პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა- ხელოვნება III კლასი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა:ქიმია



კვლევა გაზიარებულია დრაივზე იხილეთ გაზიარების ლინკი:








IX  კლასის   მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა ქიმიის
ამოცანების ამოხსნისას




გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ჩალაუბნის საჯარო სკოლა






მაია  ღვინიაშვილი




2018 წელი
სარჩევი
შესავალი  ---------------------------------------------------------------------------------4-5
თავი  I. -------------------------------------------------------------------------------------6
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1-1       მოკლე ინფორმაცია  IX კლასის შესახებ----------------------------------------6
1-2       პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები-------------------------------6
1-3      კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------7
1-4      კვლევის ამოცანა-------------------------------------------------------------------7
 თავი II------------------------------------------------------------------------------------8-9
პრაქტიკული კვლევის არსი
თავი III----------------------------------------------------------------------------------10-14
ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------------10-14
3-1      რაოდენობრივი გამოთვლების წარმოება სხვადასხვა ტიპის პრობლემის      
             გადასაჭრელად.------------------------------------------------------------------14
თავი IV      მეთოდოლოგია--------------------------------------------------------------14
4-1    კვლევის სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------14
4-2    მონაცემების შეგროვება------------------------------------------------------------14
4-3     კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები-----------------16
4-4     კვლევის ვადები--------------------------------------------------------------------17
თავი V
მონაცემთა ანალიზი და  შედეგები-----------------------------------------------------18
5-1      გამოკითხვის შედეგების ანალიზი----------------------------------------------18
5-2     შეგროვილი  მონაცემების ანალიზი---------------------------------------------20
თავი VI
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები----------------------------------------------23
6-1    I   ინტერვენცია------------------------------------------------------------------23
6-2    II   ინტერვენცია ----------------------------------------------------------------24
6-3    III ინტერვენცია-----------------------------------------------------------------25
6-4     ინტერვენციის განხორციელების გეგმა-------------------------------------25
6-5       ინტერვენციის შეფასების მეთოდები -------------------------------------26
6-6     I  ინტერვენციის შედეგები---------------------------------------------------27
6-7     II    ინტერვენციის შედეგები-------------------------------------------------28
6-8      III ინტერვენციის შედეგები-------------------------------------------------28
6-9     პოსტ-ტესტი შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი--------------------------28
6-10      ინტერვენციის შეფასება ----------------------------------------------------30
თავი  VII
მიგნებები,დასკვნები რეკომენდაციები--------------------------------------------31
7-1    მიგნებები------------------------------------------------------------------------31
7-2 დასკვნები და რეკომენდაციები-------------------------------------------------31
კვლევის რეფლექსია------------------------------------------------------------------33
გამოყენებული ლიტერატურა-------------------------------------------------------35
დანართები-----------------------------------------------------------------------------36






შესავალი
      საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლიანი სწავლა,მისი მთავარი იდეის წვდომა სამყაროს ერთიანობის,მისი შემადგენელი თითოეული ელემენტის ჰარმონიული მუშაობის გააზრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას.მაგრამ ისეთი სასკოლო საგნების სწავლება როგორიცაა ქიმია,ფიზიკა,ბიოლოგია და მათემატიკა საქართველოში არც თუ ისე მაღალი შედეგების მომტანია,რასაც ადასტურებს საერთაშორისო და სახელმწოფო კვლევები.არაერთი რეფორმა განახორციელა სახელმწიფომ აღნიშნული  მიმართულებით,თუმცა დღემდე ეს პრობლემა არ კარგავს აქტუალობას.სკოლა,როგორც საგანმანათლებლო სისტემის ცენტრალური ნაწილი,ზუსტად ასახავს იმ პრობლემებს,რომლებიც არსებობს ამ სისტემაში.(შ.ქურდაძე თემა:პრობლემები,რომელიც თან ახლავს საბაზო საფეხურის VII კლასში ფიზიკის სწავლებას. 2017 წ)
          სწორედ ამიტომ,მიზნად დავისახე,შევხებოდი ამ სასწავლო დისციპლინებთან დაკავშირებულ ერთერთ პრობლემას და გამომეკვლია რა გზით და რა მეთოდებით შევძლებდი მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას.
  მოცემული ნაშრომი წარმოადგენს ჩალაუბნის საჯარო სკოლის IX კლასში ჩატარებული კვლევის შედეგებს.საკვლევი თემის განსაზღვრის შემდეგ,დავიწყე ამ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის მოძიება და განხილვა.ე.ს.გ.-ის მიხედვით:
      საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები,რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში,იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის,საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.საგნის სწავლების მიზნის მისაღწევად მოსწავლემ უნდა შეიძინოს ცოდნა:
·         ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები
·         სამყაროში მიმდინარე ქიმიური და ფიზიკური პროცესები
·         დედამიწა და სამყარო
·         გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები
უნარ-ჩვევები:
ბუნებისმეტყველების დაუფლებისათვის აუცილებელიამოსწავლემ გამოიმუშავოს ისეთი უნარ-ჩვევები,როგორიცაა:
·         დაკვირვება,აღწერა
·         აღრიცხვა
·         კლასიფიკაცია
·         გაზომვა,სიდიდეების გამოყენება
·         კომუნიკაცია
·         განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა
·         დაგეგმვა
·         ცდის ჩატარება
·         მონაცემთა ინტერპრეტაცია
·         მოდელის შექმნა და გამოყენება.















თავი  I
საკვლევი საკითხის ჩამოყალიბება
1-1         მოკლე ინფორმაცია IX კლასის შესახებ
       გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის IX კლასში სწავლობს 10 მოსწავლე.აქედან 3 გოგონა და 7 ვაჟი. კლასის დამრიგებელი,სკოლის დირექტორი ,მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სკოლაში არსებული ტექნიკის კაბინეტი,რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.აგრეთვე ქიმიის კაბინეტი,სადაც მასწავლებლის დახმარებით ატარებენ ექსპერიმენტს,აანალიზებენ მიღებულ შედეგებს.საკლასო ოთახი აღჭურვილი არის ახალი
        სასწავლო ნივთებით.ეს ყველაფერი კი საშუალებას იძლევა სწავლა-სწავლების პროცესის     განსახორციელებლად.

                             საკვლევი კითხვის ჩამოყალიბება:
     სასწავლო წლის დასაწყისში მეცხრე კლასში  დავიწყეთ  I თავის „რადენობითი  თანაფარდობანი ქიმიაში“ შესწავლა.განვიხილავდით მოლთა რაოდენობის გამოთვლას ავოგადროს რიცხვის,მოლური მასის,მოლური მოცულობის გამოყენებით.შემდეგ   დავიწყეთ ახალი საკითხის  -გაანგარიშებანი ქიმიური ტოლობების მიხედვით-შესწავლა.ამ საკითხების განხილვასთან და მასალის მატებასთან  ერთად იკლო მოსწალეთა მოტივაციის დონემ.შესაბამისად შემცირდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.ამიტომ გადავწყვიტე,                გამერკვია მათი ჩართულობა სხვა გაკვეთილების მიმდინარეობისას და მომხდარი სიტუაციის შესახებ აზრი მეკითხა სხვა მასწავლებლებისთვის. დავსვი კითხვა: როგორ გავზარდოთ ჩალაუბნის საჯარო სკოლის  IX  კლასისმოსწავლეებისმოტივაციაქიმიისამოცანებისამოხსნისას?

1-2        პრობლემების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები

ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის-მოტივაციის კლების  გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.კლასში შემსვლელ პედაგოგთა გამოკითხვის  და ჩემს მიერ ჩატარებული შემაჯამებელი  ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:

1.       ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ქიმიური რეაქციის ტოლობის არასწორად შედგენა
2.      მეორე-ქიმიური რეაქციის ტოლობაში კოეფიციენტების არასწორად შერჩევა.

