პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა- ხელოვნება III კლასი

ქართულის ენის წრე: ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა’’.


                                                      განცხადება
   სსიპ   ჩალაუბნის საჯარო სკოლაში იწყებს  ფუნქციონირებას  ქართული ენისა და ლიტერატურის  მიმართულებით წრე,,,ჩვენ გვიყვარს კითხვა" წრე  შექმნილია    მე-4 კლასის  მოსწავლეებისთვის. მსურველებს  გთხოვთ მოგვმართოთ  დირექციაში.17.09 დან 26.09 მდე.
წრე მუშაობას დაიწყებს 27 სექტემბერს მეცადინეობა ჩატარდება  კვირაში ერთხელ: სამშაბათს.
 პატივისცემით,  

  ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელითამარ ჩუთლაშვილი

ქართულის წრე: ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა’’.



საწრეო მუშაობა

2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა ქართულის წრე,სახელწოდებით ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა’’.
წრეში გაერთიანებულია მე-4 -კლასის 4 მოსწავლე.
წრე ტარდება კვირაში ერთხელ,სამშაბათს.
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს კითხვის უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს ლიტერატურული გემოვნება.
  დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ მცირე ზომის მხატვრული ტექსტების  გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება,ამიტომ უკეთესი იქნება დამატებითი სამუშაოები, რათა უკეთესად მოხდეს კითხვის გაგება-გააზრება.საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ უკეთესი შედეგებისათვის სწავლება და ათვისებული ცოდნის განმტკიცებაა.
საწრეო მუშაობის მიზანია: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით,მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება.
 



   
2018-2019 სასწავლო წელი
I სემესტრი

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა,
თემა
საკითხების ჩამონათვალი

შენიშვნა
27.09
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
02.10
გაბმული მეტყველების განვითარება
09.10
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
16.10
გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის განვითარება
23.10
ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობა
30.10
კითხვის მარტივი სტრატეგიების განვითარება
06.11
ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება
13.11
მხატვრულ სახეებზე დაკვირვება(პრაქტიკულად)
20.11
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
27.11
ლიტერატურის ჟანრებზე(ხალხური ზღაპარი) დაკვირვება/გააზრება
04.12
მარტივი მხატვრული ტექსტის შეთხზვა/ჩანახატი
11.12
წაკითხულისგააზრება და  დასკვნების გამოტანა
18.12
აზროვნების განვითარება-საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
25.12
შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ


გამოყენებული რესურსებია:აზრობრივი რუკები ,ნახატები, კომპიუტერი,ფლიფჩარტები,დაფა,ცარცი.დამატებითი საკითხავი ტექსტები და
სახელმძღვანელო(კლასგარეშე)

·         აღნიშნული რესურსები მოსწავლეს დაეხმარება, რათა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.  კითხვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.გამოყენებული რესურსები შეესაბამება და ემსახურება, რათა მოსწავლეებმა თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცეს ტექსტების შინაარსი, მიჰყვეს მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და გადმოსცეს ფაქტები, მოვლენები;მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად გამოიყენოს სიტყვათა სემანტიკურკავშირები (სინონიმები, ანტონიმები...);დააკვირდეს პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოიტანოს სათანადო დასკვნები მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ; გადმოსცეს ნაცნობი მხატვრული ტექსტის შინაარსი მთხრობელის ჩანაცვლების გზით. შეძლონ საკუთარემოციები/განცდებ გამოხატვა და მათი  ახსნა.

2018 წლის 25 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები,მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,აგრეთვე ის,რომ წრე ჩატარდება ყოველ სამშაბათს,მეექვსე გაკვეთილზე. გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები,რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის  განმავლობაში.










 2 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეკრება,წრის მუშაობის მიზანი იყო გაბმული მეტყველების განვითარება.წავიკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის  მოთხრობა ‘’ძუნწი  და ოქრო"'მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს.






9ოქტომბერს ჩატარდა  მესამე მეცადინეობა, მუშაობის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ  წაიკითხეს   მოთხრობა ‘’ ძუნწი და ოქრო"'  , ახსნეს უცხო სიტყვები. უცხო სიტყვების დახმარებით  კი შეადგინეს ახალი წინადადებები.თითეული მოსწავლე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშაობაში.



 16 ოქტომბერს ჩატარდა მეოთხე მეცადინეობა.მეცადინეობას ესწრებოდა 3 მოსწავლე. გავარჩიეთ მოთხრობა"პირველი გაკვეთილი"(ი.ჭავჭავაძის-უცნაური ამბიდან"). ვიმუშავეთ გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლებაზე.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუშაობაში.





 23  ოქტომბერს ჩატარდა რიგით მეხუთე მეცადინეობა წრის მუშაობისა.კიდევ ერთხელ განვიხილეთ "პირველი გაკვეთილი" და ვიმუშავეთ ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობაზე. მოსწავლეებმა ტექსტი კარგად დაამუშავეს და ცალ-ცალკე, ლოგიკური თანმიმდევრობით შეძლეს ტექსტის შეერთება-გამთლიანება.








