კვლევა გაზიარებულია დრაივზე:
https://drive.google.com/file/d/1OAOJGA9qoQd8en5G6D7n9jNmwC5Xxrdn/view?usp=sharing
KკiTxvis
unar-Cvevebis ამაღლებაVკლასში
მარინა ფრიდონიშვილი
სარჩევი
შესავალი
------------------------------------------------------------------------------4
თავი I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა ---------------------------------------------------5
1.1 მოკლე ინფორმაცია Vკლასისი
შესახებ ---------------------------------------5
1.2 კითხვის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული სირთულები ------------------5
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
------------------------------6
1.4 კვლევის მიზანი
---------------------------------------------------------------- - 8
1.5 კვლევის ამოცანა
----------------------------------------------------------------8
თავი II
პრაქტიკული
კვლევის არსი ------------------------------------------------------ 9
თავი III
ლიტერატურის
მიმოხილვა-------------------------------------------------------10
3.1 რა მნიშვნელობა
აქვს კითხვის განვითარებას სასწავლო პროცესში------11
3.2 კითხვისა
და წაკითხულის გააზრების ინტერექტიული და
კონსტრუქტივისტული
მიდგომა---------------------------------------------------12
3.3 კითხვის
დიფერენცირებული სწავლება--------------------------------------13
3.4 წიგნიერების
სწავლების ოპტიმალური მოდელი----------------------------15
3.5 ეფექტური
კითხვის სწავლების სტრატეგიები--------------------------------16
IV თავი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი--------------------------------------------------------18
4.2 შერჩევა------------------------------------------------------------------------------18
4.3 მონაცემთა
შეგროვება--------------------------------------------------------------18
4.4კვლევის მონაწილე მხარე და პასუხისმგებლობები----------------------------21
4.5კვლევის ვადები---------------------------------------------------------------------22
V თავი
კვლევის შედეგები----------------------------------------------------------------------23
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი-----------------------------------------------23
კითხვარი მასწავლებლებისთვის
კითხვარი მშობლებისთვის
კითხვარი მოსწავლეებისთვის
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები
მშობელთაგამოკითხვის
შედეგები
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
VI
თავი
ინტერვენციის
აღწერა და მისი შედეგები----------------------------------------------31
6.1 I ინტერვენცია-------------------------------------------------------------------------31
6.2 II ინტერვენცია------------------------------------------------------------------------31
6.3
III ინტერვენცია
-----------------------------------------------------------------------32
6.4 ინტერვენციის შეფასების მეთოდები-----------------------------------------------32
6.5 I ინტერვენციის შედეგები-----------------------------------------------------------33
6.6
II ინტერვენციის შედეგები-----------------------------------------------------------34
6.7 III ინტერვენცია შედეგები-----------------------------------------------------34
6.8
ინტერვენციის შეფასება--------------------------------------------------------36
6.9ინტერვენციის
შეფასება V კლასს---------------------------------------------36
6.10 განხორციელებული ინტერვენციების შედეგები--------------------------36
VII თავი
მიგნებები, და კვლევის რეფლექსია
7.1
მიგნება-----------------------------------------------------------------------------37
რეფლექსია
------------------------------------------------------------------------37
გამოყენებული
ლიტერატურა------------------------------------------------------39
-
შესავალი
წინამდებარე
ნაშრომი წარმოადგენს Calaubnis საჯარო სკოლაში
განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
ნაშრომი
შედგეება შვიდი თავისაგან.I თავში მოცემულია ინფორმაცია კლასისი შესახებ, საკვლევი
საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავი ეხება
პრაქტიკული კვლევის არსს და კლასში მის დანერგვას.
III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები კითხვას უნარ-ჩვებების
ამაღლების მნიშვნელობაზე
სასწავლო პროცესის მაღალი შედეგის მისაღწევად. IV თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის
მეთოდოლოგიისა და კვლევის ვადების შესახებ.
V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიRებული
შედეგების ანალიზს. VI თავში განხილულია ინტერვენციების დაგემვის, განხორციელებისა
და შეფასების ეტაპები. VII თავში აღწერილია კვლევის ავტორის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის რეფლექსია, გამოყენებული ლიტერატურა.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1 მოკლე ინფორმაცია Vკლასის შესახებ
Gგurjaanis raionos sofel Calaubnis sajaro skolis V კლასში სწავლობს13 მოსწავლე.var
კლასის დამრიგებელი da qarTuli
ena literatures maswavlebeli marina fridoniSvili. V კლასში ისწავლება 13 საგანi.
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებით,
საკლასო ოთახი აღჭურვილია სასწვლო ნივთებით
( მერხი, სკამი, დაფა, რუკები), რაც საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების
პროცესი.კლასში სწავლობს 7 ვაჟი და 6 გოგონა.
1.2
kiTxvis unar-CvevebTan დაკავშირებული სირთულეები
2017-2018 სასწავლო წელის დასაწუისში
დირექციის გადაწუვეტილებით შევედი V კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
მოსწავლეები ერთი შეხედვით აქტიურები და მეტად მონდომებულები ჩანდნენ. მაგრამ, სასწავლო
წლის დასაწყისშივე გამოიკვეთა პრობლემა, კერძოდ, მოსწავლეთა უმეტესობას უჭირდათ კითხვა
და ამავდროულად ტექსტის გააზრებაც, რაც მათ მოტივაციაზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა.
ბოლო ჯამში გამოიწვევდა მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას.
გადავწუვიტე, ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები
დამეგეგმა და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად
საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო გამეხადა, რადგან, კითხვისა და წიგნიერების უნარის
განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას გაიუმჯობესოს ინტელექტუალური თუ ყოფითი აზროვნება.
1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო
ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის სავარაუდო მიზეზები. კლასში შემომსვლელ პედაგოგებთა
გამოკითხვის
საფუძველზე (მოვახდინე ფოკუსირებული
დაკვირვება) და ჩემი ზოგადი დაკვირვებით
გამოიკვეთა თავდაპირველად რამოდენიმე
ფაქტორი:
1.
ერთ-ერთ
სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი.
კერძოდ: Vკლასში მოსწავლეებს დაემატათ რამოდენიმე ახალი საგანი,
მიცემული დავალებების შესრულება
დიდ დროს მიითხოვს ( ხარისხიანი სწავლა ნიშნავს რამოდენიმეჯერ წაკითხვა მიცემული დავალებისა).
გარდა სკოლისა კლასის მოსწავლეები დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობებით ( სპორტი,
მუსიკა, ცეკვა, ხატვა და ა.შ) საკმაოდ დატვირთული
სამუშაო დღის შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ სწრაფად შეასრულონ მიცემული
დავალებები, ასე შესრულებული დავალება კი ფორმალურია მოსწ. კმაყოფილდება ერთხელ წაკითხვით, არ აქვს კარგად გააზრებული საკითხი, კარგად ვერ ფლობს საკითხს და უჭირს მისი სიღრმისეული
გააზრება, ანალიზის და შეფასების გაკეთება.
2 . მეორე პრობლემად შეიძლება განვიხილოთ,ის რომ ზოგადად არა
მარტო მე-V კლას არამედ საბაზო და საშუალო საფეხურზეც კი უჭირთ კითხვა მოსწავლეებს,
და ეს პრობლემა არის საზოგადო, მოსწავლეები დაშორდნენ წიგნებს და მეტ დროს უთმობენ
ვირტუალურ სივრცეს, თამაშებს, გასართობ საიტებს ,რაც მათთვის ადვილი და მარტივად აღსაქმელია.
(წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. განსაკუთრებით თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული სირთულეები).