3.      მესამე პრობლემად შეიძლება განვიხილოთ საგნებს შორის კავშირის დანახვა-გააზრება.
მოსწავლეებს განსაკუთრებულად უჭირთ მათემატიკური გაანგარიშებები წილადებზე და ათწილადებზე
4.      გარკვეული ტიპის ამოცანების ამოხსნის მეთოდის სირთულე
                   1-3                         კვლევის მიზანი:
          ქიმიის ამოცანების ამოხსნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების დადგენა,მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზების განსაზღვრა,გადაჭრის ოპტიმალური გზების დაგეგმვა,განხორციელება და შეფასება.
               1-4                           კვლევის ამოცანა:
         პროექტის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1 . რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციას საგაკვეთილო პროცესის სრულფასოვნად წარმართვაში?
·      რამდენად უზრუნველყოფს მასწავლებელი საგაკვეთილო პროცეში აქტივობების სწორად შერჩევას-რამდენადაა შესაბამისობაში განსახილველ მასალასთან და მოსწავლეთა ცოდნის დონესთან.
·      რა გავლენას ახდენს საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტივობები სწავლა-სწავლების ხარისხზე?
2. რა არის ქიმიის ამოცანების ამოხსნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი მიზეზი?
·      რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს მოცემული ტიპის ამოცანების ამოხსნა?
·      რა ქმედებებს აკეთებს მასწავლებელი იმისთვის,რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ ახალი მასალა.
·      როგორ უნდა გაზარდოს მასწავლებელმა მოსწავლეებში მოტივაცია და შესაბამისად სწავლის შედეგიანობა.
·     რომელი ინტერვენციები იქნება ქმედითი პრობლემის მოსაგვარებლად?
·     როგორ შევაფასო ინტერვენციების მოქმედების  ხარისხი?

          თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი

        პრაქტიკული კვლევის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს გზა,თუ როგორ შევისწავლოთ გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ.ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავითვალისწინოთ,რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მკვლევარსა და სკოლაში მომუშავე პირებს შორის.“მკვლევარები მხოლოდ კვლევის პროცესზე პასუხისმგებელი პირები კი არ არიან,არამედ ცვლილებების პროცესის მონაწილენიც და ცვლილებებზე პასუხისმგებელნიც“(Karlsen,2001).პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის,საკვლევი საკითხის მეცნიერული შესწავლა,რომლის პროცესში ახალი ცოდნის გენერირება ხდება თანამშრომლობის საფუძველზე.საკვლევი საკითხის /პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრაზე მუშაობს საკითხით დაინტერესებული ადამიანების,მკვლევარებისგუნდი,რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება(karlsen 2001).პრაქტიკული კვლევა არის პროცესი, რომლის დროსაც ცვლილებების დაგეგმვა მონაწილეობას იღებს კვლევაი ჩართული ყველამხარე. მონაწილეობა კი უზრუნველყოფს სწავლებას, რაც თავის მხრივ უმკლავდება წინააღმდეგობებს ცვლილებების მიმართ.(passmore 2001).
პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის ერთგვარი მეცნიერული გამოკვლევა, რომლის პროცესში თანამშრომლობის საფუძველზე ხდება ახალიცოდნის გენერირებ. ამ ტიპის კვლევის მთავარი პრინციპია გუნდურობა. შესაბამისად, საკვლევი საკითხის/პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრაზე მუშაობს საკითხით დაინტერესებული ადამიანების, მკვლევრების გუნდი, რომლებისთვისაცმ ნიშვნელოვანია შედეგზე  ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება.
გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია სწავლა-სწავლების პროცესი, რომლის ხარისხიანად წარმართვა შეუძლებელია სკოლის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის გარეშე. ამასთან, უნდააღინიშნოს, რომპრაქტიკულიკვლევამკვლევარს, ამშემთხვევაშიმასწავლებელს, ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებსშორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და . კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტატიის ანანალიტიკური ნაშრომის მომზადება, რომლის საშუალებითაც მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა, მიღებული გამოცდილება კოლეგებსა და საზოგადოებას  გაუზიაროს.  ამრიგად, სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურებაგანვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა  და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.(სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო 2018წ)
პრაქტიკული კვლევა ციკლური პროცესია,რომლის ყოველი ციკლი გავლენას ახდენს მომდევნოზე.ამგვარად კვლევის პროცესის შემდეგი ფაზები გამოიყოფა:(passmore 2001)

·         პრობლემური სფეროს   იდენტიფიცირება
·         სპეციფიკური პრობლემის შერჩევა
·         ჰიპოთეზის,პროგნოზისფორმულირება,რომელიც კონკრეტულ მიზანს და მისი მიღწევის პროცედურას მოიცავს
·         განსაზღვრა,მიღწეულიქნა,თუ არა  კონკრეტული მიზანი
·         დასკვნის გამოტანა
 მას შემდეგ,რაც დავადგინე საკვლევი პრობლემა,რომელიც უკავშირდებოდა IX კლასში ქიმიის ამოცანების ამოხსნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიებას,აუცილებელი გახდა პრაქტიკული კვლევის არსის ჩამოყალიბება.პრაქტიკული კვლევა გულისხმობს,თანამშრომლობით,კოლექტიურმიდგომას.თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს,განსაკუთრებითმაშინ,როდესაც ხდება გარკვეული ცვლილებების დანერგვა.თანამშრომლობითი პროგრამის საშუალებით პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდადერთიანდებიან,პრობლემას თვალს უსწორებენ,ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს,იღებენგადაწყვეტილებას,გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს.ცვლილება ეფექტურად ხორციელდება კვლევის პროცესში იმ ადამიანების ჩართვით,ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი.
აქედან გამომდინარე,ამოცანების ამოხსნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემის კვლევაში  ჩაერთვნენ პირები:
·         IX  კლასისქიმიისმასწავლებელი
·         IX  კლასისმოსწავლეები
·         IX   კლასის მათემატიკის და ფიზიკის  მასწავლებელი

აღსანიშნავია,რომ კვლევაში ჩართული პირების  შეხვედრა თვეში 2-3 ჯერ იმართებოდა.
                                    თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
       საკვლევი თემის განსაზღვრის შემდეგ, პირველ რიგში, დავიწყე აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის შესწავლა. პირველი, რაც განვიხილე, იყო 2011-16 ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვით, საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია: აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. ამოცანები კი:

·ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·სამყაროშიმიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·დედამიწა და გარესამყარო;
·გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები
     საბაზო საფეხურზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისწავლება შემდეგი სქემის მიხედვით: VII კლასი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები -ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული კურსი. VIII კლასიდან სამივე საგანი ცალკე ისწავლება.
           საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა სწავლისას მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს ეცნობა, უვითარდება შემეცნების, დაკვირვებების, აღმოჩენისა და კვლევითი უნარ-ჩვევები, რის შემდეგაც, იგი შეიცნობს სამყაროს, ცდილობს ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში და გრძნობს პასუხისმგებლობას, როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე. 2003 წლის ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის მკვეთრი დაცემა აღინიშნება ევროპაში (EuropeanCommission, 2004)
ინტერესის კლების მიზეზად სახელდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების არასათანადო მიდგომები, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, რესურსები და სხვა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის გზების ძიებამ ბიძგი მისცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომების შესახებკ ვლევების აუცილებლობას. ამ მიზნით ტარდება საერთაშორისო კვლევები, მათშორის PISA (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა, 2009) და TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა, 2010).წლების განმავლობაში თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები ერთმანეთს დარდება. ვლინდება პრობლემური ასპექტები და საჭირო ხდება შესაბამისირეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულების განვითარებისთვის. ნორვეგიის პროექტის ROSE 6 (https://roseproject.no/) ფარგლებში განხორციელებული კვლევისშედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს ნაკლებად მოსწონთ საბუნებისმეტყველო საგნები. კვლევის შედეგებზე დაფუძნებით ყველა ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის პრობლემიდან გამომდინარე, ცდილობს დაადგინოს, სწავლების რა მეთოდები, როგორი პედაგოგიური მიდგომებია ეფექტური თავისი ქვეყნისთვის. მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციისგან მსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია რის მასწავლებელი და მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილი, ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციებისგანვითარება და გაძლიერება. მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. თუ საბჭოთა პერიოდში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ძირითადად დაფუძნებული იყო თეორიული ცოდნის დამახსოვრებაზე, დღევანდელი მიდგომით - სწავლება დაფუძნებული აკვლევაზე. საქართველოში ბევრი მასწავლებლისთვის არ არის ცნობილი, ან ხელმისაწვდომი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების თანამედროვე,   კვლევაზე დაფუძნებული მიდგომები და ისინი საჭიროებენ ამ მხრივ გადამზადებას. მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომების შესახებ კვლევების ჩატარება და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კვლევითი უნარების შესწავლა.        
 გარდა ეროვნული სასწავლო გეგმისა,გავეცანი საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევის შედეგებს.    მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS 2015-ის შედეგები ცნობილია. მიღწევების მიხედვით შედგენილ რეიტინგულ სიას კვლავ ლიდერობენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია). საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში – 2007, 2011 და 2015 წლებში. 2015 წელს 2007-2011 წლების შედეგებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს როგორც მათემატიკაში (მე-4 და მე-8 კლასები), ასევე ბუნებისმეტყველებაში (მე-8 კლასი; მე-4 კლასში შედეგები არ შეცვლილა). პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ქართველ მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რჩება. TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს. „საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის“ (IEA) ინიციატივით, TIMSS-ი უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და მიმდინარეობს იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.
       2009 წლის PISA+-ის ანგარიშმა ცხადყო, მოსწავლეების მხოლოდ 31.2%მა იცის მათემატიკა საბაზისო დონეზე, რის საფუძველზეც იწყება მათემატიკის სამომავლო განვითარებაში გამოყენებისათვის საჭირო უნარების გამოვლენა. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, მოსწავლეების მხოლოდ 34%-ს აქვს მცირეოდენი საბაზისო ცოდნა, როდესაც იწყება იმ სამეცნიერო კომპეტენციების დემონსტრირება, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღონ  მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ მოვლენებში.
           სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ,როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული.მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ,რომელიც შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში.მასწავლებელმა მოსწავლეებს მოტივაცია უნდა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში.მან უნდა გამოიყენოს ისეთი სტიმულები,რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო.საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის.წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ცოდნის დონისა და კომპეტენციების შესახებ.მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას.საწყის ეტაპზე სასურველია დაძლევადი დავალებების მიცემა,რაც უზრუნველყოფს წარმატების განცდას,თანდათანობითი სტიმულირება მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს.ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლემ ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა,რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ხალისიან და აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში.(განვითარებისა და სწავლების თეორიები.მასწ.პროფესიულიგანვით.ეროვნული ცენტრი 2012წ)
         მოსწავლეების მოტივაციის ზრდისა და სწავლა -სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის,აუცილებელია გაკვეთილის სწორად დაგეგმვა.აქტივობების სწორად შერჩევა. რა უნდა იყოს გათვალისწინებული დავალებების შერჩევისას იმისთვის,რომ   სასწავლო პროცესი საინტერესოდ და  მოსწავლეზე ორიენტირებულად წარიმართოს.უზრუნველვყოთ მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული.მოსწავლეების მოტივაციის თვალსაზრისით მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატიური მუშაობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას.
        მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დადგენა.განსაზღვროს იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას.შედეგად მან უნდა შეიმუშავოს ადეკვატური სტატეგიები,რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში.(ჟურნალი მასწავლებელი 2012წ.2)

      მოსწავლეთა მოტივაციის სტრატეგიების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალიწინოს:
·         ააგოს სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
·         შეარჩიოს ისეთი სტრატეგიაც,რომელიც მოსწავლისგან ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს.(რათა გაკვეთილის დამთავრებისას თითოეულმა მოსწავლემ დაინახოს თავისი ნამუშევარი)
·         გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი საკითხის უკეთესად გასაგებად.(მაგ.მოსწავლეებს შესთავაზოს ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა გზა)
შერჩეული სტრატეგიები მრავალფეროვანი და სახალისო უნდა იყოს თითოეული მოსწავლისთვის.(ჟურნალი მასწავლებელი 2012წ. N 3)




თავი   IV
მეთოდოლოგია

4-1         კვლევის სამიზნე  ჯგუფი

 კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა შემდეგი კატეგორიები:
·         IX  კლასისმოსწავლეები
·         IX  კლასისქიმიისმასწავლებელი
·         IX  კლასისმათემატიკისმასწავლებელი
·         IX  კლასისფიზიკისმასწავლებელი
     კვლევისთვის რესპონდენტთა ამ კატეგორიების შერჩევა განპირობებული იყო იმით,რომ ყველა მათგანი წარმოადგენს საკითხის მოგვარებით დაინტერესებულ მხარეს.ქიმიის,ფიზიკის,მათემატიკის მასწავლებლები დაინტერესებულნი არიან იმ პრობლემების გამოვლენით,რომლებიც წარმოიშობა ამოცანების ამოხსნისას.მოსწავლეები კი საგაკვეთილო პროცესში უშუალოდ ჩართული პირები არიან,რომელთა განვითარებაზე პირდაპირ აისახება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანი თუ არაეფექტიანი განხორციელება.



4-2.         მონაცემების შეგროვება

მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
·      ჩაღრმავებულო ინტერვიუ-   ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა IX კლასის მათემატიკის და ფიზიკის  მასწავლებლებთან,რამაც საშუალება მომცა უფრო დეტალური ინფორმაცია მიმეღო პედაგოგებისგან და გამეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე:ა)რატომ იკლო მოტივაციის დონემ მოსწავლეებში  ბ)მიცემული დავალევის სირთულე ახდენს თუ არა გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე გ)რომელია პრობლემური თემები მათემატიკაში,რომელიც ხელს უშლით ამოცანების ამოხსნაში
·      შერჩევა-მიზნობრივი-მიზნობრივი შერჩევისას გარკვეული მიზნით ვანხორციელებთშერჩევას.ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპეტენტურები არიან მოცემული კლასის ქიმიის,ფიზიკის და მათემეტიკისმასწავლებლები,ვინაიდანშესაძლებელია ამოცანების ამოხსნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზი ამ საგნებისთვის საერთო იყოს.
·      სრული შერჩევა-საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით.კითხვარი განკუთვნილია IX კლასის მოსწავლეებისთვის.ვინაიდან გენერალური ერთობლიობა არ არის დიდი(კლასში არის 10 მოსწავლე) შერჩევის ერთობლიობა ემთხვევა გენერალურ ერთობლიობას.
·      ფოკუსჯგუფი-ფოკუსჯგუფის საშუალებით ჩამოვაყალიბე კითხვარი,რომელიც განკუთვნილი იყო IX კლასის მოსწავლეებისთვის.ფოკუსჯგუფი შედგება საკვლევი ჯგუფის წევრებისგან.ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო,დამედგინა მოსწავლეთა ზოგადი აზრი და ინტერესები ქიმიის ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებით.
·      ანკეტირება-ამ მეთოდის გამოყენებისას წინასწარ მოვამზადე კითხვარები და ჩავატარე გამოკითხვა.აღნიშნულ მეთოდს მივმართე,რათა პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე:

Ø  რა ღირებულება აქვს მოტივაციას მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესში.
Ø  როგორია შექმნილი  სასწავლო გარემოს გავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე.
Ø  მიცემული დავალება შეესაბამება თუ არა მათი ცოდნის დონეს
Ø  მოსწავლეებისთვის მისაღებია თუ არა სწავლების  შეთავაზებული მეთოდები
Ø  მიზანმიმართულად ახდენენ თუ არა მათემატიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერს ქიმიის ამოცანების ამოხსნისას.
·    პრეტესტის და პოსტტესტის შედეგების შედარება-   ტესტირების მონაცემების დამუშავება გულისხმობს თავდაპირველი ტესტირების და ბოლო ტესტირების შედეგების შედარებას,რა ცვლილებები განიცადა მოსწავლეთა ცოდნის დონემ.



