოებას ზემოქმედება მოახდინოს
პიროვნებაზე და მის ზნეობრივ ფორმირებაზე იქონიოს
გავლენა?
პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება პიროვნების ჩამოყალიბებაზე?
რატომ ხდება მოზარდი დამნაშავე?
|
პროექტის მიზანი
|
·
მოსწავლეებმა მოიძიონ და გააანალიზონ ინფორმაცია სხვადასხვა ტექსტებში;
·
შეაგროვონ ინფორმაცია და იმსჯელონ
პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთ დამოკიდებულებაზე;
·
მოსწავლეებმა გააცნობიერონ პრობლემის არსი;
·
ჩაატარონ კვლევა ,თანატოლთა აზრით, ყველაზე საინტერესო მონაცემები წარმოადგინონ
პრეზენტაციის სახით.
რის საფუძველზეც განუვითარდებათკრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის
გზები. ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება .პრობლემის გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხის გასაცემად კომუნიკაცია და თანამშრომლობა. პასუხისმგებლობის
გაზიარება მუშაობის პროცესში
|
პროექტის
მსვლელობა
( ძირითადი
აქტივობები)
|
v
პროექტის იდეის გაცნობა
v
მოსწავლეების მიერ პროექტთან დაკავშირებული აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება.
v
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება: ფუნქციების განაწილება, კონკრეტული დავალებების მიცემა.
მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ილია ჭავჭვაძის მოთხრობას ,,სარჩობელაზედ“, მოიხილავენ იმ დროინდელ ეპოქას ,ჩაატარებენ
სოციოლოგიურ გამოკვლევას (კვლევას ჩაატარებენ იმ საზოგადოებაში, ვისთანაც ხშირად
უწევთ ურთირთობა)
თემაზე:,,პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება პიროვნების
ჩამოყალიბებაზე’’,დაწერენ ესეს,შეიმუშავებენ ზნეობრივ კოდექსს.აუდიტორიის წინაშე
წარმოადგენენ შესრულებული აქტივობის პრეზენტაციას
კლასს დავყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებას:
I - ჯგუფი
დაამუშავებს არგუმენტირებული
ესეს:
,,პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება პიროვნების ჩამოყალიბებაზე“
II - ჯგუფი
ჩაატარებს გამოკვლევას ოჯახში
,სკოლასა და კლასში ,წინასწარ შედგენილი
კითხების სასუალებით:
1.რამდენად იცავთ საკუთარსა და სხვის უფლებებს?
2.ხშირად გიწევთ ,,თვალის დახუჭვა“ სხვის
დანაშაულზე?
3.როგორია თქვენი რეაქცია სხვის დანაშაულზე (თუ ,,თვალს არ დახუჭავთ)?
4.ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს თუ არა დასჯის უმძიმესი ფორმები(დახვრეთა
,ჩამოხრჩობა,ელ. სკამი...)?
III
- ჯგუფი
შეიმუშავებს მორალურ-ზნეობრივ კოდექსს:
1.
ვიყოთ სამართლიანები და ხმა ავიმარლოთ უსამართლობის წინააღმდეგ!
2.
ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხივრების წესით!
3. ვიცოდეთ
ჩვენი უფლებები და არ გადავაჭარბოთ!
4. გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა!
5. გავაცნობიეროთ
ვალი ქვეყნის წინაშე!
6. არ
მოვიტყუოთ!ვიდგეთ სიმართლის სადარაჯოზე,თუ ეს უკანასკნელივინმეს მორალურ ზიანს
არ მიაყენებს!
7. დავიცვათ
ჩაგრულები!
8. დღის
ბოლოს საკუთარ თავს ვკითხოთ ,,ვის რა ვარგეთ“!
9. ვთესოთ
სიკეთე უანგაროდ!
10. გავიზიაროთ სხვისი ჭირი/ ტკივილი!
11.
ვიზრუნოთ ,როგორც საკუთარ თავზე,ისე ისე სხვის კეთილდღეობაზე!