  30 ოქტომბერს ჩატარდა  მეექვსე სხდომა.განვიხილეთ  კითხვის მარტივი სტრატეგიები და მათი განვითარების გზები.იმუშავეს  შელ სილვერსტოუნის ტექსტზე"გულუხვი ხე" , მუშაობდნენ როგორც ცალკე, ასევე წყვილებში.აქტიური მუშაობა გამოვიდა.













6  ნოემბერს  ჩატარდა წრის მუშაობის მეშვიდე სხდომა.განვიხილეთ ლიტერატურული ტექსტი "გულუხვი ხე', მოახდინეს ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება. დაახასიეთეს ხე და მოხუცი კაცი და შედარეს ერთმანეთს.





13 ნოემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობის  მერვე სხდომა.განვიხილეთ  ე. გაბაშვილის "მაგდანას ლურჯა"--1 და 2 თავი.ესწრებოდა ოთხივე მოსწავლე.წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს მხატვრულ სახეებზე დაკვირვება და წყვილებში დაახასიათეს მაგდანა, სოფო.  შემდეგ წყვილებმა თავიაანთი ნამუშევრები გამოფინეს დაფაზე. ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული  მუშაობაში.






20 ნოემბერს  ჩატარდა საწრეო მუშაობის  მეცხრე სხდომა. მოსწავლეებმა იმუშავეს ''მაგდანას ლურჯაზე"' და მოახდინეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება.





27 ნოემბერს ჩატარდა მეათე სხდომა. მოსწავლეებმა ლიტერატურულ ჟანრებზე(ხალხური ზღაპარი)დაკვირვება და გააზრება  მოახდინეს. ყველა მოსწავლე  აქტიურად ჩართული იყო და გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს.



04 დეკემბერს ჩატარდა წრის მეცადინეობის მეთერთმეტე სხდომა.განიხილეს მარტივი მხატრული ტექსტის შეთხზვა/ჩანახატი.მოსწავლეებმა შეადგინეს პატარ-პატარა მოთხრობები და ამ მოთხრობებზე გააკეთეს ილუსტრირებული ჩანახატები. შემდეგ მოახდინეს მათი პრეზენტაცია.





11 დეკემბერს ჩატარდა  მეთორმეტე მეცადინეობა საწრეო მუშაობისა.მოსწავლეებმა წაიკითხეს უცხო ტესტები და მოახდინეს დასკვნების გამოტანა.მუშაობდნენ ორგანიზებულად და აქტიურად.



18 დეკემბერს ჩატარდა წრის მეცადინეობის მეცამეტე სხდომა.ვიმუშავეთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და მის დასაბუთებაზე.ყველა  მოსწავლე ჩართული იყო  და მუშაობდნენ  ხალისით.


27 დეკემბერს ჩატარდა საწრეო მუშაობის ბოლო  მეთოთხმეტე სხდომა. შეხვედრაზე მოვახდინეთ შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ.მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენს მიერ განხილული დავალებები და აქტივობები, ვიმსჯელეთ რა დადებითი შედეგი მოიტანა წრის მუშაობამ და მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს აქტიური და სასიამოვნო მუშაობისათვის.




   2018-19 სასწავლო წლის 1 სემესტრში გადავწყვიტე ქართული  ენის წრე“ჩვენ გვიყვარს კითხვის“ჩამოყალიბება.შევადგინე სამოქმედო  გეგმა და განცხადებით მივმართე სკოლის დირექციას.საწრეო მუშაობის უმთავრესი მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით.მოსწავლეებს შეეძლოთ  მცირე ზომის მხატვრული ტესტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით. მარტივად გასაგები სტრატეგიებითა და მეთოდების გამოყენებით მიმეღწია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

   შევადგინე საწრეო მუშაობის პროგრამა.განვსაზღვრე წრის ხანგრივობა,სამიზნე  ჯგუფი და შევხვდი მშობლებს.გავაცანი საწრეო  მუშაობის  პროგრამა,მიზანი,  მეცადინეობის  ხანგრძლივობა და  ამის შემდეგ შევუდექით მუშაობას.საწრეო მუშაობის  დროს შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო.საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში საგნის პოპულარიზაციას. სხვადასხვა აქტივობებმა, თვალსაჩინო  რესურსების  შექმნამ  და დისკუსიებმა მეტი მოტივაცია გაუჩინა  მოსწავლეებს საგნის უკეთესი სწავლებისა. ყოველი აქტივობა  ბავშვის შესაძლებლობებზე იყო მორგებული. საწრეო მუშაობის  ბოლო შეხვედრებზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ წრეში მათმა მონაწილეობამ დადებითად იმოქმედა  და ბევრი ახალი რამ გაიგეს . დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს შეფასების ანკეტები. მოცემული პროგრამის მიხედვით სრულად ამოვწურეთ გეგმა და  წრის მუშაობას ვაფასებ დადებითად. გაწეული მუშაობის ამსახველი  მასალა  ატვირთულია   ბლოგზე.

.







Комментариев нет:

Отправить комментарий

სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმა

  სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის           სტრატეგიის დოკუმენტი                                 ...