4-3  კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები

IX კლასის მოსწავლეები და ამ კლასის ქიმიის ,ფიზიკის და მათემატიკის  მასწავლებლები:

·       კვლევის  ინსტრუმენტების შემუშავება(ფოკუსჯგუფი,კითხვარი)
·       გამოკითხვა
·       გამოკითხვის შედეგების ანალიზი
·       ინტერვენციის დაგეგმვა
·       ინტერვენციის შედეგების ანალიზი
·       პროექტის ვადების დაცვა
·       შედეგების გაცნობა კლასისთვის

















4-5 კვლევის ვადები
აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება

X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

X







ინტერვიუ მოსწავლეებთან

X






X
კვლევის ჯგუფის შექმნა

X







კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები

X
X

X
X
X
X
X
პრეტესტისთვის საკითხების შერჩევა


X






შემაჯამებელი სამუშაო


X






კვლევის მონაწილე-ებისთვის კითხვა--რის შედგენა


X






კითხვარის შედგენა და დამუშავება


X






გამოკითხვა


X






მიღებული შედეგე-ბის ანალიზი



X





ინტერვენციების განხილვა




X

X


ინტერვენციის განხორციელება




X
X
X
X

ინტერვენციის შედეგების ანალიზი








X
კვლევის გაცნობა კლასთან








X



თავი   V
მონაცემთა ანალიზი და  შედეგები

5-1    გამოკითხვის შედეგების ანალიზი
IX კლასის მოსწავლეების გამოკითხვის მიზანი იყო,დამედგინა ის პრობლემები,რომლებიც თავს იჩენს ქიმიის ამოცანების ამოხსნისას,რადგან პრობლემების არსებობა სწავლა-სწავლების პროცესში იწვევს მოტივაციის დონის შემცირებას მოსწავლეებში.
კითხვარი მოსწავლეებისთვის
წაიკითხეთ თითოეული მოსაზრება,თითოეულ მოსაზრებასთან მოცემულია 3 შესაძლო ვარიანტი.აღნიშვნა გააკეთეთ იმ ვარიანტის უჯრაში,რომელსაც ეთანხმებით.
მოსაზრება
ვეთანხმები
ნაწილობრივ ვეთანხმები
არ ვეთანხმები
სასწავლო გარემო (ქიმიის კაბინეტი)შესაბამისობაშია სწავლა-სწავლების პროცესთან



მასწავლებელი ახალ მასალას გადმოგვცემს გასაგები ენით



მასწავლებელი ნათლად და თანმიმდევრულად გადმოგვცემს მასალას



მასწავლებელი ობიექტურია ყველა მოსწავლის მიმართ



თავისუფლად შემიძლია ჩემი აზრის გამოთქმა მასწავლებელთან



საკითხის ვერ გაგების შემთხვევაში შემიძლია ვკითხო მასწავლებელს



მომწონს სწავლა



განხილული ამოცანები განსაკუთრებულად რთულია,არ შეესაბამება ჩემი ცოდნის დონეს



ქიმიის ამოცანების ამოხსნისას მიჭირს:ა)რეაქციის ტოლობის დაწერა



ბ)რეაქციის ტოლობის გათანაბრება



გ)პროპორციის შედგენა



დ)მათემატიკური გაანგარიშებების წარმოება(წილადები,ათწილადები,პროცენტები და სხვა)





კითხვარი მასწავლებლებისთვის
წაიკითხეთ თითოეული მოსაზრება.თითოეულ მოსაზრებას შეესაბამება 3 შესაძლო ვარიანტი.მინიშნება გააკეთეთ იმ ვარიანტის უჯრაში,რომელსაც ეთანხმებით.

მოსაზრება
ვეთანხმები
ნაწილობრივ ვეთანხმები
არ ვეთანხმები
მოსწავლეებს მასალას გადავცემ თანმიმდევრობით-გეგმის შესაბამისად



მოცემული საკითხების შესწავლას ეთმობა საათების საკმარისი რაოდენობა:ა)მოქმედებები წილადებზე,ათწილადებზე



ბ)ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა



გ)მნიშვნელის და მრიცხველის განსაზღვრა განტოლების ამოხსნისას



დ)რიცხვის პროცენტის პოვნა



სწავლებისას მოსწავლეთა ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელია



შემდგომში საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ შეძენილი ცოდნის ტრანსფერი





პრე ტესტი  - შემაჯამებელი სამუშაო    (იხილეთ დანართი 1)

5.2  შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი
            მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფის ანალიზის შედეგად დადგინდა,რომ, IX კლასის მოსწავლეთა უმეტესობა-6 მოსწავლე თვლის,რომ საგაკვეთილო პროცესი საინტერესო არის.რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესს და ეხმარება მათ განვითარებაში.მოსწავლეთააზრით,სასწავლო გარემო შესაბამისობაშია სწავლის პროცესთან,კერძოდ ქიმიის
კაბინეტში შექმნილი გარემო და რესურსები საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.2 მოსწავლეს არ მოსწონს სწავლის პროცესი,2-მა მოსწავლემ თავი შეიკავა ასუხისგაცემჯისგან.
      მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას,რომ სახელმძღვანელოში მოცემული ზოგიერთი ტიპის  ამოცანა  რთულია და უჭირთ მათი ამოხსნა.
     ფიზიკის და მათემეტიკის პედაგოგებთან განვიხილე საკითხები,რომლთა ცოდნა აუცილებელია ქიმიის ამოცანების ამოხსნისას.მოსწავლემ აუცილებლად უნდა იცოდეს მოქმედებები ათწილადებზე,პროპორციების შედგენა და უცნობის პოვნა,პროცენტის პოვნა.მნიშვნელის და მრიცხველის განსაზღვრა.აღმოჩნდა,რომ ამ საკითხების გამოყენებისას პრობლემები  აქვთ მათემეტიკისა და ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას,მათემატიკის მასწავლებელი თვლის,რომ ამ საკითხების შესწავლას და განმტკიცებას უნდა ეთმობოდეს საათების მეტი რაოდენობა.პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ მოცემულითემების შესწავლისას მოსწავლეთა ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელია,ხოლო შემდგომში,საჭიროების შემთხვევაშიუჭირთ შეძენილი ცოდნის ტრანსფერი, რადგან ნაკლები დრო ეთმობა აღნიშნული მასალის განმტკიცებას.
პრე-ტესტი-შემაჯამებელი სამუშაო
IX კლასში ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაო შედგებოდა მრავალფეროვანი სხვადასხვა ტიპის დავალებისგან, რათა უკეთესად მომეხდინა დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება. იგი მოიცავდა 4 ტესტს (თითო 1 ქულა) დახურული პასუხით და 3 ამოცანას,თითო ამოცანა ფასდებოდა მაქსიმალური 2 ქულით.
       მოსწავლეთა შემაჯამებელი ნამუშევრების ანალიზმა მაჩვენა,რომ მოსწავლეებს გაცილებით უადვილდებათ ტესტები დახურული პასუხებით,ვიდრე ამოცანების ამოხსნა.რადგან,ჩემი აზრით,ამ ტესტების ამოხსნისთვის საჭიროა მარტივი მათემატიკური გაანგარიშებები.  10 მოსწავლიდან 8 მოსწავლემ სწორად შეასრულა პირველი 4 ტესტი დახურული პასუხებით.,ორმა-პირველი 2 ტესტი.
      შემაჯამებლის შედეგები ასეთია:
8 მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი 4 დახურულ კითხვას -     80%
2 მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი პირველ 2 ტესტს               -20%
2 მოსწავლემ სწორად შეასრულაპირველი 4 ტესტი                   -20%

მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო სწორად გაეცა პასუხი  დახურულპასუხებიანტესტებზე,რაც იმას მიუთითებს,რაც იმას მიუთითებს,რომ ასეთი ტიპის დავალებები მოსწავლეებს არ უჭირთ.
         შემაჯამებელი სამუშაო მოიცავდა 3 ამოცანას,თითოეულის მაქსიმალური ქულაა 2.   3 ამოცანისთვის მაქსიმალური ქულაა 6.
 ამოცანების ამოხსნის შედეგები ასეთია:
4 მოსწავლე    -      5 ქულა
1 მოსწავლე    -      4 ქულა
1 მოსწავლე   -       3 ქულა
2 მოსწავლე   -        2 ქულა
2 მოსწავლე    -        0 ქულა

ამოცანებში მიღებული ქულების ანალიზმა აჩვენა,რომ მოსწავლეების მიერ დაშვებული შეცდომები ძირითადად უკავშირდება მათემატიკურ გაანგარიშებებს.კერძოდ, წილადების შეკვეცას,ათწილადებისგამრავლებას,კოეფიციენტების პოვნას.
      მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ზოგიერთი ტიპის ამოცანის ამოხსნის მეთოდი რთულია და უჭირთ ამოცანების ამ მეთოდით ამოხსნა.IX კლასის ქიმიის სახელმძღვანელოში (გ ანდრონიკაშვილი,დ.გულაია,მ.მამიაშვილი  გვ.24 ამოცანა 3) მოცემულია ამოცანა 3.
   რა მოცულობის  (ნ.პ.) ჟანგბადი დაიხარჯება 2,4 გ მაგნიუმის დასაწვავად?

·         განვსაზღვროთ მაგნიუმის რაოდენობა:

·         რეაქციის ტოლობის გამოყენებით დავადგინოთ დახარჯული
 ჟანგბადის მოცულობა:
0,1 მოლი  0,05 მოლი
 2Mg + O2 =2MgO
2 მოლი    1 მოლი

V(O2)=0,05 მოლი.22,4 ლ/მოლი=1,12 ლ


პასუხი:V(O2)1.12 ლ


მიგნებები და დასკვნები

ჩატარებულმა სამუშაოებმა მიჩვენა,რომ
Ø  ქიმიის ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეებს უჭირთ მათემატიკური გაანგარიშებები  - მათემატიკაში შეძენილი ცოდნის ტრანსფერი, რომელიც გამოვლინდა შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზისას.
Ø  მოსწავლეებისთვის რთულია ამოცანების ამოხსნა იმ მეთოდის გამოყენებით,რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული.



თავი   VI
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები

6-1                                 
I     ინტერვენცია

      ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა შეხვედრა მეცხრე კლასის მოსწავლეებთან.შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მოტივაციის დაბალი დონის  გამომწვევი მიზეზის განხილვას და გზების დასახვას,რომელიც აამაღლებდა მოსწავლეთა მოტივაციას და შესაბამისად გაზრდიდა მოსწავლეთა ჩართულობასსაგაკვეთილო პროცესში.
      შეხვედრას ესწრებოდა 10 მოსწავლე.გაიმართადისკუსია.მოსწავლეთა ნაწილი გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ,რომ მოტივაციის დაბალი დონე გამოწვეულია დაბალი აკადემიური მოსწრებით,რომელსაც იწვევს ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებული სირთულეები.კერძოდ,მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე გაეცნობიან მოცემული ტიპის ამოცანების სხვა მეთოდს.
       მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი საკითხები:
·         განსახილველი ამოცანების ამოხსნის ამოხსნის მეთოდი  უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის არსებულ ცოდნას და უნარებს და იყოს რაციონალური გზა პასუხამდე მისასვლელად.
·         ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ამოცანების ამოხსნის ისეთ მეთოდს,რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა ცოდნის დონეს , უნარებს და მოითხოვს ნაკლებ დროს და მცირე რაოდენობის მოქმედებების შესრულებას.ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები 4 თვის განმავლობაში ამოხსნიან ამოცანებს.მაგალითად განვიხილავ იგივე(ზემოთ განხილული) ამოცანის ამოხსნას სხვა მეთოდის გამოყენებით:

ამოცანა:    რა მოცულობის (ნ.პ.)  ჟანგბადი დაიხარჯება 2,4 გ მაგნიუმის დასაწვავად?

         ამოხსნა:
                                       2.4გ              X
                       2Mg + O2 = 2MgO
                                       48გ             22,4 ლ
  X=1.12

პასუხი:V(O2)=1.12

ამ ხერხით ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა მხოლოდ ერთი პროპორციის შედგენა და უცნობის პოვნა.

        6-2                            II      ინტერვენცია
      მეორე ინტერვენციაში ჩაერთო მეცხრე კლასის მოსწავლეები,მათემატიკის,ფიზიკის და ქიმიის პედაგოგები.ჩვენი მიზანი იყო,სამივე საგანში საგაკვეთილო პროცესში ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებულისაკითხების განხილვა.მივიღეთ გადაწყვეტილება:თითოეულმა ცალკ-ცალკე გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული დრო დავუთმოთ ისეთი მათემატიკური  საკითხების გამეორებას(თეორია) და გამოყენებას(ამოცანების ამოხსნა),რომლებიც საჭიროა ამოცანების ამოხსნისას,ვინაიდან ამოცანების ამოხსნისას წარმოშობილი პრობლემები საერთოა.
        ქიმიის ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
·         4 თვის განმავლობაში მათემატიკის,ფიზიკის და ქიმიის მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესში გამოყონ დრო და მოახდინონ იმ მათემატიკური საკითხების გამეორება და განმტკიცება,რომელიც საჭიროა ამოცანების ამოხსნისთვის ქიმიაში,ფიზიკასა და მათემატიკაში.მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ საკითხებზე:
Ø  მოქმედებები ათწილადებზე
Ø  წილადების შეკვეცა
Ø  უცნობი გასაყოფის და გამყოფის პოვნა
Ø  განტოლების ამოხსნა
Ø  უცნობი წევრის პოვნა პროპორციის ძირითადი თვისების გამოყენებით

6-3                   III  ინტერვენცია
        მესამე ინტერვენციაში ჩაერთვნენ  ქიმიის,ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლები
     ქიმიის,ფიზიკის და მათემატიკის  მასწავლებლების აზრით  სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების აღმოსაჩენად და გადაჭრის გზების დასახვისთვის დადებით შედეგს იძლევა მასწავლებელთა ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.  მათი გადაწყვეტილებით ისინი მოახდენენ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებას,რათა უკეთესად მოახდინონ იმ პრობლემების გამოკვეთა,რომელიც საერთოა სამივე საგნისთვის ამოცანების ამოხსნისას.