12. არ
შეგვეშინდეს დანაშაულის აღიარების!
13. უარი
ვთქვათ შურისძიებაზე!
14. დავაფასოთ
სხვისი შრომა!
15.
გვიყვარდეს ერთმანეთი,დავგმოთ სიყვარული!
მათთვის მისაღებ და აუცილებლად
გასათვალისწინებელ კანონებს მარკერით დაწერენ ფორმატის ქაღალდზე და კლასში თვალსაჩინო ადგილზე გააკრავენ.
მოსწავლეები შეძლებენ:
შესრულებული სამუშაოს შეჯამებას, აუდიტორიისათვის გაცნობას და მასალების განთავსებას ბლოგზე.
რადგან კლასში არის სსსმ მოსწავლე, მას ვაძლევ
მის საჭიროებებზე მორგებულ დავალებას: დახატონ _ როგორი წარმოუდგენია პაპა პეტრე.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი/ესგ-თან
კავშირი
|
ქართული ენა:მოძიებული
მასალის წერილობითი და ზეპირი ფორმით გადმოცემა,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს
შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.
ინფორმაციული ტექნოლოგიები : ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებაში, ტექნოლოგიების გამოყენების
აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
სამოქ.გან-ბა : ბავშვთა და ზოგადად ადამიანისუფლებების დაცვისხელშეწყობა. მოსწავლეებისათვის ბავშვთა უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაცნობა.
ბავშვთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაცია.
ხელოვნება:შექმნან
ნახატები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ ნაწარმოებში წამოდგენილი პრობლემის
სიღრმისეულად აღქმასა და შეფასებაში.
|
პროექტის შემდეგ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ:
ილია ჭავჭავაძის ეპოქა
და მისი მოქალაქეობრივი პოზიცია;
თანამედროვე საზოგადოების აზრი კონკრეტულ საკითხზე;
რას
წარმოადგენს საზოგადოება;
ვინ არიან ისინი;
პროექტის ბოლის ჩამოუყალიბდებათ
მოქალაქეობრივი აზროვნება და გახდებიან საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
mziasefiashvili@gmail.com
|
ბლოგის მისამართი
|
|
პროექტის
შეფასება და
მონიტორინგი
|
ვიყენებდი
განმავითარებელ შეფასებას და შეფასების რუბრიკებს პროექტის განხორციელების პროცესში
ჩემს მიერ შემუშავებული მონიტორინგი
მოიცავდა:
*სრულდება თუ არა მოქმედებები გეგმის მიხედვით
*არსებობს თუ არა მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები;
საჭიროა თუ არა მაკორექტირებელი ქმედებები:
ü
შემოწმებული აქტივობების ჩამონათვალს;
ü
აქტივობების ხანგრძლივობასა და შესრულების ვადების ჩამონათვალს;
ü აქტივობების შემოწმების მეთოდებს;
ü წარმოქმნილ ბარიერებს...