(წიგნიერებისგაკვეთილები)
2
გამოიკვეთა კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი, მშობლების პასიური ჩართვა ბავშვების კითხვის პროცესში. რაც მიმაჩნია, რომ
მეტად მნიშვნელოვანია.
რომელი მოსწავლის
მშობელიც ჩართულია სწავლების პროცესში და თანამშრომლობს მასწავლებელთან, მისი შვილი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. (სტატისტიკური მონაცემებით, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია; როდესაც მშობლები ჩართულნი არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ);
1.4
კვლევის მიზანი: კითხვისა და გააზრების უნარ-ჩვევების ამაღლების საშუალებების
გაუმჯობესება
პროექტის მიზანია, კვლევის ხელმძღვანელმა დეტალურად
შევისწავლო არსებულ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა კითხვის უნართან დაკავშირებული
სირთულეები. მიზეზის ძებნა მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესად მიმაჩნია პრობლემების
გადაჭრის გზების ძიება. რაც მოსწავლეებს
დაეხმარება საგაკვეთილო პროცესში ჩაერთონ აქტიურად, განუვითარდეთ და გაუმდიდრდეთ ლექსიკური
მარაგი, გაუძლიერეთ კითხვა-გააზრების უნარი, გაეზარდოს შინაგანი თუ გარეგანი მოტივაცია,და
რაც მთავარია კითხვა ექცეთ ცხოვრების ჩვევად რაც გულისხმობს: კრიტიკულიაზროვნება, წაკითხულისგანხილვა, ანალიზი, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, არგუმენტირებულიმსჯელობა, დისკუსიადასხვა.
1.5
კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანააა
პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
რა მიზანს ემსახურება კითხვა პიროვნების განვითარებისთვის?
როგორ ეხმარება მას:
·
სწავლების პროცესის უკეთ წარმართვაში?
რამდენად
უზრუნველყოფს მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში
გამოყენებული აქტივობების საშუალებით, გაზარდოს და დაეხმაროს
მოსწავლეთა კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
·
ეხმარება თუ არა მოსწავლეს გაკვეთიზე კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად
საინტერესოდ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი?
რა სირთულეებსა და პრობლემებს წარმოქმნის სწავლისადმი მოსწვლე რომელსაც უჭირს კითხვა?
·
რამდენად
განვიხილავთ მოსწავლეებთან ერთად რატომ არ
სურთ აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, ხომ არ არის რთული ან უინტერესო ჩვენ
მერ მათვის მიცემული დავალებები?
·
ვახდენთ
თუ არა დიფერენცირებას, ვაძლევთ თუ არა შესაბამისი სირთულის დავალებას მოსწავლეებს?
4.როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საგაკვეთილო პროცესში
და არა მარტო გაკვეთილზე, არამედ ზოგადად კითხვის უნარი მოსწავლეებში ?
·
საჭიროა
თუ არა, რომ შეიცვალოს საგაკვეთილო გეგმის ფორმატი?
·
საჭიროა
თუ არა მეთოდებისა და აქტივობების შეცვლა და მორგება მოსწავლეთა შესაძლებლობებძე?
·
დაეხმარება
თუ არა
მოსწავლებს მასწავლებლებთან და მშობლებთან აქტიური ურთიერთ თანამშრომლობა კითხვის
უნარის ამაღლებაში?
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
როგორც V კლასის დამრიგებელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელმა, წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა საგაკვეთილო
პროცესში და პრაქტიკაში კითხვისა უნარ-ჩვევების
ამაღლების
სხვადასხვასაშუალებების გამოყენებას და განხორციელებას,
მიმაჩნია, რომ კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა გარკვეული პოზიტიური
სამუშაოები უნდა განახორციელოს.რათა გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა .
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ
მიდგომას, მკვლევარებსა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.
თანამშრომლობითი მიდგომაცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირეების ინსტრუმენტს
წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც
ხდება გარკვეული ცვლილებების დანერგვა. თანამშრომლობითი პროგრამის საშუალებით
პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდადერთიანდებიან.პრობლემას თვალს უსწორებენ,
ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებას, გააზრებულ პასუხისმგებლობას
და აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამიანების კვლევის
პროცესში ჩართვით, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი.
აქედან გამომდინარე კლასის კითხვის უნარ_ჩვევებთან დაკავშირებულ
პრობლემისკვლევაში უმჯობესია ჩავრთოთ კვლევაში
მონაწილე პირები:თავად Vკლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
კითხვის უნარის განვითარებას გარკვეული სირთულეები ახლავს და ნებისმიერი
სკოლა უნდა ცდილობდეს მიმართოს მუშაობა სწორად ამ მიმართულებით შედეგების გაუმჯობესებისკენ.
არაერთი ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ თუ როგორ უნდა
დაიგეგმოს
გაკვეთილი, როგორ
უნდა გამოვიყენოთ კითხვის უნარ-ჩვევების ამაღლების
სტრატეგიები, რატომ
უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები გაკვეთილი დაგეგმვის დროს,
მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობარომ უზრუნველყოთ.
3.1.
რა მნიშვნელობა აქვს კითხვის უნარის განვითარებას სასწავლო პროცესში
ყოველიმასწავლებელი, რომელსაცსურსიყოსფასილიტატორისწავლისპროცესში, უნდაიყოსასევეკითხვისმასწავლებელი, რადგანკითხვაარისყველაზეარსებითიფაქტორინებისმიერისაგნისშემთხვევაში. ყველამასწავლებელმაიცის, რომზოგიერთმოსწავლესაქვსპრობლემებიტექსტისწაკითხვისთვალსაზრისით, მაშინროდესაცდანარჩენიმოსწალეებიადვილადიგებენმასალას. კითხვისპრობლემებიუფრონათელიხდება, როდესაცმოსწავლეებისხვადასხვასაგანშიკლასიდანკლასშიგადასვლისასკითხულობენეტაპობრივად
გართულებულტექტებს,სწორადამ ტექსტების სირთულემ გამოიწვია ზოგადად ეს
პრობლემა, მოსწავლეები ვიზუალურად იზეპირებდნენ ტექსტს, წინადადებებს და კითხულობდნენ
და როდესაც ტექსტის მოცულობა გაიზარდა გაუჭირდათ კითხვა და თავისთავად აღქმა.. მოსწავლეებსსჭირდებათდახმარებაამუნარებისადასტრატეგიებისგანსავითარელად, რათაგახდნენთანმიმდევრულიდაკარგიმკითხველებიდასკოლაშისწავლისპერიოდშიმიაღწიონწარმატებასამთვალსაზრისით.
სკოლა ის დაწესებულებაა,
სადაც კითხვის უნარის შესწავლა და რეალიზება
სახით ხდება. ხშირად სხვადასხვა საგანთა მიღწევებში დაბალი შედეგები სწორად
იმ მოსწავლეებზემოდის, რომლებიც ვერ კითხულობენ, ან სიტყვათა თუ წინადადებათა ამოკითხვას
სწორად ახერხებენ, მაგრამ გააზრებული კითხვის გარეშე.