6-4         ინტერვენციების განხორციელების გეგმა

Ø  ქიმიის ,მათემატიკის  და ფიზიკის მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს შემდეგ მასალაზე:მოქმედებებიათწილადებზე.მნიშვნელის და მრიცხველის განსაზღვრა,განტოლებისამოხსნა,წილადებისშეკვეცა ამოცანები პროცენტებზე.
Ø  ქიმიის,ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლები მოახდენენ ურთიერთდასწრებას იმ პრობლემური საკითხების უკეთესად იდენტიფიცირებისთვის,რომლებიც საერთოა სამივე საგანში ამოცანების ამოხსნისას.
Ø  მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი აზრის გათვალიწინება საკლასო თუ საშინაო დავალებების შერჩევისას.
Ø  განსაზღვრული ტიპის ამოცანების ამოხსნისას ქიმიაში გამოვიყენებ მეთოდს,რომელსაც ადვილად იგებენ და იაზრებენ მოსწავლეები.


6-5      ინტერვენციის შეფასების მეთოდები

ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენე:
       1 .   ინტერვიუ IX კლასის მოსწავლეებთან.ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა რამდენად   მისაღები იყო მათთვის გამოყენებული მეთოდი,რომელიც 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.   როგორი იყო მათი მოტივაცია და ჩართულობა გაკვეთილზე.
.2.    ინტერვიუ  ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგთან,იმისგასარკვევად,თუ როგორი იყო მოსწავლეების საგაკვეთილო მოტივაცია მოცემული საკითხების გამეორებისას
3.   ინტერვიუ  ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგთან იმის გასარკვევად,თუ რა შედეგი გამოიღო მასწავლებელთა ურთიერთდასწრებამ.
4 .   პოსტ- ტესტი   -ჩავატარე შემაჯამებელი სამუშაო  განვიხილე მიღებული შედეგები.






6-6      I      ინტერვენციის შედეგები

        პირველი ინტერვენციის შედეგების განხილვისას მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდი და  აღნიშნეს ,რომ მათ უჭირდათ ამოცანების ამოხსნა იმ მეთოდით,რომელიც სახელმძღვანელოშია განხილული.კერძოდ ამ მეთოდით აუცილებელია ამოცანის ყველა მონაცემის(მასის,მოცულობის) გადაყვანა მოლებში ,უცნობი სიდიდის პოვნა და შემდეგ ისევ ნივთიერების რაოდენობის მასასთან ან მოცულობასთან დამაკავშირებელი ფორმულის გამოყენებით მასის ან მოცულობის გამოთვლა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ქიმიის ამოცანების ამოხსნის უფრო მარტივი და რაციონალური მეთოდის შესწავლა,რომლის მიხედვითაც მოცემული მასის მნიშვნელობის გამოყენებით შუალედური მოქმედებების გარეშე,ითვლიდნენ მოცულობას ან პირიქით.ყოველივე ამან გავლენა მოახდინა მოსწავლეთა მოტივაციაზე აამაღლა იგი  და პარალელურადგაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.



6-7                     II     ინტერვენციის შედეგები

    მეორე ინტერვენცია გეგმის მიხედვით წარიმართა.ქიმიის(მე), ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი  გაკვეთილზე გარკვეულ დროს უთმობდა ისეთი მათემატიკური საკითხების გამეორებას,რომელთა ცოდნაც მოსწავლეებისთვის საჭიროა,როგორც ქიმიაში,ასევე ფიზიკასა და მათემატიკაში,ხოლო მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩართულიყვნენ  მათემატიკური საკითხების გამეორებაში.მოსწავლეებმააღნიშნეს,რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმ  საკითხების გამეორება,რომელთაც ხშირად იყენებენ ამოცანების ამოხსნისას ქიმიაში და სხვა საგნებშიც. კერძოდ:
Ø   მოქმედებები ათწილადებზე
Ø   წილადების შეკვეცა
Ø   უცნობი გასაყოფის და გამყოფის პოვნა
Ø   განტოლების ამოხსნა
Ø   უცნობი წევრის პოვნა პროპორციის ძირითადი თვისების გამოყენებით

მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებელმა აღნიშნა მოსწავლეთა დაინტერესება ამ საკითხებით და მათი აქტიური მონაწილეობა მაგალითების ამოხსნისას.ფიზიკისა და მათემატიკის გაკვეთილებზე ხშირად უთმობდა დროს აღნიშნული საკითხების გამეორებას და ხედავდნენ შესაბამისად მოსწავლეთა დაინტერესებას ამ საკითხების მიმართ. ქიმიის მასწავლებელი(მე):ყოველ გაკვეთილზე ვუთმობდი დროს იმ მათემატიკური საკითხების გამეორება-განმტკიცებას,რომელიც  საჭიროა ამოცანების ამოხსნისას.განსაკუთრებლად მეტი დრო დავუთმე პროცენტებზე მაგალითების ამოხსნას.ამ ინტერვენციამ დადებითი შედეგი მომცა,გაზარდა მოსწავლეთა  მოტივაცია და პარალელურად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

          6-8         III   ინტერვენციის შედეგები


     ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლებმა ყურადღება გაამახვილეს მასწავლებელთა ურთიერთდასწრებისას მიღებულ დადებით შედეგზე.მათემატიკის მასწავლებელმა აღნიშნა,რომ მასწავლებელთა მიერ ერთობლივად,მოსაზრებების შეჯერებით მოქმედებამ ხელი შეუწყო პრობლემების უფრო ზუსტად განსაზღვრას.ქიმიის მასწავლებლის აზრით,სასურველი და აუცილებელიც არის კათედრის წევრების მიერ,წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზების  ერთად შემუშავება და ერთობლივი მოქმედება მათი განხორციელებისთვის,ვინაიდან ამ აქტივობით ჩვენ შევძელით უკეთ დაგვენახა საერთო პრობლემები,რომლებიც თან ახლავს ამოცანების ამოხსნას ქიმიაში,ფიზიკასა და მათემატიკაში. ასეთმა მუშაობამ სასურველ შედეგზე გაიყვანა მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც.


6-9          პოსტ-ტესტი    შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი
(დანართი 2)

პოსტ - ტესტის ჩასატარებლად გულდასმით მოვემზადე. გავზარდე სხვადასხვა ტიპის დავალებების რაოდენობა, სამუშაო იყო მრავალფეროვანი,რათა უკეთ მომეხდინა დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება და მიღებული შედეგები შემედარებინა პრე ტესტის შედეგებთან.
           შემაჯამებელი სამუშაო მოიცავდა 4 დახურულ დავალებას და 2 ამოცანას ღია პასუხებით.თითო ამოცანა იყო სამქულიანი -ჩაშლილი იყო 3 თითოქულიან საკითხად .

 მეორე შემაჯამებელი სამუშაოს შედეგები ასეთია:
·         2 მოსწავლე              -    10 ქულა
·         4 მოსწავლე              -      8 ქულა
·         2 მოსწავლე              -      6 ქულა
·         2 მოსწავლე              -      5 ქულა



შედეგების ანალიზმა აჩვენა,რომდახურულპასუხიან დავალებას ყველა მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი,რაც იმას მიუთითებს,რომ ასეთი დავალებების ამოხსნა მოსწავლეებს არ უჭირთ.აღსანიშნავია,რომ ამ დავალებებში 2 დავალების ამოხსნა ითხოვდა მათემატიკურ მოქმედებებს,რომელსაც ყველა მოსწავლემ გაართვა თავი.ამოცანების მაქსიმალური ქულაა 6.(ორი ამოცანა თითო სამქულიანი)

ამოცანებში ქულების გადანაწილება ასეთია:
·   2 მოსწავლე  -  6 ქულა
·   4 მოსწავლე  -   4 ქულა
·   2 მოსწავლე   -  2 ქულა
·   2 მოსწავლე     - 1 ქულა


როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყველა მოსწავლემ შეძლო ამოცანებზე მუშაობა მეტ-ნაკლებად.ამათგან 2-მა მოსწავლემ უშეცდომოდ ამოხსნა ამოცანები და 6 ქულა დაიმსახურა,4-მა მოსწავლემ შეძლო ორივე ამოცანაზე მუშაობა პატარა ხარვეზებით.2-მა მოსწავლემ შეადგინა ქიმიური ტოლობა და პროპორცია,ხოლო 2-მა მხოლოდ ქიმიური რეაქციის ტოლობა.არადამაკმაყოფილებელი შეფასება კლასში არ დაწერილა.
       შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზმა აჩვენა,რომ დამატებითმა მეცადინეობამ მათემეტიკურ საკითხებზე და სხვადასხვა ტიპის ამოცანების შეტანამ შედეგი გამოიღო,კლასში 6-მა მოსწავლემ მიიღო 8 და 10 ქულა,რაც მოსწავლეების  60%-ს შეადგენს.გარდა ამისა, არცერთი არადამაკმაყოფილებელი შეფასება შედეგია ყველა იმ პირის უდიდესი პასუხისმგებლობისა,ვინც ჩართული იყო ინტერვენციაში.