|
პროექტის განხორციელება სქემატურად
პროექტის მიზნის მისაღწევად განხოეციელებული ღონისძიებების
ჩამონათვალი
|
|||||||
I
კვირა
|
II
კვირა
|
III
კვირა
|
IV
კვირა
|
პრობლემა
|
სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი
|
||
1
|
პროექტის სამუშაო ჯგუფების მობილიზება
|
მასწ-ლი
|
|||||
2
|
პროექტის იდეის გაცნობა
|
მასწ-ლი
|
|||||
3
|
მოსწავლის მიერ პროექტთან დაკავშირებული აქტუალური კითხვებისა და პრობლემის ჩამოყალიბება
|
მასწ-ლი
|
|||||
4
|
ორგანიზებული საკითხების მოგვარება.ფუნქციების განაწილება.კონკრეტული
დავალების მიცემა
|
მასწ-ლი
|
|||||
5
|
მუშაობის წარმართვა
|
მასწ-ლი
|
|||||
6
|
მოძიებული ინფორმაციის
დამუშავება
|
მასწ-ლი
|
|||||
7
|
შესრულებული სამუშაოს
აუდიტორიის
გაცნობა
|
მასწ-ლი
|
|||||
8
|
ონფორმაციის განთავსება
ბლოგზეI
|
მასწ-ლი
|
|||||
სასწავლო
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლე
არ ღებულობს მონაწილეობას პრეზენტაციაში
|
მოსწავლეს
უჭირს დამოუკიდებლად პრეზენტაციის წარმართვა
|
მოსწავლეს შეუძლია
ნათლად და გარკვევით
პრეზენტაციის წარმართვა და საკუთარი აზრის
დაფიქსირება
|
დისკუსია
|
არ ერთვება
დისკუსიაში ,რადგან ვერ გამოხატავს საკუთარ
აზრს
|
მოსწავლე ნაწილობრივ იღებს მონაწილეობას
|
მოსწავლე აქტიურად
ღებულობს მონაწილეობას დისკუსიაში
|
ინტერნეტში მუშაობა
|
მოსწავლე არ ფლობს ინტერნეტში
მუშაობის უნარ-ჩვევებს
|
მოსწავლეს შეუძია
დამოუკიდებლად ინტერნეტში ინფორმაციის
მოძიება, სჭირდება დახმარება
რათა ის გამოიყენოს
საგაკვეთილო პროცესში
|
მოსწავლე თავისუფლად
ფლობს ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევებს და იყენებს მას დანიშნულებისამებრ
|
ჯგუფური მუშაობის
შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე
მაღალი
|
კარგი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის
გააზრება
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ
სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა
სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა
იტიქიური იყო
|
ჯგუფმა
სამუშაო დაგეგმა,მაგრამ გეგმიდან გადაუხვია.
|
ჯგუფმა
სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა
გეგმიდან გადახვევა.
|
ჯგუფმა
სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
|
ჯგუფის მიერ
სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო
არ იყო
ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არ განაწილებულა
|
სამუშაო
ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილდა
|
სამუშაო
ორგანიზებული იყო,მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არათანაბრად განაწილდა
|
სამუშაო
კარგად იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები თანაბრად და სწორად გადანაწილდა
|
ჯგუფის წევრთა
ჩართულობა,ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
|
ჯგუფის წევრები
არ აქტიურობდნენ,ჯგუფის წევრებს შორის
არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
|
მხოლოდ
ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა,ჯგუფის აქტიურ
და პასიურ წევრებს შორის
ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის თითქმის
ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს
შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები
იყო
|
ჯგუფის ყველა
წევრი იყო აქტიური და
სამუშაო ნაყოფიერი,ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
ესეს შეფასების კრიტერიუმები
არგუმენტირებული მსჯელობის
შეფასების კრიტერიუმები(IX)
I კრიტერიუმი
დავალების ადეკვატური გაგება-გააზრება
|
ქულები
|
|
1.
|
დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული(პოზიცია
მკაფიოდაა გამოხატული)
|
1
|
2.
|
დავალება მთლიანობაში არაადეკვატურადაა
გაგებული
|
0 ნაწერი აღარ სწორდება
|
II კრიტერიუმი
მსჯელობის დასაბუთება
|
ქულები
|
|
1.
|
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული
და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით
|
2
|
2.
|
მსელობა ზერელედაა დასაბუთებული
და არგუმენტებიარადამაჯერებელია
|
1
|
3.
|
მსჯელობა დასაბუთებული არ
არის
|
0
|
III კრიტერიუმი
მართლწერის ნორმები
|
ქულები
|
|
1.
|
სინტაქსური კონსტრუქციები სწორადაა აგებული;დაცულია სალიტერატურო
ენის ნორმები (მორფოლოგია , ორთოგრაფია , პუნქტუაცია)
|
1
|
2.
|
არ იკვეთება მართლწერის
ნორმების ცოდნა
|
0
|
Комментариев нет:
Отправить комментарий