განათლების სისტემაშიგანსაკუთრებული
ადგილიუკავია დაწყებითი განათლების საფეხურს. ამ უკანასკნელის მიზანია საყოველთაო წიგნიერება,
რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის მოქალაქედ ჩამოყალიბებას და მის წარმატებულ
საქმიანობას საზოგადოებრივ ურთიერთობის ნებისმიერ სფეროში. წიგნიერება თანამედროვე
გაგებით, გულისხმობს უნარ-ჩვევების ერთობლიობას. ანუ იგი გულისხმობს ისეთ უნარებს,როგორიცაა
ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა
და სხვა.უპირველესი მოვლენაა სასწავლო პროცესის განვითარებუსთვის კითხვის სტრატეგიების
განვითარება და სიახლეების დანერგვა ამ პროცესიეთვის.(კოროლინ
ჩემპენი, რიტა კინგი
2016წ)
3.2 კითხვისა და წაკითხულის გააზრების
ინტერაქტიული და კონსტრუქტივისტული მიდგომა
v კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული
მოდელი აღწერს ურთიერთმიმართებებს კითხვის ოთხ ძირითად ასპექტს შორის, ესენია: მკითხველი,
დავალება/მიზანი, ტექსტი, კონტექსტის/გარემო, კითხვის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს
თუკი:
v მკითხველს აქვს მზაობა, ინტერესი და
გაცნობიერებული მიზანი მოცემული ტექსტის წასაკითხად;
v ტექსტი
შეესაბამება მკითხველის კითხვას, დონეს,ინტერესსა და წაკითხვის მიზანს;
v გარემო
კომფორტულია მკითხველისთვის და შეიცავს მიზნის მიღწევისათვის საჭირო დამხმარე ელემენტებს;
კითხვის პროცესი მიმართულია კონკრეტული, გაცნობიერებული
მიზნის მისაღწევად;
კითხვის სწავლების პროცესში უნდა გავითვალისწინოდ, რომ
თითვეულ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური განვითარების უახლოესი ზონა, მასწავლებელი დიაგნოსტიკური
და განვითარებული მონაცემების საფუძველზე დაადგენს მოსწავლეთა მზაობას, საჭიროებებს
და ინტერესს, შეარჩევს ადეკვატურ ტექსტსა და დავალებებს.
მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის კომფედენციებს
და მასწავლებლის დახმარებით ეუფლებიან გაგება-გააზრების სტრატეგიებს. მასწავლებელი
სხვადასხვა საშუალებებს იყენებს პატარა მკითხველებში მოტივაციის, თავდაჯერებულობის
და თვითრწმენის გასაღვივებლად.
სასწავლო პროცესში გამოიყენება მრავალფეროვანი ტექსტები,
რომელთა სირთულე შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის დონეს. ტექსტები შერჩეულია თემატურ-შინაარსობლივი
თემატურ-შინაარსობრივი, ენობრივ-გრამატიკული და ვიზუალური
გათვალისწინებით. მათში გათვალისწინებულია ბავშვების
ასაკობრივი ინტერესები დაგაკონტროლებულია ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა ტექსტის მოცულობა,
წინადადებისა და სიტყვების სიგრძე, უცნობი ლექსიკური ერთეულობის რაოდენობა და სხვა.
ავტორი:(წიგნი
მომზადებულია G-PriEd ჯგუფის მიერ)
3.3 კითხვის დიფერენცირებული სწავლება
დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა
საჭიროებებზე, ესაა ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა განსხვავებულად
სწავლება. სწავლების დიფერენცირებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ერთსა და იმავე კლასში
მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფთან განსხვავებული მეთოდების ან რუბრიკების გამოყენება.
დიფერენცირებული სწავლების მთავარი მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო
სედეგს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. შესაძლებელია, სუსტი მოსწავლე ყოველთვის ვერ
დაეწიოს წარმატებულ მოსწავლეს, თუმცა, ზოგჯერ
სუსტი მოსწავლე ისეთივე შედეგს აღწევს, როგორსაც წარმატებული.
დიფერენცირებული მისგომით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება დაძლიონ სწავლის
პროცესში წარმოქმნილი ბაღიერები და მკვეთრად გააუმჯობესონ შედეგები.განათლების სპეციალისტი
ჯენიფერ გოფროი თვლის რომ მასწავლებელმა, რომელიც დიფერენცირებულ სწავლებას იწუებს,
შვიდი საბაზო პრინციპი უნდა
გაითვალისწინოს:
1.შეისწავლეთ თქვენი
მოსწავლეები და მათი ინტერესები
2.გააცანით მოსწავლეები
დიფერენცირებული სწავლების იდეა
3.საფუძვლიანად
შეისწავლეთ კლასისა და საგნის სტანდარტები და პროგრამა
4.დაიწყეთ მცირედით
5.იმუშავეთ ორგანიზებულად
6.იყავით ღია და
მოქნილნი
7.ითხოვეთ დახმარება
და გამოიყენეთ ყველა ხელმისაწვდომი რესურსი
კითხვის დიფერენცირებული
სეავლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდიამართული კითხვა.მართული კითხვის აქტივობა გულისხმობს მოსწავლეტა მცირე
ჯგუფში შესაფერისი ტექსტის წაკითხვა და დამუშავება კონკრეტული უნარების სტრატეგიების
დაუფლების მზნით. მართული კითხვის აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გააანალიზოს
და გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის საჭიროება, ხოლო მოსწავლეებს ეხმარება, ნაბიჯ-ნაბიჯ
განავითაროს კითხვის ის უნარები რომელშიც მეტად სჭირდებათ გაწაფვა
ავტორი:
(წიგნი მომზადებულია G-PriEd ჯგუფის მიერ)
3.4
წიგნიერების სწავლების ოპტიმალური მოდელი
კითხვის სწავლების ოპტიმალური მოდელის მიხედვით, წიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების შესრულების
დროს პასუხისმგებლობა თანდათანობით გადაეცემა მასწავლებლისგან მოსწავლეს. თავდაპირველად
მასწავლებელი იწყებს კითხვის კონკრეტული სტრატეგიის მოდელირებას მთელ კლასთან. შემდგომ
ეტაპებზე, ერთობლივი და მართული პრაქტიკის გამოყენებით, ააქტიურებს მოსწავლეებს, თავად
კი მიმართავს მიზნობრივ
სკაფოლდინგს.ამ ეტაპზე მასწავლებელი პირდაპირი/ექსპლიციტური სწავლების
ნაცვლად აკვირდება მოსწავლეების მიერ სტრატეგიის გამოყენებას და მიზნობრივ დახმარებას
უწევს მათ საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი ელის რომ საბოლოოდ ყველა ბავშვი სეძლებს
მოდელირებული და გავარჯიშებული სტრატეგიის დამოუკიდებლად გამოყენებას სხვადასხვა სახის
დავალების შესრულებისას.
მეტად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის
ნაბიჯ-ნაბიჯ
გადაცემის მოდელი:
|
მე ვაკეთებ- შენ
მაკვირდები
|
მე ვაკეთებ შენ
მონაწილეობ
|
შენ აკეთებ მე გეხმარები
|
შენ აკეთებ მე გაკვირდები
|
|
მთელი კლასი
|
მთელი კლასი
|
ინდივიდუალურად/
მცირე ჯგუფებში
|
ინდივიდუალურად/
მცირე ჯგუფებში
|
|
მასწავლებელი კითხულობს,
მოსწავლეები უსმენენ. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს წაკითხუ
ლის შესახებ
|
ერთობლივი კითხვა.
მასწავლებელი იწყებს მოსწავლეები ჰყვებიან
მას. საუბრობენ ტექსტის შესახებ
|
მართული კითხვა:
მოსწავლეები წყვილებში/ჯგუფებში კითხულობენ ადეკვატური სირთულის ტექსტებს, მასწ.