6-10           ინტერვენციის შეფასება


  ინტერვენციის დასრულების შემდეგ  მივედი იმ დასკვნამდე,რომ საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლის მიერ  დროულად,მიზანმიმართულად  დაგეგმილი ქმედებები(ინტერვენციები) ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგება-გააზრებაში, უმაღლებს მოტივაციას , შესაბამისად იზრდება მისი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში  და უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.ჩემს მიერ დაგეგმილმა ინტერვენციებმა დამანახვა,რომ მასწავლებლის მიერ  დროულად დაგეგმილი ინტერვენციები ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგება-გააზრებაში უმაღლებს მოტივაციას ,იზრდება მისი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში  და უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

VII    თავი
მიგნებები,რეკომენდაციები
7  -  1      მიგნებები
ჩატარებულმა კვლევებმამაჩვენა,რომ:
·         მნიშვნელოვანი და აუცილებელია    მოსწავლეთა მოტივაციის კლებისას მასწავლებლის დროული ჩარევა პრობლემის აღმოსაჩენად და მისი გადაჭრის გზების საძიებლად.
·         მასწავლებელთა ერთობლივი მოქმედება( ურთიერთდასწრებები გაკვეთილებზე) პრობლემის გადასაჭრელად ქმედითუნარიანია და მოკლე დროში მიიღწევა შედეგი.
·         მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საგანთა შორის კავშირებზე,რადგან მაგალითად:ქიმიის ამოცანების ამოხსნისას მნიშვნელოვანია მათემატიკური საკითხების გამეორება განმტკიცება.
·         ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეებს უნდა შევურჩიოთ ამოხსნის ისეთი მეთოდი,რომელიც შესაბამისობაშია მათ ცოდნასთან და უნარებთან,ადვლად იგებენ და არგებენ ამოცანას.


                                                                                                                                                                 7  -  2          დასკვნები და რეკომენდაციები


საბოლოოდ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა,რომ:
Ø  ძირითადი პრობლემა,რაც მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნისას აქვთ დაკავშირებულია მათემატიკაში ნასწავლი მასალის არასათანადოდ განმტკიცებასთან,ამიტომ მოსწავლეებს უჭირთ ამოცანის ამოხსნისას სწორ პასუხამდე მისვლა .
Ø  შემაჯამებელი დავალების  შედგენისას აუცილებელია სხვადასხვა ტიპის დავალებების შეტანა, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება  სრულად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მასწავლებელმა სწარად მოახდინოს პრობლემის არმოჩენა.
Ø  ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეებს შევურჩიოთ ამოხსნის რაციონალური მეთოდი,რომელიცმარტივად გასაგებია და შეესაბამება მოსწავლეთა ცოდნის დონეს.ეს კი გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე და ამაღლებს მის დონეს.
Ø  კვლევის წარმატებულად წარმართვისთვის უდიდესი როლი აქვს პედაგოგთა ერთობლივად ჩართვას პრობლემის იდენტიფიცირებისა და ინტერვენციების განხორციელებაში.

პრაქტიკის კვლევამ მე, როგორცმასწავლებელს, საშუალება მომცა მომეხდინა პრობლემის იდენტიფიცირება და მის მოსაგვარებლად დამეგეგმა გარკვეული ინტერვენციები.შედეგად:
Ø  დავადგინე პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
Ø  დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები,შევიმუშავეთ ინტერვენციები
Ø  კოლეგებთან ერთად შევიმუშავე სამომავლო რეკომენდაციები
Ø  რეალურად დავინახე კავშირი კვლევის მიზანს,კვლევის მეთოდებსა და მონაცემთა ანალიზის შედეგებს შორის.
Ø  გავიუმჯობესე  კვლევის დაგეგმვისთვის საჭირო უნარები.



რეკომენდაციები:
    ვფიქრობ მოცემული რეკომენდაციები გამოადგება ყველა დაინტერესებულ პირს ქიმიის ამოცანების ამოხსნის მეთოდების განხილვისა  და შესწავლის პროცესში და დაეხმარება მათ სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის  - მოსწავლეთა  მოტივაციის დონის გასაზრდელად.
ვფიქრობ მოცემული რეკომენდაციები გამოადგება ყველა დაინტერესებულ პირს ქიმიის ამოცანების ამოხსნის მეთოდების განხილვისა  და შესწავლის პროცესში და დაეხმარება მათ სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის  - მოსწავლეთა  მოტივაციის დონის გასაზრდელად.
1.        მათემატიკური ნაწილის ცოდნას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამოცანების ამოხსნის პროცესში,ამიტომ, მათემატიკის მასწავლებელთან თანამშრომლობა(ურთიერთდასწრება) დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.კერძოდ,მათემატიკის გაკვეთილზე(ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე) დაეთმოს გარკვეული დრო იმ საკითხების გამეორება - განმტკიცებას რომელიც საჭიროა ქიმიის ამოცანების ამოხსნისას.
2.      ქიმიის მასწავლებელმა მოახდინოს იმ საკითხების გამეორება,რომელიც საჭიროა ამოცანების ამოხსნისას.
3.      შემაჯამებელ სამუშაოსთვის შერჩეულ იქნეს სხვადასხვა ტიპის დავალებები მოსწავლეთა მიერ დაშვებული შეცდომების დროულად  იდენტიფიცირებისთვის.
4.      ამოცანების ამოხსნის მეთოდების სწავლებისას უპირატესობა მივანიჭოთ მეთოდს,რომელიც მოსწავლეებისთვის მისაღებია და შესაბამისობაშია არსებულ ცოდნის დონესთან.

კვლევის რეფლექსია

       გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის IX კლასში 2017-2018 სასწავლო წელს  ჩავატარე კვლევა თემაზე: „IX  კლასის მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა ქიმიის ამოცანების ამოხსნისას.“              კვლევის დასრულების შემდეგ კოლეგების წინაშე მოვახდინე კვლევის ანგარიშის გაცნობა  პრეზენტაციის სახით.მათ გავაცანი კვლევის მიზანი:  ქიმიის ამოცანების ამოხსნის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების დადგენა,მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზების განსაზღვრა,გადაჭრის ოპტიმალური გზების დაგეგმვა,განხორციელება და შეფასება.ვისაუბრე ინტერვენციების დაგეგმვასა და  დადებით შედეგზე ,რომელიც გულისხმობს იმას,რომ მოსწავლეებმა დაძლიეს ამოცანების ამოხსნისას არსებული სიძნელეები მასწავლებელთა დახმარებით, საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია ამოცანების ამოხსნისას და აგრეთვე გაიზარდა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
             პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ჩემი კათედრის ორი წევრი მონაწილეობდა კვლევის პროცესში,მათ მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაშიც,შესაბამისად ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას(მაძლევდნენ საჭირო უკუკავშირს) და პრეზენტაციაზეც მოახდინეს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.როგორც გაირკვა, სხვა პედაგოგებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები,რაც გულისხმობს  მათემატიკური საკითხებისთვის მეტი ყურადღების დათმობას. მათ აღნიშნეს რომ კვლევისას დაგეგმილი ინტერვენციები მისაღებია მათთვისაც და აუცილებლად დანერგავენ სასწავლო პროცესში ქიმიის ამოცანების ამოხსნის მეთოდების შესწავლის დროს.
       კვლევის ანგარიში გავუზიარე სხვა სკოლების ქიმიის მასწავლებლებს(ელექტრონულად).მივიღე მათი უკუკავშირი,სადაც აღნიშნავდნენ,რომ პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს მათ პრაქტიკაში,დადებითად შეაფასეს ჩატარებული ინტერვენციები    და გაიზიარეს    მოცემული რეკომენდაციები.
       მე  და პრეზენტაციაზე დამსწრე პედაგოგებმა გამოვთქვით საერთო მოსაზრება იმის შესახებ,რომ  უკეთესი იქნებოდა ქიმიის,ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლებს  ხშირად მოგვეხდინა ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე(ურთიერთთანამშრომლობა),რათა ერთობლივი მოქმედებით აღმოგვეჩინა პრობლემები,რომლებიც თავს იჩენს ამოცანების ამოხსნისას,ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილები,რაც მოსწავლეებს უკეთესად დაანახვებდათ საგანთაშორის კავშირების აუცილებლობას.













გამოყენებული ლიტერატურა:


1.       განვითარებისა და სწავლების თეორიები(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011წ)
2.   სასწავლო და პროფესიული გარემო(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011წ)
3.   მასწავლებლის სახელმძღვანელო ქიმია 9  გ.ანდრონიკაშვილი და სხვები.
4.   მოსწავლის წიგნი ქიმია  9   გ.ანდრონიკაშვილი და სხვები
5.   სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო წიგნი I დ.ლიპარტელიანი  2018 წ
6.   სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო წიგნი II დ.ლიპარტელიანი 2018წ
7.   ე.ს.გ. 2011-2016 ს.წ.
8.   ქიმია უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის  ვ.კოკოჩაშვილი,თ. კოკოჩაშვილი(1983 წ)
9.   ჟურნალი’’ მასწავლებელი’’. 2012 წელი. N 2 (სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები.თ.ჭყოიძე)
10.                       ჟურნალი „მასწავლებელი“  2012 წ  N 1   (მოსწავლე და მოტივაცია.ნ გორდეზიანი.)
11.                       ჟურნალი „ მასწავლებელი“  2012 წ. N3   (ეფექტიანი სწავლება და მოსწავლეთა მოტივაცია.მ.ბოჭორიშვილი)
12.                       .ქურდაძე თემა:პრობლემები,რომელიც თან ახლავს საბაზო საფეხურის VII კლასში ფიზიკის სწავლებას. 2017 წ) https://drive.google.com/file/d/1WckE8275ilqO01uWPj_5idJG-S_uCa13/view?fbclid=IwAR0CNRXx9f2GFi-P34hgf0GCygAHssRj-86ZIJKpDpq2fNUzO_8fsZm4Njw







დანართები:
 დანართი 1.   პრე-ტესტის საკითხები
შემაჯამებელი სამუშაო  

1)         რას უდრის  0,5 მოლი      SO2 -ის      მასა?
ა) 16 გ      ბ) 32 გ      გ) 64 გ          დ) 128 გ

2)         რას უდრის  3 მოლი ჟანგბადის მოცულობა(ნ.პ.)?

ა) 5,6 ლ   ბ) 11,2 ლ  გ)  22,4 ლ  დ) 67,2 ლ

3)       რამდენი მოლია  2,2 გ  CO2 ?

ა) 0,1 მოლი   ბ) 0,5 მოლი  გ) 0,05 მოლი  დ) 0,2 მოლი

4)       რამდენ მოლს შეადგენს   3,6 . 1023  მოლეკულა წყალი?

ა) 1 მოლს   ბ) 2 მოლს   გ) 0,5 მოლს   დ) 0,6 მოლს

5)      იპოვეთ მეთანის მოცულობა (ნ.პ.) ,რომლის წვაზეც დაიხარჯა  5,6 ლ   ჟანგბადი.

6)      რამდენი მოლი ალუმინი შევიდა რეაქციაში  ჟანგბადთან,თუ რეაქციის შედეგად წარმოიქმნა  20,4 გ  ალუმინის ოქსიდი.

7)      მოცემული რეაქციის ტოლობის მიხედვით    2C2H2 + 5O2 =4CO2 + 2H2O განსაზღვრეთ:

ა) რა მასის ჟანგბადი შევიდა რეაქციაში,თუ რეაქციის შედეგად წარმოიქმნა 4 მოლი წყალი.

ბ) რა მოცულობის ნახშირბადის(IV) ოქსიდი წარმოიქმნა ამ დროს.

შეფასების სქემა:N1,N2,N3,N4  თითოეული დავალება ერთქულიანი
N5, N6, N7  თითო ამოცანა ორქულიანი.



დანართი  2. პოსტ ტესტის საკითხები

  შემაჯამებელი სამუშაო

1)      აირადი ნივთიერების  2,24 ლ  (ნ.პ) შეიცავს:
ა)  6 1023  ატომს   ბ)  0,6  1023  ატომს   გ) 12  1023   ატომს   დ) 1,8  1023  ატომს 

2)       რომელი ფორმულა აკავშირებს ერთმანეთთან აირის მოლურ მოცულობას და მოლების რიცხვს:
ა)   M=m/n            ბ)  n=V/V                     გ)   m=pv                 დ)    N=nNA

3)       HNO3- ის მოლური მასაა:
ა)   63                   ბ)  63 გ                     გ)  63 გ/მოლი     დ)      63 ლ

4)       4,4 გ ნახშირბად  (IV)-ის მოცულობაა  (ნ.პ.)-ში:

ა)   22,4 ლ            ბ)  0,224 ლ              გ)   2,24 ლ           დ)    224 ლ

5)      რა მოცულობის ქლორი (ნ.პ.) და რა მასის წყალბადია საჭირო  14,6გ  ქლორწყალბადის მისაღებად:
ა)   დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.(გაათანაბრეთ).


ბ)   იპოვეთ რეაქციაში შესული ქლორის მოცულობა.


გ)   იპოვეთ  დახარჯული წყალბადის მასა.

 
6)                  რა მოცულობის ჰაერია საჭირო (ნ.პ.)   5,6 ლ ეთანის დასაწვავად:
ა) დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.(გაათანაბრეთ).

ბ) იპოვეთ დახარჯული ჟანგბადის მოცულობა.


გ) იპოვეთ ჰაერის მოცულობა.

შეფასების სქემა:N 1, N 2, N 3, N 4    თითოეული დავალება ერთქულიანი
N5, N6   თითო ამოცანა სამქულიანი.


















დანართი 3 .                
 გასამეორებელი მათემატიკური   მაგალითების  ნიმუშები

1)           მოქმედებები ათწილადებზე:
  ა)  2 × 0,5 =                       0,5 × 0,6 =
     3 × 0,6 =                       0,2  ×1,5 =
     7  × 0,7 =                       1,2 × 1,5 =  

    ბ)  1,5 : 3 =                        6 : 0,1 =
        1,8 : 6 =                        18 : 0,6 =
        2,4 :  8 =                        25 : 0.5 =

2)           წილადების შეკვეცა :

ა )                     
  

        ბ )                         =
                   
         გ )                      


3)      უცნობი გასაყოფის და გამყოფის პოვნა:

             ა)                                         

               ბ)  32 =                  3x =                            38 = 

4)             უცნობი წევრის პოვნა პროპორციის ძირითადი თვისების გამოყენებით:



              ა)                               ბ) 


           გ)                               დ) 
















Комментариев нет:

Отправить комментарий

სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმა

  სსიპ ჩალაუბნის საჯარო სკოლის           სტრატეგიის დოკუმენტი                                 ...