მიზნობრივად ეხმარებათ და აძლევთ უფექტურ უკუკავშირს
|
დამოუკიდებელი კითხვა:
მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ შერჩეულ ტექსტს, საუბრობენ, წერენ და აკეტებენ
პრეზენტაციებს. მასწავლებელი აფასებთ
|
კითხვის აქტივობას სამფაზიანი სტრუქტურა
აქვს: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდეგ:
ფაზა 1 : წაკითხვამდე
ü
წასაკითხ
ტექსტთან დაკავშირებით არსებული ცოდნის და გამოცდილების გახსენება/გააქტიურება
ü
ტექსტის/წიგნის
თემისა და მიზნის წარდგენა
ü
მოლოდინის
ჩამოყალიბება და თემისადმი ინტერესის სტიმულირებაფაზა 2: წაკითხვის დროს
ü
ტექსტის
წაკითხვა და ინფორმაციის დამუშავება
ü
მოდელირებული
სამიზნე უნარის/სტრატეგიების გამოყენება გავარჯიშება
ü
სამიზნე
სტრატეგიების გამოყენების მონიტორინგი
ფაზა 3: წაკითხვის შემდეგ
ü
ახალი
ცოდნის სიღრმისეულად გააზრება/განმტკიცება
ü
გავარჯიშებული
უნარის/სტრატეგიების გამოყენება სხვადასხვა კონტექსტშისწავლის პროცესისა და შედეგების
შეფასება.
ავტორი:
(წიგნი მომზადებულია G-PriEd ჯგუფის მიერ)
3.5ეფექტური კითხვის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
კითხვის პროცესის და წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის
ხელს გვიწყობს კითხვის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდები. შევეცდები მოკლედ
დავახასიათოდ რამოდენიმე მეთოდი;
მეთოდი: „ ვიცი, მინდა
ვიცოდე, ვისწავლე“- ავითარებს ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევებს, აძლიერებს ტექსტზე
კითხვისა და მასძე მუშაობის მოტივაციას.
მეთოდი: „ ცნების რუკა“-
საინტერესოა ამ მეთოდის გამოყენება საინფორმაციო ტექსტების დასამუშავებლად, აღნიშნილი
მეთოდი ხელს უწყობს ინფორმაციის დახარისხებას, ეფექტურია ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა
და მნიშვნელოვანი მცნებების ათვისებისთვის.
მეთოდი: გამართული/გაწაფული
კითხვის მოდელირება. მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ ნახონ, როგორია გაწაფული
კითხვა, ძირითადად მოდელის როლს მასწავლებელი ასრულებს. ზოგჯერ გამართული კითხვის
დემონსტრირებას აკეთებენ
მოსწავლეთა მშობლები ან უფროსკლასელები. გაწაფული
კითხვის მოდელებია:
1. ხმამაღალი საჩვენებელი წაკითხვა-უფროსი ხმამაღლა უკითხავს ბავშვებს საგანგებოდ
შერჩეულ ტექსტს.
2. აუდიოწიგნი- მოსწავლეები უსმენენ წიგნებს აუდიოჩანაწერს და თან ტექსტს
თვალს აყოლებენ;
3. მეგობრის კითხვა- გაწაფული მკითხველი უკითხავს მოსწავლეს ან მოსწავლეთა
ჯგუფს.
მეთოდი: მნიშვნელოვანი
სიტყვები.
მეთოდის მიზანია, მოსწავლეებს
განუვითარდეთ არამხოლოდ ახალი სიტყვების მუშაობისა და სხვადასხვა კონტექსტში მათი ადეკვატურად
გამოყენების უნარ ჩვევა, არამედ შეძლონ ტექსტის გაგება და მთავარი და მეორეხარისხოვანი
ინფორმაციის გარჩევა. მაგალითად ჩვენ საგაკვეთილო პროცესშიხშირად ვიყენებთ შემდეგ სქემებს: სიტყვების გამომძიებლები, სიტყვათა ცნებების რუკა. არეული ტექსტის დალაგება.
მეთოდი: „ დაფიქრდი, დაწყვილდი,
გაუზიარე“- ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრები
და გაუზიარონ ის სხვებს. იგი ავითარებს მოსწავლეებში ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის,
შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევებს, განაპირობებს მოსწავლეთა ჩართულობას
საგაკვეთილო პროცესში.
მეთოდი: ორიენტირებული
კითხვა.
ორიენტირებული კითხვა მონაკვეტებად
დაყოფილ ტექსტთან მუსაობას გულისხმობს და კითხვის სამივე ფაზას მოიცავს წაკითხვამდე,
კითხვის დროს და
კითხვის შემდეგ. ორიენტირებული
კითხვა ხელს უწყობს მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ და სიღრმისეულად დაამუშაონ ნარატიული
( თხრობითი) ტექსტები.
კითხვის ეფექტური მეთოდები. ავტორები: ნათია ნაცვლიშვილი, ნატო მახარობლიძე,
მაკა მახარობლიძე, ქეთი ფიცხელაური
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1 კვლევის სამიზნე
ჯგუფი
1.
Vკლასი
4.2 შერჩევა
კვლევაში გამოყენებული იქნება შერჩევის ორი ტიპი:
სრული შერჩევა (რაოდენობრივი) - საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით.
კითხვარი განკუთვნილია V კლასისი მოსწავლეებისათვის, მშობლებისთვის და V კლასში შემსვლელი მასწავლებლებისთვის ვინაიდან გენერალური ერთობლიობა
არ არის დიდი ( კლასში არის 13 მოსწავლე),
შერჩევის ერთობლიობა ემთხვევა გენერალურ ერთობლიობას.
მიზნობრივი შერჩევა(დაკვირვება,
ჯგუფური ინტერვიუ, ანკეტირება) -
4.3
მონაცემების შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
·
ჩაღრმავებული ინტერვიუ - სრული
შერჩევა. ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დაწყებითი საფეხურის
პედაგოგებთან, რამაც საშუალება
·
მომცა
უფრო დეტალური ინფორმაცია მიმეღო პედაგეოგებისაგან . კითხვა იყო შემდეგი: დაწყებით
კლასებში მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს
·
სწრაფი,
გამომეტყველებიტი კითხვა, რა არის ამის სავარაუდო მიზეზები? მათ ერთობლივად გამოყვეს
რამოდენიმე მიზეზი:
1.
შემცირებული
საათები ქართულ ენაში
2.
მოსწავლის
პასიური ურთიერთობა წიგნებთან
3.
მოსწავლის
ხშირი ურთიერთობა ინტერნეტ თამაშებთან
4.
მშობლის
პასიური ჩართვა ბავშვის კითხვის პროცესში
5.
მოსწავლის
განუვითარებელი შეზღუდული მეტყველება
ანკეტირება- მიზნობრივე
შერჩევა. გარკვეული მიზნით ვანხორციელებ Vკლასის მოსწავლეებთან.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც საგნის ქართული ენისა და ლიტერატურისმსწავლებელი ვარ
კომპეტენტური, იმ საკითხებში, რომელიც ეხება V კლასისიმოსწავლეთა დაბალი კითხვის დონეს.
1.
მაღალი აკედემიური
მოსწრების მოსწავლეებთან( მაღალი აკადემიური ნიშანი განისაზღვრა ქულების მიხედვით
9-10 ქულა) - რომელეთა ჩართულობა გაკვეთილზე აქტიურია ( როგორც კითხვის ასევე გააზრება გაგების
თვალსზრისით). მიზანი იყო დამედგინა: რა არის
თქვენთვის კითხვის აქტიური მიზეზი? მოსწავლეებმა აღნიშნეს:
·
მოტივაცია გახდნენ სასწავლო წლის საუკეტესო მკითხველები
·
ინტერესი
·
მშობლის ჩართულობა
2.
საშუალო აკადემიური მოსწრების
მოსწავლეებთან( 7-8 ქულა) - კითხვარის მიზანი იყო დამედგინა თუ რა იყო მათი
პასიურობის მიზეზი,რა უშლიდათ ხელს, რატომ
არ კითხულობდნენ დამატებით. მათ აღნიშნეს შემდეგი
პრობლემები:
·
დროის უკმარისობა ( გაკვეთილების მომზადებას დიდ დროს
ანდომებდნენ)
·
ლიტერეტურის არამიზნობრივი შერჩევა( ხშირ შემთხვევაში
უინტერესო ხდებოდა მათთვის)
·
სიზარმაცე
3.
დაბალი
აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან ( 5-6 ქულა)- კითხვარის მიზანი იყო დამედგინა რატომ არ იჩენენ მოსწავლეები
სწავლის სურვილს, რატომ არ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს. მათ აღნიშნეს:
·
ლიტერატურის
არ ქონა
·
სიზარმაცე
·
მშობელს
დახმარებისთის დრო არ რჩება
·
საკლასო
და საშინაო დავალებების სირთულე
ჯგუფურიინტერვიუ - სრული შერჩევა.V კლასის მოსწავლეებთან ჩამოვაყალიბე
კითხვარი, რომელც განკუთვნილი იყო V კალსის მოსწავლეებისათვის. ფოკუსჯგუფი შედგება საკვლევი ჯგუფის წევრებისაგან, ამ მეთოდის გამოყენების
მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეთა ზოგადი აზრი
და ინტერესები კითხვისადმი, კითხვები მდგომარეობდა შემდგომში:
1. გიყვართ
როცა გიკითხავენ?
2. როგორი
წიგნები მოგწონთ?
3. რომელია
თქვენი საყვარელი წიგნი?
4. ვინ
გიკითხავთ ყველაზე ხშირად?
5. ვისი
წაკითხულის მოსმენა გიყვართ ყველაზე მეტად?
6. რას
კითხულობ ახლა?
7. გიყვართ
წიგნის მაღაზიაში წასვლა?
8. თქვენი
საყვარელი წიგნი.
( კითხვის უკეთ
სწავლებისთვის. ავტ: მაია მამისეიშვილი)
დაკვირვება-სრული
შერჩევა V კლასის მოსწავლეებთან
·
რა
იყო მოსწავლეთა ინტერესები თითოეული სასწავლო საგნის მიმართ, რა უნდა გაითვალისწინონ კლასში შემსვლელმა მასწავლებლებმა, რათა მოსწავლეების
კითხვისა და გააზრების უნარი-ჩვევების გაზარდა მოხდეს.
·
საგაკვეთილო პროცესი როგორ უნდა წარიმართოს?
შეხვედრას ესწრებოდა 13 მოსწავლე, როგორც მოსალოდნელი იყო გაიმართა დისკუსია.
მოსწავლეთა ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ:
·
მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს შესაბამისად უნდა შეურჩიოს დავალებები
·
წაახალისოს
მოსწავლეთა მცირე მონდომებაც კი
·
თავად
მოსწავლეც უნდა იყოს მონდომებული
რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი რომ ჩამოყალიბდეთ კარგ
მკითხველებად?
·
მოტივაცია
·
ინტერესი
·
წახალისება
·
მრავალფეროვანი
აქტივობები
·
მშობლის
ჩართულობა
·
შეხვედრა
გამოჩენილ მწერლებთან
კითხვარი-სრული შერჩევა
·
გამოკითხვა - გამოკითხვა განხორციელდა მოსწავლეებთან, მშობლებთან, ასევე v კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან , რათა პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე: რა
ღირებულება აქვს წიგნიერებას? გამოხატავენ თუ არა საკუტარ დამოკიდებულებას წაკითხული
ტექსტის მიმართ? კითხვის დროს აკვირდებიან კითხვის გაგება- გააზრების პროცესს და აზუსტებენ
მათთვის გაუგებარ ბუნდოვან ნაწილს? რამდენად ხშირად კითხულობენ დამატებით მასალას?
და ასე. შემდ.
ვინაიდან v კლასიგენერალური
ერთობლიობა არა არის დიდი და კლასში არებული პრობლემა ეხება ყველა მოსწავლეს, თითოეული
მათგანის აზრი გათვალისწინებულია. ასევე გასათვალისწინებელია მასწავლებლების და მშობლების აზრიც.
კლასში 13 მოსწავლეა და კითხვარი 13 ივემ შეავსო.
მშობლებიდან 12 გამოთქვა თანამშრომლობა და შეავსეს კითხვარი. 12 მასწავლებლიდან კითხვარი
შეავსო 10 მასწავლებელმა.
4.4 კვლევის მონაწილე მხარეები და პასუხისმგებლობები
Vკლასი და ამ კლასის
დამრიგებელი და ასევე, საგნის მასწავლებელი.
·
კველევის ინსტრუმენტების შემუშავება
·
გამოკითხვა
·
გამოკითხვის შედეგების ანალიზი
·
ინტერვენციის დაგეგმვა
·
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
·
პროექტის ვადების დაცვა
·
15.05.2018 შედეგების გაცნობა კლასიათ
4.5 კვლევის ვადები
|
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
|
საკვლევი პრობლემის
შერჩევა
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პრობლემის ინდენტიპიცირება
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
x
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვიუ კლასთან
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
X
|
|
შეხვედრები კვლევის
სამიზნე ჯგუფთან
|
x
|
X
|
X
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
მეორადი მონაცემების
შეგროვება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დიაგნოსტიკური ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფოკუს ჯგუფისათვის კითხვარის შედგენა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კითხვარის შედგენადა
დამუშავება
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
X
|
|
მიღებული შედეგების
ანალიზი
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების
განხილვა
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
|
|
x
|
x
|
x
|
X
|
X
|
|
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
კვლევის გაცნობა
კლასთან
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
თავი V
კვლევის შედეგები
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა ღირებულება
აქვს კითხვის უნარ ჩვევების ამაღლებას და რა პრობლემას წარმოშობს სწავლა -სწავლების პროცესში.
გამოკითხვა განხორციელდა V კლასის მოსწავლეებთან, მშობლებთან
და კლაში შემსვლელ მასწავლებლებთან. მათ განემარტათ ინსტრუქცია და დაურიგდათ კითხვარი.
კითხვარი მასწავლებლისთვის
წაიკითხეთ თითოეული მოსაზრება. თითოეულ მოსაზრებასთან შემოთავაზებულია პასუხის 3 შესაძლო ვარიანტი. გააკეთეთ აღნიშვნა
პასუხის იმ ვარიანტის
შესაბამის
უჯრაში, რომელსაც
ყველაზე მეტად ეთანხმებით.
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
||
|
გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას
წაკითხული ტექსტის მიმართ
|
|
|
|
|
|
იყენებთ თუ არა განსხვავებულ
მეთოდებს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან
|
|
|
|
|
|
ახერხებს ტექსტში მნიშვნელოვანი
და ნაკლებადმნიშვნელოვანი სიტყვების გამოყოფას და სხვადასხვა აქტივობაში მათ სწორად
და ადეკვატურად გამოყენებას
|
|
|
|
|
|
მნიშვნელოვან ინფორმაციაზე
დაკვირვების საფუძველზე ახერხებს მის კატეგორიზაციას
|
|
|
|
|
|
კითხვის დროს აკვირდებიან
კითხვის გაგება გააზრების პროცესს და აზუსტებენ
მათთვის გაუგებარ ბუნდოვან ნაწილს
|
|
|
|
|
|
ხშირად სვამენ შეკითხვებს
|
|
|
|
|
|
შეუძლიათ ტექსტის არა
მხოლოდ სწორად წაკითხვა, არამედ მისი გააზრება
|
|
|
|
|
|
ეფექტურად იყენებს წინარე
ცოდნას ტექსტის გააზრების დროს
|
|
|
|
|
კითხვარი
მშობლებს
წაიკითხეთ თითოეული მოსაზრება. თითოეულ მოსაზრებასთან შემოთავაზებულია პასუხის3 შესაძლო ვარიანტი. გააკეთეთ აღნიშვნა
პასუხის იმ ვარიანტის
შესაბამის უჯრაში, რომელსაც ყველაზე მეტად ეთანხმებით.
|
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
|
|
კითხულობს თუ არა გამართულად
|
|
|
|
|
|
კითხვის დროს შინაარსის
განმარტებისთვის ხშირად გთხოვთ დახმარებას
|
|
|
|
|
|
შეუძლია ტექსტის არა მხოლოდ
წაკითხვა, არამედ მისი განმარტებაც
|
|
|
|
|
|
თავისუფლად ამოიცნობს
მთავარ თემას
|
|
|
|
|
|
რამდენად ხშირად კითხულობს
მასალის შესაბამის დამატებით ლიტერატურას
|
|
|
|
|
|
რამდენად ხშირად კითხულობს
|
|
|
|
|
|
ეხმარებით თუ არა საკითხავი
მასალის შერჩევაში
|
|
|
|
|
|
რამდენად მნიშვნელოვანია
მშობლის როლი მოზარდის წიგნიერების განვითარებაში
|
|
|
|
|
|
დაწერეთ კომენტარი
|
|
|||
კითხვარიმოსწავლეებს
|
აქტიურად ერთვები თუ არა
-სწავლების პროცესში
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
|
კითხულობ თუ არა უშეცდომოდ
|
|
|
|
|
ახერხებ თუ არა ტექსტში
მნიშვნელოვანი და მეორე ხარისხოვანი სიტყვების,
წინადადებების გამოყოფას
|
|
|
|
|
მნიშვნელოვან ინფორმაციაზე
დაკვირვების საფუძველზე ახერხებ მის ანალიზს
|
|
|
|
|
კითხვის დროს რამდენად
ხშირად უბრუნდები გაუგებერ მონაკვეთებს
|
|
|
|
|
ხშირად სტუმრობ თუ არა
ბიბლიოთეკას
|
|
|
|
|
შეგიძლია თუ არა ტექსტის
არა მხოლოდ კარგად წაკითხვა, არამედ მისი გააზრება
|
|
|
|
|
შეგიძლია თუ არა გაავლო
ნაწარმოებს შორის პარალელი
|
|
|
|
|
ამოიცნობ თუ არა პერსონაჟის
თვისებებს
|
|
|
|
|
ამოიცნობ თუ არა მთავარ
თემას
|
|
|
|
მასწავლებელთა გამოკითხვა
მშობელთა გამოკითხვა
მოსწავლეთა გამოკითხვა
კითხვარი
ძირითადად ეხებოდა, კითხვას, მის ანალიზს და გაგება-გააზრებას როგორც მასწავლებლებისთვის,ასევე
მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის.
V კლასში
შემსვლელი მასწავლებლების 60% ფიქრობს, რომ
ნაკლებად ახერხებენ მოსწავლეები ტექსტში მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვანი იმფორმაციების გაგება
ამოცნობას,რაც ხელს უშლის სწავლების პროცესის გააქტიურებას.
მშობელთა გამოკითხვის
საფუძველზე 90% ადასტურებს, რომ არ კითხულობენ დამატები ლიტერატურას და კმაყოფილდებიან
მხოლოდ წიგნის მასალით.
მოსწავლეთ
60% პროცენტი ფიქრობს, რომ ნაკლებად ახერხებს წაკითხულის ანალიზს. ასევე აღმოჩნდა,
რომ მოსწავლეთა უმრავლესობა 80% იშვიათად სარგებლობენ
სკოლაში არსებული ბიბლიოთეკით
.
.
გამოიკვეთა
რამოდენიმე სახის პრობლემა:
v
მასწავლებელთა
60% პროცენტი არ იყენებს განსხვავებულ მეთოდებს
და სტრატეგიებს დაბალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეებისთვის და ასევე არ აძლევენ
კონკრეტულ ინსტრუქციას დამატებითი მასალის დამუშავებისთვის;
v
მოსწავლეთა 75% პროცენტს უჭირს მთავარი თემის ამოცნობა
v
მშობელთა 60% არ ეხმარება სწორად და მიზნიბრივი საკითხავი წიგნის შერჩევში
v
მოსწავლეთა
63% პროცენტს უჭირს ლიტერატურის სწორად შერჩევა
სამიზნე ჯგუფთან
დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა 83% პროცენტი ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოში მოცემული
საკითხები საინტერესოა, მაგრამ უმჯობესია ეს საკითხები მასწავლებელმა მათ საჭიროებებს
მოარგონ. საკითხის მორგება და დიფერენცირება
არ უნდა მოხდეს მხოლოდ ერთ საგანში, არამედ ყველა საგანი უნდა ცდილობდეს კითხვისა და
გააზრების გააქტიურებას.
თავი VI
ინტერვენციის
აღწერა და მისი შედეგები
6.1. I ინტევენცია
ინტერვენციის
საწყის ეტაპს წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრა კლასში შემსვლელ პედაგოგებთან, რომლის
ორგანიზებაც კლასის ხელმძღვანელმა მოვახდინე. შეხვედრა მიზნად ისახავდა დიფერენცირებულ
სასწავლო მიდგომებსა და დამატებითი ინფორმაციის
შერჩევას. პედაგოგებს სამი კვირის განმავლობაში უნდა დაეგეგმათ მოსწავლის საჭიროებიდან
გამომდინარე საგაკვეთილო პროცესი, შესაბამისი დავალებებით და ინტერაქტიული მეთოდებით,
ასევე ემუშავათ დამატებით მასალის მიზნობრივ შერჩევა- დამუშავებისთვის.
შეხვედრას
ესწრებოდა ხუთი საგნის მასწავლებელი: ქართული (კვლევის ორგანიზატორ), ჩვენი გარემო,
ხელოვნება, ჩვენი საქართველო, ისტი.პედაგოგები შეთანხმდნენ და გამოთქვეს მოსაზრებები:
·
გაკვეთილის დაგეგმვის დროს მასწავლებლებმა გაითვალისწინონ მოსწავლეთა
საჭიროება,
·
საგაკვეთილო პროცესი არ იყოს ერთფეროვანი, გამოვიყენოთ სხვადასხავ სტრატეგიები, რომელიც კითხვის გააქტიურებას და
გააზრებას შეუწყობს ხელს.( სქემები, რესურსები)
·
წაახალისოს
მოსწავლეთა მცირე მონდომებაც კი
·
თავად
მოსწავლეც უნდა იყოს მონდომებული
·
ისტის
პედაგოგი დაეხმარებოდათ შესაბამისი მასალის დამუშავებაში
6.2
II ინტერვენცია
მეორე ინტერვენციაში8 მშობელი ჩაერთო, ( 2) მშობელი დაბალი აკადემიური მოსწრების , ( 4) საშუალო, ( 2) კი ძლიერი აკადემიური
ნიშნის მქონე მოსწრების. ინტერვენციის მიზანი იყო
სადიაგნოსტიკო ანალიზის შედეგები, სწორად და მიზნობრივად შერჩეულ ლიტერატურასთან
დაკავშირებით. სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად
დახმარებოდნენ ბავშვებს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების შესრულებაში და ასაკის
შესაბამისად შეერჩიათ საკითხავი მასალა. მშობლები დიდი მონდომებით ჩაერთნენ დასახულ
აქტივობაში და აღნიშნეს რომ მნიშვნელოვანია:
·
განსახილველი
საკითხის ერთობლივად დაგეგმა
·
კვირაში
ერთხელ პორტფოლიოების განხილვის დღეს გაკვეთილზე დასწრება
·
ლიტერატურის შერჩევა
6.3
III ინტერვენცია
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს დაევალათ ეწარმოებინათ
პორტფოლიო, რომელიც ჩემ მიერ იქნა შედგენილი, ანუ კვირის ბოლოს ჰქონდათ კითხვის საათი.
მათ უნდა წაეკითხად მოთხრობები, ჩანახატები და გაეცნოთ მასწავლებლისთვის დამოსწავლეებისთვის,
სათაური, ავტორი, პერსონაჟები, მთავარი თემა, შენი აზრი წაკითხულის შესახებ. წლის ბოლოს
კი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით, ხოლო საუკეთესო მკითხველებს სკოლა დააჯილდოვებთ
წიგნებით.
6.4ინტერვენციის შეფასების მეთოდები
ინტერვენციის შეფასებისათვის გამოვიყენებ:
1.
ინტერვიუ . ინტერვიუ გაიმართა პედაგოგებთან, რომლებმაც შეცვლილი საგაკვეთილო გეგმით
იხელმძღვანელეს 3 კვირის განმავლობაში. ინტერვიუს მიზანი იყო დაგვედგინა: როგორ შეაფასეს
ინდივიდუალური მიდგომები, რამდენად გაზარა ჩართულობა განსხვავებულმა სტრატეგიებმა, მოახდინა თუ არა რაიმე ცვლილება საგაკვეთილო პროცესზე,
რა ხარვეზები შეხვდათ.
2.
ფოკუს- ჯგუფი მშობლებთან. ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო მიმეღო
ინფორმაცია იმაზე თუ: როგორ განახორციელეს მოსწავლეთა დაკვირვება, როგორ იმოქმედა მოსწავლეებზე
მშობელთა დასწრებამ, ლიტერატურის მიზნობრივმა შერჩევამ როგორ გაზარდა მათი ჩართულობა?
3.
დიაგნოსტიკური ანალიზი- მოსწავლეებთან, თუ როგორი შედეგი ჰქონდათ მთელი წლის განმავლობაში,
როგორ გაუმჯობესდა მათი კითხვის დონე.
6.5 I ინტერვენციის შედეგები
პირველი ინტერვენციის
ფარგლებში პედაგოგებს უნდა განეხორციელებინათ საგაკვეთილო პროცესში ცვლილებები, ინდივიდუალური მიდგომების შეცვლით და მრავალფეროვანი
სტრატეგიების შემუშავებით.აღნიშნეს , რომ ერთ -ერთი სირთულე იმის რომ მასწავლებელი
ვერ უთმობს ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეს არის დროს, საათების სიმცირე, დაკვირვებამ აჩვენა შემდეგი შედეგი
კონკრეტულ
მასალაზე თუ იყო განკუთვნილი 2 საათი , მათ გეგმის ცვლილების
შედეგად
მოანდომეს 4 საათი.
პედაგოგებმა აღნისნეს, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებულ ცვლილებეს. მოსწავლეები გააქტიურდნენ,
გახდნენ მოტივირებულები. განსაკუთრებით გაახალისათ ინდივიდუალურმა სამუშაოებმა და მრავლაფროვანმა
აქტივობებმა : ჯიქსოუს მეთოდი, ჯგუფური და წყვილებში მუშაობა, ინტერვიუ სამი ნაბიჯი,კონკრეტული დავალების ინსტრუქციის
მიცემა( გახალისებური ბარათებით) ინდივიდუალური დავალება ფერად ფურცლებზე.
მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ პროცესის მდგრადობისთვის
აუცილებელია:
·
პირველ
რიგში უნდა გაიზარდოს საათების რაოდენობა;( მოხდეს ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში)
·
მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს შესაბამისად უნდა შეურჩიოს დავალებები.
დავალება უნდა იყოს დაძლევადი, კონკრეტული ინსტრუქციით და განმარტებით;
·
წაახალისოს
მოსწავლეთა მცირე მონდომებაც კი
·
მრავალფეროვანი
და სახალისო აქტივობებით უნდა იყოს დატვირთული საგაკვეთილო პროცესი მაგ: ჯგუფური მუშაობა,
პროექტ გაკვეთილი, აზროვნების სამი სკამი, დიაგრამები, შემოქმედებითი აქტივობები;
6.6 II ინტერვენციის შედეგები
მეორე ინტერვენცია გეგმის მიხედბით წარიმართა, მშობლებმა
რამოდენიმეჯერ მოახერხეს შეხვედრა, კერძოდ , ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარის და მასწავლებლის
დახმარებით შეირჩა წიგნები და აკვირდებოდნენ მოსწავლეთა მოტივაციას კითხვის პროცესში;
ასევე, 2-3 მშობელი შეთანხმებულად ესწრებოდნენ ლიტერატურული ნაწარმოების პრეზენტაციას.
მშობლებმა აღნიშნეს, რომ მეტად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართვა სასკოლო
ცხოვრებაში, მოსწავლეები
იყვნენ მობილიზებულნი, აქტიურად ჩაერთვნენ
კითხვის პროცესში.
ბიბლიოთეკართან და მასწავლებლის შეთანხლებით სწორად მოხდა ლიტერატურის შერჩევა, დაინტერედსნენ
ბავშვები და აქტიურად ემზადებოდნენ პრეზენტაციისთვის.
მშობლებმა ასევე აღნიშნეს
რომ პროცესის მდგრადობისთვის საჭიროა:
·
მშობლის ჩართვა საგანმანათლებლო ცხოვრებაში
·
დახმარება
და მიზნობრივი მასალის შერჩევა
·
მშობლის პრეზენტაციაზე დასწრება დიდ სტიმულს აძლევდა მოსწავლეევს
6.7 III ინტერვენციის შედეგები
მესამე ინტერვენცია
გეგმის მიხედვით წარიმართა, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები კითხულობდნენ
წასაკითხ ლიტერატურას. უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. საგრძნობლად გაუმჯობესდა მათი კითხვის დონე. შეიქმნა კომისია
და გამოავლინეს სამი საუკეთესო მკითხველი, რომელიც სკოლამ დააჯილდოვა წიგნებით, კონკურენცია
აღმოჩნდა მაღალი და როგორც კვლების ორგანიზატორმა გამოვავლინე ორი მოსწავლე რომელიც
მეტად მონდომებულები და აქტიურები იყვნენ სასწავლო წლის განმავლობაში ასევე გადავეცით საჩუქრად წიგნები. დანარჩენ რვა
მოსწავლეს რომელიც მეტ ნაკლებად მონაწილეობდა და საგრძნობლად გააქტიურდა მათი კითხვის
დონე, ისინიც დაჯილდოვდნენ საჩუქრებით, სამომავლოდ
მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მესამე ინტერვენციამ
დამანახა :
·
გარე მოტივაცია ზრდის
მოსწავლეთა ჩართულობას სწავლების პროცესში (ჯილდო, სიგელი)
6.8 ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედე
შეგროვილ მასალას , გუდასმით შევისწავლე კიდევ ერთხელ და მივედი დასკვნამდე:
·
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ, რომ წარიმართოს აუცილებელი არის
სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს იგი.
·
გათვალისწინებული
იქნას მოსწავლეთა ინტერესები
·
მოხდეს
დიფერენცირება
·
მოეწყოს
ლიტერატურული საღამოები , სადაც დაესწრებიან
მოსწავლეები,მშობლები, მასწავლებლები,
·
დაჯილდოების
სახით წახალისდნენ მოსწავლეები
·
მოეწყოს
შეხვედრები ბიბლიოთეკაში, სადაც მოდელი იქნება მასწავლებელი
ან მშობელი და გააცნობს რომელიმე წიგნს ესაუბრება და დააინტერესებს
მათ.
·
კითხვის
გააქტიურებას წარმოადგენსშთაბეჭდილებისგაზიარება. სასურველია, შეხვედრებისისტემატურიხასიათისიყოსდამოიცავდეს, როგორცწაკითხულიწიგნებისშესახებსაუბარს, ასევეფილმების/სპექტაკლებისგანხილვასაც.
·
მასწავლებელმა
ერთ -ერთ აქტივობათ დამატებითი ლიტერატუტის მოძიება-დამუშავება გამოიყენოს.
·
მასწავლებელმა
თავად შეურჩიოს საკითხავი მასალა
·
გააქტიურონ
მოსწავლეებში როგორც შინაგანი მოტივაცია, ასევე გარე მოტივაციაც.
6.9. ინტერვენციის შეფასება V კლასთან
V კლასი
მეგობრული კლასია სწორად ეს არის მნიშვნელოვანი
საბაბი იმის, რომ სწორად და მიზნობრივად დაგეგმილი აქტივობები, რომელიც მორგებული იქნება
მოსწავლეთა საჭიროებებზე გაზრდის და აამაღლებს კითხვის დონეს , რაც აისახება მათ აკადემიურ
მოსწრებაზე. ეროვნულ ისასწავლო გეგმის მიხედვით,
კითხვისა
და წიგნიერების უნარების განვითარებაზე ყველა საგნობრივმა ჯგუფმა უნდა იზრუნოს. როგორც საგნის, ასევე, სხვა მასწავლებლებმაც უნდა იზრუნონ დიფერენცირებულ
სწავლაზე, მრავალფეროვან და სახალისო აქტივობებზე, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა
შესაძლებლობებს.
6.10.განხორციელებული ინტერვენციის შედეგები
1.ინდივიდუალურმა მიდგომებმა და მრავალფეროვანმა სტრატეგიებმა
გააუმჯობესა მოსწავლეთა კითხვის უნარი ( სქემები,
პერსონაჟის რუკა, მოვლენის მიზეზის-შედეგობრივი
ცხრილი, სიუჟეტური რუკა და ასე. შემდ )
2. მრავალფეროვანმა აქტივობებმა და მეთოდებმა გაზარდა
მოსწავლეთა ჩართულობა: ჯგუფური მუშაობა, პროექტ გაკვეთილი, აზროვნების სამი სკამი,
დიაგრამები, შემოქმედებითი აქტივობები, სეგმენტური მეთოდები და ასე. შემდ
3. მშობელთა ჩართულობამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა,
მეტი ინტერესით და მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს.
4. მიზნობრივმა ლიტერატურის შერჩევა მეტად თავდაჯერებულები
გახადათ.
5. დიაგნოსტიკური ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ გარე
მოტივაცია ( ჯილდო) დადებითად და წერმატებულად მოქმედებს მოსწავლეებზე, გააქტიურდა
და საგრძნობლად შეიცვალა მათი კითხვია და ანალიზის
უნარ-ჩვევა.
თავიVII
მიგნებები და კვლევის რეფლექსია
7.1 მიგნებები
ინტერვენციების განხორციელების შედეგად შემდეგი საკითხები
გამოიკვეთა
1.
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა საჭიროებანი.
2.
აღმოჩნდა
რომ მასწავლებლები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა
შესაძლებლობებს.
3.
მშობლის ნაკლები ჩართულობა
4.
ლიტერატურის
არ ქონა
5.
არამიზნობრივი
შერჩევა
რეფლექსია
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით
შევიმუშავე რეკომენდაციები და პრეზენტაციის სახით გავაცანი კოლეგებს, კერძოდ, კათედრის
წევრებს, ასევე ესწრებოდნენ უცხო ენათა კათედრის წარმომადგენლებიც. კოლეგებს გავაცანი კვლევის სათაური და მიზანი : V კლასში
კითხვისა და გააზრების დაბალმა დონემ განაპირობა განმეხორციელებინა პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა თემაზე: „ კითხვის უნარ -ჩვევების ამაღლება V კლასში“. კვლევის მიზანი იყო: კითხვის უნარ-ჩვევებთან
დაკავშირებით პრობლემის ძიება, მისი გამომწვი სავარაუდო მიზეზების დადგენა, ინტერვენციების
დაგეგმვა/განხორციელება და შეფასება.კვლევა
დაგეგმილი მქონდა სწავლების პროცესში მოსწავლეთა დაბალი კითხვის უნარის პრობლემის გარკვევისათვის,
რაც გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას.
რაც მიმდინარე და მომავალ სასწავლო წელს დამეხმარება
ეფექტური სასწავლო სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას და მოსწავლეთა ინდივიდუალურ
შესაძლებლობების მიხედვით იქნება დაგეგმილი.
კოლეგები დაინტერესდნენ
ინტერვენციებით, გაამახვილეს ყურადღება ინტერვენციის
შედეგებსა და და მიგნებებზე:
·
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ, რომ წარიმართოს აუცილებელი არის სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს იგი.
·
გათვალისწინებული
იქნას მოსწავლეთა ინტერესები
·
მოხდეს
დიფერენცირება
·
მოეწყოს
ლიტერატურული საღამოები , სადაც დაესწრებიან
მოსწავლეები,მშობლები, მასწავლებლები,
·
დაჯილდოების
სახით წახალისდნენ მოსწავლეები
·
მოეწყოს
შეხვედრები ბიბლიოთეკაში, სადაც მოდელი იქნება მასწავლებელი ან წარმატებული მოსწავლეან მშობელი და გააცნობს რომელიმე წიგნს, ესაუბრება და
დააინტერესებსმათ.
კოლეგების უმეტესობა აქტიურად თანამშრომლობდა კვლევის
პროცესში, მათ აღნიშნეს რომ მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა პროფესიული
ზრდისთვის და მოსწავლეთა აკადენიური მიღწევებისთვის.
ქართული ენის
მასწავლებელმა გამოთქვა რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნება მოსწავლეებმა ასევე შერჩეული ნაწარმოებებიდან სასურველი მონაკვეთის
ინსცენირება წარმოადგინონ, რაც გაზრდის კითხვის უნარს და შემოქმედებითი გზით წარმოაჩენენ
საკუთარ შესაძლებლობებს.
ინგლისური
ენის მასწავლებელმა გაგვიზიარა რეკომენდაცია საკუთარი პრაქტიკიდან: საყვარელი წიგნებიდან
ამოიწერონ სენტენციებ ( აფორიზმები)
და მოაწყონ პრეზენტაცია ფერადი ფურცლებით დიდ ფორმატზე
შემდეგი სათაურით: „ მე ამ წიგნს კიდევ წავიკითხავ, წაიკითხე შენც“
კოლეგების რეკომენდაციები
და უკუკავშირები მეტად მნიშვნელოვანი, რასაც შემდგომში გავითვალისწინებ და გამოვიყენებ
საგაკვეთილო პროცესი, რომელიც მოსწავლეთა შედეგებზე და მიღწევებზე იქნება ორიენტირებული.
გამოყენებული
ლიტერატურა
1.კითხვისა და წერის სწავლწბა დაწყებით
საფეხურზე (I-VI)კლასებში
2.კითხვის ეფექტური მეთოდები. ავტორები: ნათია ნაცვლიშვილი, ნატო მახარობლიძე,
მაკა მახარობლიძე, ქეთი ფიცხელაური
3.კითხვა მეორე გამოცემა (კოროლინ ჩემპენი, რიტა კინგი
2016წ)
wigni iTargmna „samoqalaqo
integraciisa da erovnebaTSorisi urTierTobebis centris mier“ Tempus-is (evrokomisia) saerTaSoriso
proeqtis „multilingvur maswavlebelTa momzadebis programebis Seqmna da danergva
saqarTvelosa da ukrainis universitetebSi“ farglebSi.
:
5.სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო
I-II ნაწილი. რედაქტორები:დავით ლიპარტელიანი.
თამარ მოსიაშვილი, სიმონ ჯანაშია
Комментариев нет:
Отправить комментарий